ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

ბადრი ჯაფარიძე – ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად არ მივიჩნევ, არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის მიზანია ჩემი გაშავება

ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად არ მივიჩნევ, არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე ჩემი გაშავება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძე გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თქმითაც, ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ საკითხს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივი, რომელიც თავის თავს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უწოდებს, მიბარებს რაღაც ჩემთან სრულიად აბსურდულად და ხელოვნურად დაკავშირებული თემის ირგვლივ გამოძიებაზე.

მსურს, ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო – მე არ მივიჩნევ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად!
მიმაჩნია, რომ ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს.

ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ ვაპირებ!

მე სადეპუტატო მანდატი სწორედ იმის გამო დავტოვე, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი. ეს არის გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ფორმირებული, ქმედუუნარო, ერთპარტიული დაჯგუფება.

ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაც არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის ასევე არის ერთპარტიული. კანონი კი, სრულიად სხვა პროცედურებსა და შემადგენლობას მოიცავს.

ამიტომ, მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია, არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში ჩემი, გაშავება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იზეიმოს კანონის უზენაესობამ და ქვეყანას ჰყავდეს კანონიერი, თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი, რომელიც სწორედ კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით შექმნის საგამოძიებო კომისიას და გამოიკვლევს ყველა იმ სამართალდარღვევას, რომელიც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში მომხდარა“, – წერს ბადრი ჯაფარიძე.

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე შპს „მაგნატის“ საქმე განიხილეს და გამოიკითხა შპს „მაგნატის“ მფლობელი, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე, რომელიც „თიბისი ბანკს“, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და დავით კეზერაშვილს ქონების წართმევაში ადანაშაულებს. სხდომაზე მიწვეული იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომისიაში მისვლას და „ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხი დააყენა კენჭისყრაზე, რასაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის საკითხს, თეა წულუკიანის თქმით, კომისიის ხვალინდელი სხდომის დაწყებისას განიხილავენ საკითხს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპმა ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ბიზნესპარტნიორი დევონ არჩერი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ბიზნესპარტნიორი დევონ არჩერი შეიწყალა.ტრამპის თქმით, არჩერს არასამართლიანად მოექცნენ და ის „დაზარალდა“.„ბევრმა მთხოვა ამის გაკეთება, ვფიქრობ, მას ძალიან უსამართლოდ მოექცნენ. გადავხედე, შევისწავლე ჩანაწერები და ის იყო დანაშაულის მსხვერპლი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.დევონ არჩერი ფინანსურ თაღლითობის საქმეზე აშშ-ის სასამართლომ 2022 წელს დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიესაჯა.2023 წელს იგი კონგრესის მოსმენებზე მოწმის სახით გამოიძახეს, სადაც განაცხადა, რომ მისი ყოფილი პარტნიორი ჰანტერ ბაიდენი არაერთხელ ქმნიდა შთაბეჭდილებას ბიზნესპარტნიორებზე, რომ მას ჰქონდა საქმიანი კავშირი მამასთან, ვიდრე ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან ოფიციალურად ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენს რაიმე კავშირი ჰქონდა ვაჟის საქმიანობასთან.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ, ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირი აშშ-სთვის ვაჭრობის სფეროში ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.„ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ. ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა. როგორც იცით, „ნატო-ს“ მე ვაიძულე, ასობით მილიარდი დოლარი გადაეხადა. ისინი გაცილებით უკან იყვნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გთხოვთ გაავრცელოთ-თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება მას მძიმე დაავადების დასამარცხებლად მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება

ახალგაზრდა ქალს, თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ინფორმაციას თეონა თავად ავრცელებს და მძიმე სენის დამარცხებაში ხალხის დახმარების იმედი აქვს.მას დაუდგინდა იუნგის სარკომა. უკვე ჩაიტარა ორი ოპერაცია, ასევე გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი, რამაც ამ ეტაზპე, სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელი კომბინირებული მკურნალობის კურსის გასავლელად ესაჭიროება საზღვარგარეთ გამგზავრება.თეონა მუსელიანი ახალგაზრდა მხატვარ-დიზაინერია. ასევე მოქმედი მოცეკვავე-ქორეოგრაფი. მძიმე დაავადების გამო, თეონა ყველა მის საქმიანობას იძულებით ჩამოსცილდა.დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკიGE04BG0000000594641293  მიმღები - ცირა მუსელიანითიბისი ბანკიGE47TB7413345068100038 მიმღები - თეონა მუსელიანი

დონალდ ტრამპი – შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირების შესამცირებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ჩვენ ამჟამად რუსეთის მიერ წამოყენებულ ყველა პირობას განვიხილავთ, დაახლოებით ხუთი ან ექვსი პირობაა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირების შესამცირებლად.ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია კრემლის მიერ დასახელებულ პირობებს სიღრმისეულად სწავლობს.„ჩვენ ამჟამად ყველა პირობას განვიხილავთ, არის დაახლოებით ხუთი ან ექვსი პირობა. ჩვენ ყველა მათგანს ვიკვლევთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, უკრაინასთან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან და უკრაინასთან. ეს მეტ-ნაკლებად კარგად მიმდინარეობს, თუმცა ეს ისეთი სიტუაციაა, რომლის შესახებაც არასოდეს უნდა გვეფიქრა. ეს არასოდეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ დიდ პროგრესს ვაღწევთ, ამის თქმა შემიძლია. მიმდინარეობს ძალიან დიდი და დეტალური მოლაპარაკებები ორივე ფრონტზე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.მისივე შეფასებით, მოლაპარაკებები რთული და კომპლექსურია, მაგრამ გამოთქვამს იმედს, რომ მხარეები შეძლებენ დიალოგს და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა

UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას სახელი ესპანეთის ქალაქ ტოლედოს ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა.ღონისძიება ტოლედოს ევროპის სპორტის ქალაქად აღიარების პროგრამის ფარგლებში შედგა. გადაწყვეტილება ქალაქის ხელმძღვანელებმა მერთან, კარლოს ველასკესთან შეთანხმებით მიიღეს.„ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, როცა ქალაქი ტოლედო ასე მაფასებს. აქაურობასთან ბევრი ემოცია მაკავშირებს და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ილია თოფურიამ.28 წლის მებრძოლმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ხოლო ის ოქტომბერში წარმატებით დაიცვა. მიმდინარე წლის დასაწყისში თოფურიამ განაცხადა, რომ ქვემსუბუქ დივიზიონს ტოვებს და ასპარეზობის გაგრძელება მსუბუქ დივიზიონში (70 კგ) სურს.ასევე ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ მეტსახელი შეიცვალა. ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან მას „ლეგენდა“ (La Leyenda) ერქმევა.ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. 2015 წელს პროფესიონალთა შორის მისი დებიუტი შედგა. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.

ბოლო სიახლეები