შაბათი, აგვისტო 30, 2025

ბათუმის მერმა ქალაქის სწორი ურბანული განვითარების პროექტი წარადგინა

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ქალაქის ისტორიული უბნის და ძეგლების განვითარების სპეციალური პროექტი წარადგინა.

პროექტის მიზანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ე.წ. ფონური შენობების დაცვა, აღდგენა და რეაბილიტაციაა.

პროექტი რამდენიმე ძირეულ ცვლილებას მოიცავს, კერძოდ: ქალაქის ისტორიულ სპეციალურ ზონაში პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 15 მეტრიდან 12 მეტრამდე იწევს; პროექტები შეფასდება დახვეწილი არქიტექტურისა და შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით; მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მცხოვრებლებისთვის.

ქალაქის მერის ლაშა კომახიძის თქმით, მუნიციპალიტეტი იწყებს მცხოვრებლებისგან ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე მათი მიმდებარე ფონური ნაგებობების (საწყის ეტაპზე ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში) ეტაპობრივად მუნიციპალურ საკუთრებაში გამოსყიდვას. მერი დასძენს, რომ მფობელებს ალტერნატიულ ფართებს შესთავაზებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია – კარგი იქნებოდა, ჩერგო „ქოცებში“ შესულიყო, ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ დაშლის უმოკლესი გზა, ჩერგო პროფესიონალია ამ საქმის, მიდის და შლის

კარგი  იქნებოდა, ჩერგო „ქოცებში“ შესულიყო, ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ დაშლის უმოკლესი გზა. ჩერგო პროფესიონალია ამ საქმის, მიდის და შლის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, „რვიანი“ არასდროს არსებობდა და ეს პარტიები „ნაციონალური მოძრაობას“ წარმოადგენდა.„ჩემი აზრით, არანაირი „რვიანი“ არ არსებობს, არც არასდროს არ არსებობდა, ეს ხალხი იყო „ნაცმოძრაობა“. მერე „ნაცმორაობის“ რვა განაყოფი ერთად შეერთდა, ყოფილი „ნაცები“, და ისევ „ნაცურ“ ბოიკოტს აწვებიან, და ამით ისინი ისევ რვა პარტია ხომ არ გახდებიან? ზოგადად, არანაირი რვა პარტია საქართველოში არ არსებობს, ბევრად უფრო მოკრძალებული არჩევანი გვაქვს ამ თვალსაზრისით.ჩერგოლეიშვილს ახლა ყველა ებრძვის, ფეხი დაუცურდა. მე არ მინდა, მასთან მებრძოლების რიგში აღმოვჩნდე ამ მძიმე ჟამს. ზოგადად, მე ვგულშემატკივრობ, რომ ჩერგო დარჩეს. საერთოდ, კარგი იქნებოდა, რომ ჩერგო „ქოცებში“ შესულიყო, ეს იქნებოდა ალბათ „ქართული ოცნების“ დაშლის უმოკლესი გზა. იგი პროფესიონალია ამ საქმის, მიდის და შლის. თუმცა ასე არ არის მოწყობილი. მხოლოდ „რვიანით“ ვკმაყოფილდებით ამჯერად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა, საბა ხარებავა გარდაცვლილი იპოვეს.ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადასტურებენ.შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებას ამ დროისთვის არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია, ფიქსირდება თუ არა გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი.

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ“

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.განცხადების თანახმად, ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს და ძირს უთხრის იმ ძირითად პრინციპებს, რომლებსაც ელოდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისაგან.„ეს კიდევ ერთი თავდასხმაა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენება – პოლიტიკური დევნის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური გზით მოგუდვას, განსხვავებული აზრის ჩახშობასა და დასჯას.სამოქალაქო ორგანიზაციები არ არიან სახელმწიფოს მტრები. ისინი დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების საყრდენს წარმოადგენენ. წლების განმავლობაში საქართველოს სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელ ძალად იქცა და თავისი მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოიტანა. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს და ძირს უთხრის იმ ძირითად პრინციპებს, რომლებსაც ელოდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისაგან.ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს მედეგი და მამაცი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, რომელიც, მიუხედავად ხელისუფლების მზარდი რეპრესიებისა, განაგრძობს მოქალაქეთა სამსახურში ყოფნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი – დიდი ბრიტანეთის საელჩომ საზოგადოების კითხვები და წუხილები ტრადიციულად უპასუხოდ დატოვა, სანაცვლოდ მივიღეთ ქართველი ხალხის მიმართ მორიგი არამეგობრული განცხადება

დიდი ბრიტანეთის საელჩომ ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები ტრადიციულად უპასუხოდ დატოვა, სანაცვლოდ კი მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი ეხმაურება საელჩოს დღევანდელ განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა გვაშფოთებს, ეს, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, რომლის მიზანი ამ ორგანიზაციების გაჩუმებაა“.„საზოგადოებას შევახსენებ, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ დიდი ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებისთვის ფულის მიცემას, კერძოდ, თამარ ჩერგოლეიშვილის პარტიული კედლის გაზეთის, „ტაბულასთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მე-5 ნომრის, გია ჯაფარიძის რადიკალური ორგანიზაციისთვის, „მომავლის აკადემიისთვის“.ორივე შემთხვევაში დაფინანსების მცდელობის საბაბი იყო მათ მიერ თითქოს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტური მასალის მომზადება და არჩევნებზე დაკვირვება. ეს მაშინ, როცა ორივე სუბიექტის გაცხადებული მიზანი არჩევნების ჩაშლაა.რა თქმა უნდა, ამან საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური ეჭვი, რომ საელჩოს მიზანი, შესაძლოა, არა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაში ხელის შეწყობა, არამედ არჩევნების საბოტაჟის მიზნის მქონე პირების ფინანსური გაძლიერება ყოფილიყო. მე მაშინ მოვუწოდე საელჩოს, რომ ამ საკითხზე ეჭვების გასაფანტად ყოფილიყო სრულად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აეხსნა, თუ როგორ აღმოჩნდა, რომ საელჩო პარტიული, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ცდილობდა და ასევე გაესაჯაროებინა, თუ ვის აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების პერიოდში. ტრადიციულად, საელჩომ ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები უპასუხოდ დატოვა. სანაცვლოდ კი ქართველი ხალხის მიმართ მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ“, – წერს პაპუაშვილი.

მესამე ქართველი ფეხბურთელი- ლიონმა მიქაუტაძე გაყიდა

გიორგი მიქაუტაძეც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს - ქართველის ახალი გუნდი პრაქტიკულად ცნობილიაცნობილი ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.მისი ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ახლოსაა, რომ კარიერა "ვილიარეალში" გააგრძელოს.საგულისხმოა, რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ჟორჟთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, ლა ლიგის გუნდი "ლიონს" 30 მილიონ ევროს უხდის.ცნობისთვის, "ვილიარეალი" მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქართული ტრანსფერების ისტორიაში ჟორჟი სიძვირით ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის შემდეგ მესამე ადგილზე იქნება.

ბოლო სიახლეები