ორშაბათი, იანვარი 20, 2025

აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე მიწის ქვეშ გამავალი 300 მეტრიანი საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკის (ხუარესის და ელ პასოს შორის) აღმოჩენილი 300 მეტრიანი გვირაბი, რომელსაც არალეგალური მიგრანტები საზღვარზე გადასასვლელად იყენებდნენ დაილუქება.

გამოცემა BBC-ის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას მექსიკის სასაზღვრო უწყება ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით გვირაბი, რომელიც გასულ კვირას აღმოაჩინეს სანიაღვრე ქსელში იყო აშენებული – ოფიციალური შეფასებით, მის აშენებას სულ მცირე, ერთი წელი დასჭირდა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, ცნობილი იყო თუ არა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გვირაბის მშენებლობის შესახებ, რომელიც არალეგალი მიგრანტების გადასაადგილებლად და კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ აშშ-სა და მექსიკის საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

ცნობისთვის, ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დადო, რომ ინაუგურაციის შემდეგ “ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას” დაიწყებს.

ასევე, გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათშივე აპირებს, რომ რიგი აღმასრულებელი ბრძანებები საზღვრის, ენერგეტიკისა და მთავრობის რეფორმის პრიორიტეტული საკითხებისთვის გამოიყენოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი

აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება ტრამპმა საინაგურაციო სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „ჩვენ შევქმნით ისეთ საზოგადოებას, რომელიც რეალურად არ ცნობს განსხვავებულ ფერებს და მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობების და დამსახურების საფუძველზე სცემს ადამიანებს პატივს. კიდევ ერთხელ, აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ოქროს ხანა იწყება – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის ამერიკა უპირველესი იქნება: „ამერიკის შეერთებული შტატების ოქროს ხანა იწყება, ამ დღიდან ჩვენი ქვეყანა გაიფურჩქნება და ახლიდან მოიპოვებს პატივისცემას, ყველას შეშურდება ჩვენი და არავის მივცემთ საშუალებას ამერიკის შეერთებული შტატები ბოროტად გამოიყენოს. ჩემი მმართველობის თითოეული დღე იქნება შემდეგნაირი - ჩემთვის, ამერიკა იქნება უპირველესი“,- აცხადებს დონალდ ტრამპი. ოფიციალურად, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია.

ტრამპმა ფიცი დადო – აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი ჰყავს

ოფიციალურად, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია. მან კაპიტოლიუმში, საპრეზიდენტო ფიცი დადო. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე მეორედ გახდა. მანამდე კი, შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.

რა მაგარი ამბავია ! თიკა ფაცაცია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს რომ მისი უფროსი ვაჟი ანდრო ანთელიძე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო და ისტორიული კლუბის “ჟალგირისის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა. “ჯერ იყო ფიბას ყველაზე ახალგაზრდა სერთიფიცირებული მწვრთნელი, შემდეგ საქართველოს 18 /20 წლამდელთა ნაკრების მეორე მწვრთნელი … პარალელურად ცნობილი კლუბი “ჟალგირისის” ჯერ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და ახლა უკვე ამავე ჟალგირისის დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე დიდი გუნდის რომელიც ევროლიგას თამაშობს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი🤩 რა იქნება შემდეგ ამას დრო გვიჩვენებს❤️✅ ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია რომელიც უნდა იცოდეთ❤️🧿” – წერს თიკა და ვაჟის ფოტოებს აქვეყნებს. ნახეთ ფოტოები.  

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელმაც მანქანით 35 ადამიანი მოკლა

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს 62 წლის კაცი, რომელიც გასული წლის 11 ნოემბერს, ქალაქ ჭუხაიში, სპორტული ცენტრის გარეთ, სავარჯიშოდ შეკრებილ ხალხში ავტომანქანით შევარდა და 35 ადამიანი მოკლა. დეკემბერში, ქალაქ ჭუხაის სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული "საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის" და 62 წლის კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 19 იანვარს ჩინეთში სიკვდილით ასევე დასაჯეს 21 წლის კაცი, რომელმაც 17 ნოემბერს პროფესიულ სასწავლებელში დანი 8 ადამიანი მოკლა. პოლიციის მიხედვით, ახალგაზრდა კაცმა ბრალი "უყოყმანოდ აღიარა". სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა 17 დეკემბერს მიუსაჯა.

ბოლო სიახლეები