აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარედგინა.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 9 ივნისით თარიღდება.