შინაარსიანი, მაგრამ ძალიან რთული მოლაპარაკებები გვქონდა, რაც ხვალაც გაგრძელდება, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომპლექსურ პრობლემაზე მსჯელობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებს მოითხოვს.
„კონკრეტულად, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანეს და ძალიან კომპლექსურ პრობლემაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებს მოითხოვს და ეს არის ძალიან რთული პროცესი, ამიტომაც ვაგრძელებთ ჩვენ ხვალ ამ პროცესს, რაც დღეს ძალიან რთული იყო. ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რაც არის ძალიან რთული, შინაარსიანი, სასარგებლო დღე იყო ამ თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან რთულად მიმდინარეობს საკითხების სირთულიდან გამომდინარე. პროცესი გრძელდება ხვალ, დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.