ახალი ჯავშანმანქანა „ეითანი“ ისრაელის თავდაცვის არმიისათვის

Read Time:49 Second

მანქანა სულ ახლახანს შეიქმნა, მაგრამ უკვე სერიულ წარმოებაშია
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ჯავშანტექნიკის სამმართველომ ახალი,
უნიკალური ბორბლებიანი ჯავშანმანქანის „ეითანის“ შექმნა დაასრულა.
პირველი მანქანა „მერკავას“ ქარხნის კონვეიერიდან თელ-ჰა-შომერის სამხედრო
ბაზაზე გაემართა.
თავდაცვის სამინისტროს სატანკო და ჯავშანმანქანათა სამმართველოს
ხელმძღვანელი ბრიგადის გენერაკი გაი პაგლინის თქმით: პროექტ „ეითანს“
საფუძველი სამხედრო ოპერაციის „ დაუნგრეველი კლდის“ („ცუკ ეითანი“)
დასრულების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი. რამდენიმე თვის წინ დასრულდა
მანქანის შექმნის პროცესი და სერიული წარმოებაც დაიწყო. ჯავშანმანქანის
დეტალებს ისრაელის რამდენიმე ქარხანასა და უცხოეთში ამზადებენ. აწყობა კი
ისრაელში, „მერკავას“ ქარხანაში ხდება. სულ მალე ახალი ჯავშანმანქანა ცაჰალის
საბრძოლო ნაწილებს გადაეცემა. პირველი კი მას ბრიგადა „ნაჰალი“ მიიღებს.
ახალი ჯავშანტექნიკა ამ დროისათვის უკვე მოძველებულ საბრძოლო მანქანებს
ჩაანაცვლებს.
უნიკალური საბრძოლო 8 ბორბლიანი მანქანა „ეითანი“ „მერკავასა“ და „ნამერის“
ტექნოლოგიებითაა შექმნილი. და 12 მებრძოლზეა გათვლილი. 750
ცხენისძალიანი ძრავით ის 90 კმ/სთ ავითარებს. გამოირჩევა მაღალი გამავლობით
და მანევრირებით. ბრძოლაში კი შეუწყვეტლად რამდენიმე დღე შეუძლია
მიიღოს მონაწილეობა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა ახალი საბრძოლო
ერთეული „ეითანი“ თანამედროვე დღისა და ღამის ხედვის, აგრეთვე
კომპიტერული სისტემებით აღჭურვეს. „ეითანზე“ რამდენიმე
ულტრათანამედროვე სამხედრო სიახლეცაა დამონტაჟებული.
თავდაცვის სამინისტროს ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის მინისტრმა ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები დააჯილდოვა
Next post ფერადი დღეები ანაკლიაში – ხარაგაულის სალოტბარო სკოლა, სალოტბარო სკოლების ფესტივალში ,,მომავლის ხმები“, მონაწილეობს