აზერბაიჯანში, აღჯაბადის რაიონში, ბავშვის მიერ საცხოვრებელ სახლში მიტანილი ხელყუმბარა აფეთქდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 2 ადამიანი. მედიის ინფორმაციით დაღუპულები და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები, მიმდინარეობს გამოძიება.
დაჭრილები გადაყვანილია საავადმყოფოში, მათ საშუალო სიმძიმის ტრავმები აქვთ.