ევროკომისიამ ყველაზე აგრესიული ცენზურის ზომები 2024 წლის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიღო, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის ანგარიშში სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.
კერძოდ, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2024 წლის დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელშიც კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, მას შემდეგ, რაც რუმინეთის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ფარულად უჭერდა მხარს ჯორჯესკუს კოორდინირებული „ტიკ-ტოკ“ კამპანიის მეშვეობით.
„კომიტეტისთვის წარდგენილი შიდა დოკუმენტები, როგორც ჩანს, ამ ნარატივს ძირს უთხრის. „ტიკ-ტოკმა“ ევროკომისიას განუცხადა, რომ ვერ აღმოაჩინეს რუსეთის მხრიდან კოორდინირებული კამპანიის მტკიცებულება და ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ შესაბამისი უწყებები, თუმცა არჩევნების შედეგები არასოდეს აღდგენილა და 2025 წლის მაისში, განმეორებით არჩევნებში, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა”, – ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის ანგარიშში.

