ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, კატარმა საჰაერო სივრცე დახურა.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, კატარი ხურავს საკუთარ საჰაერო სივრცეს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის ვიზიტორებისა და რეზიდენტების უსაფრთხოება.
მანამდე აშშ-მა კატარში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, უსაფრთხო თავშესაფარი ადგილზე მოიძიონ. შესაბამისი განცხადება დოჰაში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. არანაირი დამატებითი განმარტება აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობას არ მოუყვანია.