ტანგოსთვის ორია საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოკსანა მარკაროვამ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
ოკსანა მარკაროვას თქმით, უკრაინა ამ იდეას მთელი გულით უჭერს მხარს.
„ჩვენ გვჭირდება, რომ ამას რუსეთი დაეთანხმოს“, – განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება კრიტიკული რესურსების შესახებ შეთანხმებას, რომელზემ მოლაპარაკებას უკრაინა და შეერთებული შტატები აწარმოებენ, მარკაროვამ თქვა, რომ ორივე ქვეყნის გუნდი ორიენტირებულია სამუშაოს სწრაფ დასრულებაზე.
„ბევრი სექტორია, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ. ჩვენ ნამდვილად გვსურს, მეტად ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა, ევროპელ პარტნიორებთან და სხვებთან“, – აცხადებს ელჩი.