უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ, ამ წუთებში რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კლუბებში ადამიანები მხოლოდ ცეკვავენ და ამის გამო არ შეიძლება ისეთი ქმედებები, როგორიც წუხელ განხორციელდა.
“არ დაგვიტოვეს ადგილი, ისეთი სადაც შეგვიძლია ვიყოთ ისე როგორც გვინდა. ჩვენ არაფერს არ ვაფუჭებთ, ჩვენ არაფერს არ ვაშავებთ. არ ვაშავებთ, როდესაც ვცეკვავთ. მეტი რა გავაკეთოთ? ჩვენ მხოლოდ ვცეკვავთ კლუბებში. ეს ადამიანები რომლებიც იღებენ რაღაც ნივთიერებას, რატომ იღებენ ამ ნივთიერებას? იმიტომ იღებენ რომ ამ ჯოჯოხეთში აღარ იყვნენ, იმიტომ იღებენ რომ ცოტახანი დაივიწყონ სად ცხოვრობენ.
ჩვენ ამის უფლებასაც გვართმევენ, ნარკოტიკის მაგივრად შხამი შემოიტანეს ქვეყანაში ხალხი მოკლეს. ამ ადამიანების სიცოცხლე მათ კისერზეა რადგან გაამართლონ თავიანთი ბრაკონული კანონები, ხალხს კლავენ. ახალგაზრდებს წამლავენ. სასიკვდილოდ წირავენ იმისთვის, რომ მერე გამოვიდნენ და გვითხრან, ხედავთ ხალხი კვდება. “ბასიანის” გამო კვდება ხალხი ამ ქვეყანაში? რა სისულელეა ეს! ამას ვინ “ჭამს”?! ამას ვინ დაიჯერებს?! ჩვენ არ გვჯერა ამის”, – განაცხადა ბაიოა პატარაიამ.