სამშაბათი, ოქტომბერი 7, 2025

ახალდაქორწინებულები 5000 ლარს მიიღებენ, პირველ შვილზე დახმარება 1500 ლარია, მეორეზე – 3000, ტყუპზე – 10 000… – ცვლილებები თიანეთის მუნიციპალიტეტში

საქართველოს მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა ტიპის სოციალური პროგრამა აქვთ და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება თუ წახალისებაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დგინდება. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები ყველა მოქალაქისთვის საინტერესო იქნება, რადგან სასურველია, ყველა მუნიციპალიტეტმა იაქტიუროს და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების, დასაქმების და ყველა საჭიროებით უზრუნველყოფის პროცესში სრულად ჩაერთონ.

ამჯერად თიანეთის მუნიციპალიტეტით დავიწყებთ, სადაც, მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის ინიციატივით, ცვლილებები შევიდა თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესში და 2025 წლის 28 მარტის დადგენილებით, მაგალითად, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხოთ ახალდაქორწინებულ წყვილებს. რომელთაც მანამდე 500 ლარი გადაეცემოდათ, ამ წლის აპრილიდან კი – 5000 ლარი.

დადგენილების შედეგად, ყოველთვიური და ერთჯერადი დახმარებები ეხებათ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ობოლ ბავშვებს, 100 და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ახალდაქორწინებულებს და ა.შ. ნაგულისხმევია დახმარება მედიკამენტებითაც და ფულადი დახმარებებიც – ერთჯერადი და ყოველთვიური.

მაგალითად, ახალშობილთა ოჯახების დახმარებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად:

მუხლი 16. ახალშობილთა ოჯახების დახმარება:

1. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ახალშობილის შეძენის შემთხვევაში (ბავშვის შეძენიდან 3 თვის განმავლობაში) მიიღებენ ოჯახები, თუ ბავშვის მშობლები ორივე არის რეგისტრირებული თიანეთის მუნიციპალიტეტში, მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში) .

2. პირველი შვილის შეძენისას ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. მეორე შვილის შეძენისას ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

4. მესამე და ყოველი მომდევნო შვილის შეძენისას დახმარების თანხა გაიზრდება 1500 ლარით (მესამე შვილი – 4500 ლარი; მეოთხე შვილი – 6000 ლარი და ა.შ.).

5. ტყუპების შეძენის შემთხვევაში ოჯახი მიიღებს ერთჯერად დახმარებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 17. ახალშობილთა ოჯახების ყოველთვიური ფინანსური დახმარება:

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალშობილის ოჯახი, როდესაც ორივე მშობელი რეგისტრირებულია თიანეთის მუნიციპალიტეტში, მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში), ყოველთვიურად ბავშვის 1 წლის ასაკამდე მიიღებენ ფულად დახმარებას (განცხადებით მომართვა შესაძლებელია ბავშვის შეძენიდან 3 თვის განმავლობაში):

ა) პირველი შვილის შეძენისას 150 ლარი;

ბ) მეორე შვილის შეძენისას 300 ლარი;

გ) მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას ყოველთვიურად გასაცემი თანხა გაიზრდება 150 ლარით (მესამე შვილი – 450 ლარი; მეოთხე შვილი – 600 ლარი და ა.შ.).

რაც შეეხება ახალდაქორწინებულ წყვილებს, დადგენილებაში ვკითხულობთ:

მუხლი 21. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალდაქორწინებული ოჯახების დახმარება

