დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა, რომელიც 35-ე დღეა შიმშილობს, კლინიკა „ვივამედიდან“ საზოგადოებასა და აქციის მონაწილეებს წერილი გამოუგზავნა, სადაც აცხადებს, რომ „ახლა ბრძოლის დროა“
„ახლა ბრძოლის დროა“-მზია ამაღლობელმა აქციის მონაწილეებს წერილი გაუგზავნა

ირაკლი კობახიძე – საქართველოში 30 ათასი უკრაინელი იმყოფება, აქედან 6 290-ს აქვს ბინადრობის უფლება, დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე 30 ათასამდე უკრაინელი იმყოფება.როგორც მთავრობის მეთაურმა პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა, 30 ათასი უკრაინელიდან 6 290 ადამიანს აქვს ბინადრობის უფლება, ხოლო დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული.„6 290 უკრაინელია საქართველოში, თუმცა დამატებით, ბინადრობის ნებართვის გარეშე, ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის სტატუსით საქართველოში ცხოვრობს დამატებით 25 ათასამდე უკრაინელი. მთლიანობაში, უკრაინელების რაოდენობა საქართველოში არის 30 ათასამდე, საიდანაც 6 290 ადამიანს აქვს ბინადრობის ნებართვა, 25 ათასამდე უკრაინელს ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.
სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა
სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდასურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.სოფელ კარალეთში მდებარე შპს ,,კარა 1980-სა“ და ინდმეწარმე ნ. გ.-თან განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები
შპს ,,კარა 1980-ში“ დაილუქა საეჭვო წარმომავლობის მწყერის ხორცი, ხოლო ინდმეწარმე ნ. გ.-ის სასაკლაოზე - ქათმის ხორცი.გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად გაიარონ აღიარებისთვის სავალდებულო პროცედურები და სურსათის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის დროს დაიცვან უვნებლობის მოთხოვნები.#სურსათისუვნებლობა
ვიქტორ ორბანი – უნგრეთისთვის პატივია დონალდ ტრამპის მშვიდობაზე ორიენტირებულ ინიციატივაში მონაწილეობა, მოუთმენლად ველოდები „მშვიდობის საბჭოს” პირველ სესიას
ცვლილებების დროა, მშვიდობის დასაცავად განკუთვნილმა ძველმა საერთაშორისო სტრუქტურებმა ძალა დაკარგეს, საჭიროა ახალი ინიციატივები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.ორბანმა აღნიშნა, რომ ხვალ, ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს” პირველ სხდომას დაესწრება. მისი თქმით, ეს ისტორიული მომენტია.„უნგრეთისთვის პატივია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობაზე ორიენტირებულ ინიციატივაში მონაწილეობა, რომელიც რეალური შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად. ისტორიული მომენტი: მოუთმენლად ველოდები ხვალ „მშვიდობის საბჭოს” პირველ სესიას!”- წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
ცნობილია რატომ დააკავეს ელისო კილაძე
ელისო კილაძე დააკავეს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა განაცხადა.მისი თქმით, ელისო კილაძე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
ნატო-ში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთის მოლაპარაკებებში ყველაზე რთული ნაწილი ტერიტორიული საკითხია, რაც ომის დასრულების მთავარი ბარიერს წარმოადგენს
კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორია რჩება, ეს ომის დასრულების მთავარი ბარიერია, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.როგორც უიტაკერმა აღნიშნა, ვაშინგტონი ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საბრძოლო მოქმედებების დასრულების საკითხში.ელჩის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ისეთი პირობების შემუშავება, რომლებიც მისაღები იქნება უკრაინისთვის და ამავდროულად, მათ მხარდაჭერას მოსკოვი შეძლებს.„ეს არის ყველაზე რთული და კომპლექსური საკითხი. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ჟენევაში პროდუქტიული მოლაპარაკებების მოლოდინია. თუმცა, ცხადია, ორივე მხარემ უნდა იპოვოს გზა, რათა შეთანხმდნენ ამ ომის დასრულებაზე“, – აღნიშნა უიტაკერმა.
