ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

ბათუმში დაკარგული ბიჭის მამა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგული ბიჭის მამა მიმართვას ავრცელებს.

„ალექსანდრე მამი სად ხარ აქამდე ბიჭო, მოდი. ნურაფრის ნუ გეშინია, ნურაფრის ნუ გერიდება. ხმის ამომღები არ ვარ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. როგორც შენ გაგიხარდება ისე იყავი მამი. მოდი გეხვეწები, გემუდარები. მთელი ქვეყანა ლოცულობს შენთვის. თუ ვინმე გეხმარება იმის სახელსაც არ ვახსენებ…“, – ამბობს დაკარგული ბიჭის მამა მიმართვაში.

ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ.

ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სახალხო დამცველი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა, მზია  ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით, ექიმთა ჯგუფი შექმნა - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ავრცელებს განცხადებას. „ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით, შემდეგი შემადგენლობით: 1. ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია 2. გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები 3. გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია 4. ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია ექიმები უახლოეს მომავალში განახორციელებენ ვიზიტს მზია ამაღლობელთან და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას. ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ“ - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანმა აშშ-ის ქვეყანაში USAID-ის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა

აზერბაიჯანმა აშშ-ს ქვეყანაში USAID-ის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. „ქვეყანაში USAID-ის საქმიანობისთვის იურიდიული საფუძველი არ არსებობს, მისი საქმიანობის შესახებ შეტყობინება ოფიციალურად ამერიკულ მხარეს გაეგზავნა“, – განაცხადა უწყების პრესსამსახურის უფროსმა, აიხან გაჯიზადემ. მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვნა განაცხადა, რომ USAID-ს 2024 წლის 1-ელი ივნისიდან იურიდიულად არ ჰქონდა აზერბაიჯანში საქმიანობის საფუძველი. „დადგა მათი საქმიანობის შეწყვეტის დრო. აზერბაიჯანში USAID-ის წარმომადგენლობისა და ყოფნის გაგრძელების აუცილებლობა აღარ არის და მათი საქმიანობის სრულად შეწყვეტის მომენტი უკვე დადგა“, – განაცხადა მინისტრმა.

თქვენი შვილიბი ყოველთვის იქნებიან საკმაოდ მდიდარნი, თუ მათ მისცემთ კარგ აღზრდას, რომელიც მოუწესრიგებს და ჩამოუყალიბებს კარგ ქცევებს. იმას კი არ ეცადოთ, რომ ისინი მატერიალურად...

“ თქვენი შვილიბი ყოველთვის იქნებიან საკმაოდ მდიდარნი, თუ მათ მისცემთ კარგ აღზრდას, რომელიც მოუწესრიგებს და ჩამოუყალიბებს კარგ ქცევებს. იმას კი არ ეცადოთ, რომ ისინი მატერიალურად მდიდრები გახადოთ, არამედ, რომ იყვნენ კეთილაღზრდილნი, ბატონობდნენ თავიანთ ვნებებზე, იყვნენ მდიდარნი, სათნოებებით. მიაჩვიეთ ისინი, რომ არ იგონებდნენ მოჩვენებით საჭიროებებს და ამქვეყნიურ სიკეთეს არ აფასებდნენ გადაჭარბებულად. ყურადღებით ადევნეთ თვალი მათ ქცევებს, წრეს, ურთიერთობებს- ნუ ელით ღვთისაგან წყალობას, თუ არ ასრულებთ ამ მოვალეობას.” წმიდა იოანე ოქროპირი- წერს მამა შალვა კეკელია.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ გამოცემა „პოლიტიკო“ USAID-ისგან 8 მილიონ დოლარს აღარ მიიღებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „პოლიტიკო“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) 8 მილიონ დოლარს აღარ მიიღებს. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა. მისი თქმით, „პოლიტიკო“ წლების განმავლობაში იღებდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან მილიონობით დოლარს. „სიენენი“ აღნიშნავს, რომ ეს თანხა წარმოადგენს გადასახადს, რომელსაც წლის განმავლობაში აშშ-ის ფედერალური მთავრობის ყველა სააგენტო იხდიდა გამოცემა „პოლიტიკოს“ გამოწერისთვის. თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ USAID სხვადასხვა მედიასაშუალებას, მათ შორის „პოლიტიკოს“ აფინანსებდა და აღნიშნა, რომ ეს აღარ გაგრძელდება. „აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის გუნდი ამ გადასახადების გაუქმებაზე მუშაობს“, – განაცხადა ქეროლაინ ლევიტმა. „პოლიტიკოში“ უარყოფენ, რომ მედიაორგანიზაცია აშშ-ის მთავრობისგან ფინანსდებოდა. „პოლიტიკო“ არასდროს ყოფილა ფედერალური პროგრამებისა და სუბსიდიების ბენეფიციარი – არცერთი ცენტი არ მიგვიღია 18 წლის განმავლობაში“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ განცხადებაში. გამოცემაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის სამთავრობო სააგენტოები, ისევე როგორც კორპორაციები, სარგებლობენ „პოლიტიკოს“ გამოწერის სერვისით.

5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სანტორინიზე, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კუნძულზე მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა

საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ეს იყო ყველაზე ძლიერი რყევა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ მიწისძვრების სერია დაიწყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 21:10 საათზე მოხდა. მანამდე, დღის საათებში, კუნძულზე საშუალოდ 4 მაგნიტუდის სიმძლავრის 20-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ცნობით, შუადღის შემდეგ მხოლოდ 20 წუთში, 4-დან 4.8 -მდე მაგნიტუდის სიმძლავრის რვა მიწისძვრა მოხდა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა უკიდურესად რთულ გეოლოგიურ ფენომენზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს უფრო ოპტიმისტური განწყობაა, ვიდრე გუშინ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სანტორინიზე 300-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. საფრთხის გამო კუნძული ცხრა ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ბოლო სიახლეები