1. ახალდაქორწინებული პირები (ოჯახი) მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თუ მეუღლეები (ერთ-ერთი ან ორივე) ქორწინებამდე რეგისტრირებული იყვნენ და არიან თიანეთის მუნიციპალიტეტში, დახმარების მოთხოვნის დროისთვის ორივეს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ერთად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტრამპი: ჩვენ დავადგენთ, ვინ უტევს ჩვენს ფედერალურ ოფიცრებს, და უმკაცრესი რეაგირება გვექნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩიკაგოში სამართალდამცველებზე მომხდარი თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო.ტრამპის თქმით, ფედერალურ ოფიცრებზე თავდამსხმელები უმკაცრესად დაისჯებიან. ამერიკის პრეზიდენტის შეფასებით, პორტლენდსა და ჩიკაგოში მისი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები და არეულობები კრიმინალური აჯანყებაა.ტრამპი ამერიკის იმ ქალაქებში, სადაც კრიმინალი და არეულობაა, წესრიგის აღდგენას ეროვნული გვარდიის დახმარებით გეგმავს.„ჩვენ დავადგენთ ვინ უტევს ჩვენს ფედერალურ ოფიცრებს, და უმკაცრესი რეაგირება გვექნება. პორტლენდს ცეცხლი უკიდია. ვფიქრობ, ეს კრიმინალური აჯანყებაა. ამ ქალაქებს უსაფრთხოს გავხდით. ეს გავაკეთეთ ვაშინგტონში, ამას ვაკეთებთ მემფისში. ჩვენ თითოეულ ქალაქში შევალთ. რიგით მოქალაქეებს არ აწუხებთ ეროვნული გვარდია. მათთვის მთავარია უსაფრთხოება“, - განაცხადა ტრამპმა.

გია ვოლსკი: კაია კალასის და მარტა კოსის განცხადების უკან პოლიტიკური მიზანი დევს, რომელიც წლებია, არ იცვლება, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდეს და მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს

კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე პაველ ჰერჩინსკის კომენტარი გარკვეული დამოკიდებულების მანიშნებელია, რადგან დეტალებში აღარ შევიდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მარტა კოსის და კაია კალასის განცხადების უკან გარკვეული პოლიტიკური მიზანი დევს, რომელიც წლებია არ იცვლება, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდეს და მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს.„კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე პაველ ჰერჩინსკის კომენტარი გარკვეული დამოკიდებულების მანიშნებელია, რადგან დეტალებში აღარ შევიდა. სასიამოვნო მოსასმენი არ იყო, რაც კოსმა და კალასმა თქვეს, თითქოს, არაფერი მომხდარა, არანაირი შეტევა და დაზიანება არ ყოფილა, მხოლოდ დიდი ჯგუფის ბრძოლა იყო საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რასაკვირველია, ეს იმის საფუძველს გვაძლევს, ამ განცხადების უკან გარკვეული პოლიტიკური მიზანი დევს, რომელიც უკვე წლებია არ იცვლება, რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მოხდეს, რომელსაც მარიონეტული ხელისუფლების მოსვლა უნდა მოჰყვეს და რომელიც უნდა დაემოეჩილოს შორს მიმავალ სცენარს, რაც საქართველოს ფარგლებს სცილდება. ცალხრივ მეგობრობას რაც შეეხება, როცა ევროსტრუქტურა, ევრობიუროკრატია გიტევს და გააფთრებით გებრძოლება იმის გამო, რომ ევროპის სტანდარტთან შესაბამისი კანონი მიიღე, რომ შავი ფული არ უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში, დასკვნა უნდა გააკეთო, ეს კანონი არა, არამედ უფრო დიდი მიზანია საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვაში. გემუქრებიან და გაშანტაჟებენ, რომ ევროპა ამას არ გაგიკეთებს და მოლაპარაკებას არ გახსნის, თუ არ დაექვემდებარები გარკვეულ მოთხოვნებს. საქართველოსთვის ეს მოთხოვნები ძალიან მძიმეა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კაია კალასისა და მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „გთხოვთ, იხილოთ კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალური განცხადება. მეტი კომენტარი არ მაქვს“.

