სანდრო მამუკელაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდის „სან ანტონიომ“ „ნიუ იორკი“ 120:105 დაამარცხა, მამუკელაშვილმა 19 წუთში 34 ქულა ჩააგდო და გააუმჯობესა მისივე რეკორდი, რომელიც 28 ქულას შეადგენდა. მამუკელაშვილმა 7-დან 7 სამქულიანი და 7-დან 6 ორიანი ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ სანდრომ მეორე პერიოდში 8, ხოლო ბოლო პერიოდში 11 წუთი ითამაშა. მისმა წარმოუდგენლად შედეგიანმა თამაშმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „ნიუ იორკ ნიქსს“ იმედი გადაუწურა, ხოლო „სან ანტონიოს“ გამარჯვება გაუნაღდა.
მამუკელაშვილი გახდა კალათბურთელი, რომელმაც ნბა-ს ისტორიაში ერთ მატჩში მოედანზე 20 წუთზე ნაკლებ დროში ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო.