სამშაბათი, აპრილი 1, 2025

ახალგაზრდა თაობა, რომელიც სადისტურ რეჟიმს არ მოესწრო, ვალდებულია, კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას – დავით მათიკაშვილი

საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიებას მომავალი კვირიდან განაგრძობს.

2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ბიზნესრეკეტი – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც კანონმდებლები პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში იძიებენ.

დატვირთული იყო გასული კვირაც. საგამოძიებო კომისია სწავლობდა, რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები – კომისიის წევრებმა ეს შეკითხვები ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს დაუსვეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს, ვალდებულია, კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას.

“ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტებზე, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე წარდგება. განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო აი, ამ მძიმე დროს, საქართველოს ისტორიაში, ვალდებულია კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას და გაიაზროს ის უმძიმესი დრო და ის კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც კი ედგა საქართველოს წინაშე, აი, ამ სადისტურ რეჟიმს, რომ შესძლებოდა და რევანში მოეხდინა საქართველოში”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლოხ-ნესის ურჩხულის გადასაღებად 55 წლის წინ ოკეანეში ჩაშვებული კამერა იპოვეს – BBC

შოტლანდიაში, ლოხ-ნესის ურჩხულის გადასაღებად 55 წლის წინ ოკეანეში ჩაშვებული კამერა იპოვეს. კამერა რობოტიზირებულმა წყალქვეშა ნავმა შემთხვევით იპოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.წყალქვეშა ნავი Boaty McBoatface-ი ტესტირებას გადიოდა, როდესაც მისი პროპელერი 1970-იანი წლების კამერას გამოედო.არსებული ინფორმაციით, კამერა წყლის ზედაპირიდან 180 მეტრის სიღრმეზე იყო ჩაშვებული, რათა ლოხ-ნესის მონსტრის ნესის არსებობის კვალი გადაეღო. მედიის ცნობით, კამერაზე ნესის ამსახველი კადრები არ აღმოჩნდა, მაგრამ წყალქვეშა ნავის ერთ-ერთმა ინჟინერმა ტბის მღვრიე წყლების რამდენიმე სურათის გადაღება შეძლო.მიჩნეულია, რომ ლოხ-ნესის მონსტრი, რომელსაც ნესის უწოდებენ, არის გრძელკისერა არსება ერთი ან ორი კუზით და წააგავს პრეისტორიული ხანის პლეზიოზავრებს.

Byline Times – ის სტატია, რომელშიც ავტორი ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე წერს, რადიკალური ოპოზიციის წევრების, სერგი კაპანაძის და ნატალია საბანაძის მოსაზრებებზეა აგებული

„მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა"- ამ სახელწოდების სტატია ბრიტანულმა გამოცემა Byline Times-მა გამოაქვეყნა.რა გამოცემაა Byline Times, ვინ არის სტატიის ავტორი, რაზე ან ვისზე დაყრდნობით წერს ის საქართველოზე და რატომ აბრალებს ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი რუხაძეს რუსულ კავშირებს.სტატია ჟურნალისტ ვილ ნილს ეკუთვნის. მისი სოციალური ქსელიდან ვიგებთ, რომ ის გამომძიებელი ჟურნალისტია, ინტერნეტსივრცეში მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მისი სამუშაო არეალი სამხრეთ კავკასიაა. აღსანიშნავია, რომ ვილ ნილი საზოგადოებას თავს აცნობს, როგორც თავისუფალი ჟურნალისტი. გამოცემა Byline Times-იც თავის მხრივ უმტკიცებს საზოგადოებას, რომ ის წარმოადგენს ჟურნალისტების გუნდს, რომლებიც მკითხველს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას სთავაზობს, მაგრამ ხაზგასასმელია რომ „თავისუფალი“ ჟურნალისტი ვილ ნილის მიერ დაწერილი სტატია რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა მოსაზრებებითაა განმტკიცებული. ასე მაგალითად სტატიაში ვკითხულობთ „ ივანიშვილმა გაანადგურა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი საუკეთესო რუსული მეთოდის გამოყენებით, დააპატიმრა ოპოზიცია, დაიპყრო სასამართლოები და ხელისუფლების ყველა შტო, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების პარალელურად“, - ეს ციტატა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრ სერგი კაპანაძეს ეკუთვნის, რომელსაც სტატიაში ცენტრალური როლი აკისრია.სტატიაში, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი რუხაძეს რუსულ კავშირებს აბრალებენ ვხვდებით ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩისა და ამჟამად გახარიას პარტიის წევრის ნატა საბანაძის განცხადებასაც, სადაც ის ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია იმედი „ქართული ოცნებისთვის“ მძლავრი ინსტრუმენტია და ტელეკომპანიის დასანქცირებაზეც საუბრობს.„თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომ სანქციები უნდა იყოს მიმართული არა მხოლოდ ივანიშვილზე, არამედ ძირითად ხელშემწყობთა უფრო ფართო ჯგუფზე, მაშინ „იმედი“ აუცილებლად მოხვდება ამ კატეგორიაში“, - აცხადებს საბანაძე.ჟურნალისტ ვილ ნილის სოციალურ ქსელში ძირითადად რადიკალურ ოპოზიციის ქართველი თუ უცხოელი მხარდამჭერების სტატუსებს ამოიკითხავთ, რომელსაც ის აქტიურად აზიარებს. გაზიარებულ ინფორმაციაში, რომელსაც ის ეთანხმება კი მხოლოდ ოპოზიციურ ნარატივსა და საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო დამოკიდებულებებს შეხვდებით.

