ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სახაზინო დეპარტამენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდა აღმასრულებელი განკარგულება 14025-ით, რომელიც ეხება ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც დაბლოკილია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი ინტერესის გამო, ან ნებისმიერ სუბიექტს, რომელშიც ივანიშვილი ფლობს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად ან ჯამურად 50 პროცენტს ან მეტ წილს, იმ პირობით, რომ ასეთი სუბიექტი არ არის იდენტიფიცირებული უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სპეციალურად განსაზღვრულ მოქალაქეთა და დაბლოკილ პირთა სიაში“.