ხუთშაბათი, იანვარი 30, 2025

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი: ქრისტიანული ცნების თანახმად, გიყვართ თქვენი ოჯახი, შემდეგ მეზობელი, შემდეგ თქვენი თანამოქალაქეები და ამის შემდეგ, შეგიძლიათ ფოკუსირება დანარჩენ მსოფლიოზე

არსებობს ძველი სკოლა და სხვათა შორის, ვფიქრობ, ეს ძალიან ქრისტიანული ცნებაა: გიყვართ თქვენი ოჯახი, შემდეგ გიყვართ მეზობელი, შემდეგ გიყვართ თქვენს გარშემო საზოგადოება, შემდეგ გიყვართ თქვენსავე ქვეყანაში მცხოვრები თქვენი თანამოქალაქეები და ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირება დანარჩენ მსოფლიოზე, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუს დროს.

მისი თქმით, მემარცხენეების დიდმა ნაწილმა აღნიშნული კონცეფცია მთლიანად შეცვალა, ვინაიდან ჩანს, რომ მათ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები სძულთ და სხვა სახელმწიფოებში მცხოვრებ ხალხზე უფრო ზრუნავენ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის მმართველობაში მნიშვნელოვანი განსხვავება შემოიტანა, რაც გულისხმობს ამერიკის და მისი მოქალაქეების ინტერესების დაყენებას პირველ ადგილზე.

„ულტრამემარცხენეების დიდმა ნაწილმა ეს მთლიანად შეცვალა. როგორც ჩანს, მათ სძულთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები და უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთ საზღვრებს გარეთ მყოფ ადამიანებზე. საზოგადოება ასე არ იმართება. ვფიქრობ, დიდი განსხვავება, რაც დონალდ ტრამპმა ამ ქვეყნის მმართველობაში შემოიტანა, არის მარტივი კონცეფცია – ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე სხვა გძულს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ლიდერობა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან მკაფიო იყო ამ საკითხში, რაც პირველ ადგილზე ამერიკის მოქალაქეების ინტერესების დაყენებას გულისხმობს. ისევე, როგორც უნდა ზრუნავდეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრიტანელებზე და ფრანგი – ფრანგებზე, ჩვენ გვყავს ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ზრუნავს პირველ რიგში ამერიკელებზე და ეს ძალიან მისასალმებელი ცვლილებაა. სი ძინპინი ჩინელებზე ზრუნავს, პუტინი კი – რუსებზე. ეს არის მათი მოვალეობა. მადლობა ღმერთს, ჩვენ ახლა გვყავს ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ზრუნავს ამ ქვეყნის მოქალაქეებზე.“ – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ესტონეთი მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი

ესტონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, „მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია“. „ესტონეთი, როგორც „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

დავით სონღულაშვილი: სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკითხია და ამ მიმართულებით სომხეთთან იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით სომხეთთან იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ერევანში ქართველ ჟურნალისტებთან. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ვაჭრობის შესაძლებლობები და პოტენციალი საკმაოდ დიდია საქართველოსა და სომხეთს შორის. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის მიმართულებითაც არის რიგი საკითხები, რომელიც შეგვიძლია, რომ ერთიანი რეგიონის ნაწილში ვიმსჯელოთ, ერთობლივად ვიმუშაოთ და თავისთავად ცხადია, ერთობლივი კონსენსუსის შედეგად გადავიწყვიტეთ. აგრეთვე არსებობს პრაქტიკები, რომლებიც შეგვიძლია, გავუზიაროთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში საკმაოდ აქტუალური და ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს“, - განაცხადა მინისტრმა.

აფეთქება ახალციხეში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, „სმარტის“ შენობის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობითვე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ჯგუფები. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მოძრაობა შეიზღუდება – გაფრთხილება მძღოლებს

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 30 იანვრის 23:00 სთ-დან 31 იანვრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისი, ხოლო 31 იანვრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

რა გარიგებას მოაწერა ხელი Kaspi.kz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ლომთაძემ

Kaspi.kz-სა და Hepsiburada-ს შორის შეთანხმება შედგა. Kaspi.kz თურქულ ელექტრონული კომერციის პლატფორმას Hepsiburada-ს შეიძენს. ინფორმაცია კომპანიამ AIX-ის ვებგვერდზე 29 იანვარს გამოაქვეყნა. „Kaspi.kz აცხადებს, რომ დასრულებულია D-Market Electronic Services & Trading-ის (Hepsiburada) 40,000,000 A კლასის აქციისა და 173,246,220 B კლასის აქციის შეძენის პროცესი. შესყიდვა განხორციელდა 2024 წლის 17 ოქტომბერს დადებული აქციების შესყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც Kaspi.kz-სა და Hepsiburada-ს დამფუძნებელს ჰანზადე დოგანს შორის გაფორმდა. აქციების გამყიდველ მხარეს ასევე წარმოადგენენ მაკონტროლებელი აქციონერი, Vuslat Dogan Sabanci, Begum Dogan Faralali, Arzuhan Dogan Yalçındag და Isil Dogan.“ - ნათქვამია fintech ჰოლდინგის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-მა 2024 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ Hepsiburada-ს 65,41%-იან წილს 1,13 მილიარდ დოლარად შეისყიდიდა. თურქეთის მარეგულირებლების თანხმობის შემთხვევაში გარიგება 2025 წლის პირველი კვარტალის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გადახდა განხორციელდება ორ ტრანშად: $600 მილიონი დახურვისთანავე და დარჩენილი $526.9 მილიონი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. 2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში თურქეთის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ დაამტკიცა Kaspi.kz-ის მიერ ელექტრონული კომერციის პლატფორმის Hepsiburada-ს შეძენა. Kaspi.kz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ლომთაძემ ადრე აღნიშნა, რომ Hepsiburada -ში წილის შეძენა სამიზნე ბაზარს 100 მილიონ ადამიანამდე გაზრდიდა. მოსალოდნელია, რომ ორივე კომპანია შეინარჩუნებს ბრენდებს და საოპერაციო სტრუქტურებს.

ბოლო სიახლეები