აჭარაში, ზამთრის კურორტ გომადულზე წელს სეზონი პირველად გაიხსნა. სამთო-სათხილამურო კურორტი ბათუმიდან 75 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
bm.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კურორტზე 5 კოტეჯი და ერთი კვების ობიექტი ფუნქციონირებს. “აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი სეზონისთვის კურორტზე 3,5 კილომეტრიანი საბაგირო ხაზი და გზის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. საბაგირო დღის განმავლობაში 500-600 ადამიანს გაატარებს.
მიმდინარე სეზონზე გომარდულს ადგილობივი ვიზიტორების გარდა უკრაინელი, რუსი, გერმანელი და თურქი ტურისტები სტუმრობდნენ, თუმცა იქ განთავსებულ სასტუმრო კოტეჯებში მხოლოდ 100-150 ვიზიტორმა გაათია ღამე.
სააქციო საზოგადოება “გომარდულმა” მიმდინარე სეზონისთვის კურორტზე 6 ათას ლარამდე დახარჯა, რაც გათბობის სიტემებისა და საგზაო კომუნიკაციების მონტაჟზე დაიხარჯა. 2020 წლამდე “გომარდულს” კურორტზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.