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში 50 000 ამერიკელი ჯარისკაცი 10 სამხედრო ბაზაზე ირანის წვდომის ფარგლებშია

ახლო აღმოსავლეთში 50 000 ამერიკელი ჯარისკაცი 10 სამხედრო ბაზაზე ირანის წვდომის ფარგლებშია, – ამის შესახებ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო კოსმოსური განყოფილების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა, ამირ ალი ჰაჯიზადემ განაცხადა.„ეს ნიშნავს, რომ ისინი სხედან შუშის სახლში და როდესაც ადამიანი ზის შუშის სახლში, ქვებს არ ესვრის სხვებს“, – აღნიშნა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.ეს განცხადება ირანიდან მას შემდეგ გაჟღერდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დაბომბავს ირანს, თუ ის უარს იტყვის ბირთვულ შეთანხმებაზე.

მიხეილ ყაველაშვილი – მუდამ გვემახსოვრება ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის თავგანწირული ქართველი გმირები, არასდროს დავივიწყებთ მათ სიმამაცესა და თავდადებას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.ყაველაშვილის თქმით, ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს.„დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღეა. მოხარული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან და ჯარისკაცებთან ერთად, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში აღვნიშნე.„სახმელეთო ჯარების გარდაქმნა და ორ ძლიერ და შეკრულ ავტონომიურ სტრუქტურად – დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებად ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების ოპტიმიზაციისა და გაძლიერების გზაზე. ამ ცვლილებამ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და განვითარებაში დიდი როლი შეასრულა.ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს. ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და მოხარული ვარ, რომ ჩვენს სამხედროებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.ჩვენ მუდამ გვემახსოვრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის თავგანწირული ქართველი გმირები – არასდროს დავივიწყებთ მათ სიმამაცესა და თავდადებას.არ არსებობს იმაზე უფრო ეროვნული და საპატიო საქმე, ვიდრე სამშობლოს მსახურებაა. მსურს, გამოვხატო უდიდესი პატივისცემა და მადლიერება თითოეული ჯარისკაცის მიმართ, რადგან საქართველოს ერთგულად, კეთილსინდისიერად და უდიდესი პასუხისმგებლობით ემსახურებიან. მათი პროფესიონალიზმი და ღირსეული საქმიანობა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას.გილოცავთ თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსებისდღეს დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯარისკაცები მუდამ იდგებიან ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების სადარაჯოზე!“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

მე კატეგორიულად არ ვთანამშრომლობ და არ ვითანამშრომლებ არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან – ელენე ხოშტარია

რატომ არ ითხოვს ელენე ხოშტარია, მისი თანაგუნდელები ან ადვოკატი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ვიდეოჩანაწერებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხოშტარია დააკავეს და მან სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა."ქართული ოცნების" შეფასებით, დადასტურდა, რომ ელენე ხოშტარიამ და მისმა მხარდამჭერებმა სიცრუე გაავრცელეს, რაც ვიდეომასალის ნახვის შემდეგ ცხადი გახდებოდა.საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა თავად ელენე ხოშტარიამაც - მისი განცხადებით, ის არცერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან არ ითანამშრომლებს."ადამიანის ღირსების დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი არ უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ განცხადებაში. მათ სცადეს, რომ ეს აეხსნათ რაღაცა ნივთიერების, ჩემი გამოწერილი წამლის სადღაც ექსპერტიზაზე წაღებას. მე კატეგორიულად არ ვთანამშრომლობ და არ ვითანამშრომლებ არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან, არც სასამართლოსთან, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, არც პარლამენტთან, არც კომისიასთან", - აცხადებს პარტიის "დროას" დამფუძნებელი, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.29 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა რომელშიც ნათქვამია, რომ იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეოჩანაწერებს.

ბოლო სიახლეები