თინა ბოკუჩავა – „ლელომ“ ერთი და ორი მანდატი გამოგლიჯა? დროა, შეცდომა გაანალიზონ და უარი თქვან ამ ღალატის მანდატებზე, ფარსში და ცირკში მონაწილეობაზე

რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? წარმოუდგენელი ამორალურობაა, დროა, „ლელომ“ შეცდომა გაანალიზოს, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ამ სპეცოპერაციის თანამონაწილე გახდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის„ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.მისი თქმით, ახლა მაინც თქვან, რომ უარს აცხადებენ ამ ღალატის მანდატებზე, ფარსში და ცირკში მონაწილეობაზე. „გულწრფელობის დროა, აღარ არის ლიტონი სიტყვების და პოლიტიკური თამაშების, პოლიტიკური მიზანშეწონილობის დრო.  რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? წარმოუდგენელი ამორალურობაა. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება აქვს თუ არა მიღებული „ლელოს“, მაგრამ ჩემი მოწოდება არც სჭირდებათ, უბრალოდ სიმართლეს შეხედონ თავლებში, გვიან არასდროს არის – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გვიან არასდროს არის, რომ ადამიანმა შენი შეცდომა გაანალიზო, მათ შორის, პოლიტიკოსმა და, პირიქით, ამას ყოველთვის ძალიან დიდსულოვნებით და მიმღებლობით ხვდება ხოლმე საზოგადოება. ახლა მაინც გაანალიზონ და მიხვდნენ „ლელოს“ წარმომადგენლები, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ამ სპეცოპერაციის თანამონაწილე გახდნენ. ახლა მაინც თქვან, რომ უარს აცხადებენ ამ ღალატის მანდატებზე, ფარსში და ცირკში მონაწილეობაზე. ისევ მოვიდნენ რუსთაველზე და გაერთიანდნენ. შეიძლება, იქ ბრაზი და იმედგაცრუება დახვდეთ, მაგრამ შეიძლება, სხვასაც დახვდეს იმედგაცრუება და ბრაზი. უნდა რაღაცნაირად გამოვნახოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები, გავერთიანდეთ ყველა, ვინც გარეთ არის, ვინც ტყვეობაშია, რეალური ერთობა უნდა შევქმნათ, რეალური წინააღმდეგობის ფრონტი შევქმნათ საზოგადოებასთან, პოლიტპატიმრებთან ერთად, დემონსტრანტებთან და პროტესტებთან ერთად, მაშინ გარდაუვალია რეჟიმის დამხობა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ტაილანდში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

ტაილანდში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ტაილანდის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ძლიერი წვიმებისა და მდინარეების ადიდების შედეგად დაზარალებული დაახლოებით 370 000 ადამიანისთვის დახმარების გაწევას ცდილობენ.ქვეყნის კატასტროფების პრევენციის დეპარტამენტის ცნობით, ტროპიკულმა ქარიშხალმა ცხრამეტი პროვინცია, ყველაზე მეტად ბანგკოკის ჩრდილოეთით მდებარე უტარადიტი და აიუტაია დააზარალა. იქამდე კი ტროპიკული ქარიშხალი „მატმო“ ვიეტნამს დაატყდა თავს.ძლიერმა წვიმებმა ვიეტნამის დედაქალაქის ნაწილები დატბორა. ვიეტნამის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, 2025 წლის ბოლომდე ქვეყანას კიდევ სამი ძლიერი შტორმი დაატყდება თავს.

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის შეკრება ალიკანტეში დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში შეიკრიბა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გუნდი პირველ ვარჯიშს 7 ოქტომბერს ჩაატარებს.11 ოქტომბერს ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ქალაქ იზმითში შეხვდება.მოახლოებული მატჩებისთვის სანიოლმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ყვითელი ბარათების გამო ლუკა ლოჩოშვილი ესპანეთთან ვერ ითამაშებს, თუმცა თურქეთთან გუნდის დახმარებას შეძლებს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი“, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი)მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი („ცსკა 1948 სოფია“, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ლადო მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ)თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი)2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი:11 ოქტომბერი, ელჩე | ესპანეთი – საქართველო | 22:45 საათი 14 ოქტომბერი, იზმითი | თურქეთი – საქართველო | 22:45 საათი

ბოლო სიახლეები