სამშაბათი, მარტი 17, 2026

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი – ევროკომისიამ ზეწოლა მოახდინა, რათა სლოვაკეთში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ირლანდიაში არჩევნების წინ „ტიკ-ტოკი“ დაცენზურებულიყო

ევროკომისიამ ზეწოლა მოახდინა პლატფორმებზე, რათა მათ კონტენტი დაეცენზურებინათ სლოვაკეთში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ირლანდიაში დაგეგმილი არჩევნების წინ, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის ანგარიშში სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.

ანგარიშის თანახმად, არასაჯარო დოკუმენტები აჩვენებს, თუ როგორ ახდენდა ევროკომისია რეგულარულად ზეწოლას პლატფორმებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების არჩევნების წინ, კონსერვატიული ან პოპულისტური პოლიტიკური პარტიებისთვის არახელსაყრელი გარემოს შესაქმნელად.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამის ერთ-ერთი მთავარი მაგალითია 2023 წლის სლოვაკეთის არჩევნები, სადაც „ტიკ-ტოკმა“ ევროპის მხრიდან ზეწოლის გამო დააცენზურა შემდეგი „სიძულვილის ენა“: „არსებობს მხოლოდ ორი სქესი“; „ბავშვები არ შეიძლება, იყვნენ ტრანსგენდერები“; „მე ვფიქრობ, რომ ლგბტ იდეოლოგია, გენდერული იდეოლოგია, ტრანსგენდერული იდეოლოგია დიდ საფრთხეს წარმოადგენს სლოვაკეთისთვის, ისევე როგორც კორუფცია“ და ა.შ.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეს განცხადებები არ არის „სიძულვილის ენა“, ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ მოსაზრებებს მიმდინარე საკამათო სამეცნიერო და სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. დოკუმენტის თანახმად, „ტიკ-ტოკმა“ თავად აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკური მოსაზრებებიდან ზოგიერთი „ხშირი იყო სლოვაკეთის პოლიტიკურ დისკუსიებში“, თუმცა, „ევროკომისიის ზეწოლის ქვეშ, „ტიკ-ტოკმა“ ეს განცხადებები სლოვაკეთის ეროვნული საპარლამენტო არჩევნების წინ დააცენზურა“.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისიამ ყველაზე აგრესიული ცენზურის ზომები 2024 წლის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიღო. 2024 წლის დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელშიც კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, მას შემდეგ, რაც რუმინეთის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ფარულად უჭერდა მხარს ჯორჯესკუს კოორდინირებული „ტიკ-ტოკ“ კამპანიის მეშვეობით.

„კომიტეტისთვის წარდგენილი შიდა დოკუმენტები, როგორც ჩანს, ამ ნარატივს ძირს უთხრის. „ტიკ-ტოკმა“ ევროკომისიას განუცხადა, რომ ვერ აღმოაჩინეს რუსეთის მხრიდან კოორდინირებული კამპანიის მტკიცებულება და ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ შესაბამისი უწყებები. თუმცა არჩევნების შედეგები არასოდეს აღდგენილა და 2025 წლის მაისში, განმეორებით არჩევნებში, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ამინდი ისევ იცვლება – განახლებული პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 18-19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 19 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 19 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 17 მარტს ზოგან მოთოვს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 19 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 17 მარტს ზოგან მოთოვს, ხოლო 18-19 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას – არსებობს გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ? თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, როდესაც არ გინდა, რაღაც იყოს გამჭვირვალე,...

თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი. რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ბერდია სიჭინავას.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღიდან გახდა სამთავრობო აქტები გამჭვირვალე.„რაც შეეხება ბატონ ბერდია სიჭინავას მიერ დასმულ საკითხებს, არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ. თქვენ იყავით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ერთი პერიოდი ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებდით, თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი, რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი. ჩვენ გავხსენით სწორედ იმ დროს ჩაკეტილი სამართლებრივი აქტები. თქვენმა პარტიის თავმჯდომარემ და თქვენც იყავით ამის თანამონაწილე, ჩაკეტეთ სამთავრობო აქტების გამჭვირვალობა, რომელიც 2024 წლის 8 თებერვლიდან, ჩემი პრემიერ-მინისტრად საქმიანობის პირველივე დღეს მე გავხსენი. იყავით და გაგეკეთებინათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის

თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც წესდება სანქციები – მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე. შესაბამისი ცვლილებები  “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა 1000-დან 30 000 ლარამდე იქნება განსაზღვრული. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2500ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით. თუ აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 10000 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 10000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 30000 ლარით. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდაა განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 2500 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 5000 ლარით. თუ აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 5000 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით.

ფრიდრიხ მერცი – ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას

ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას მერცმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში არ უნდა დაუშვან, რომ რეგიონი უსასრულო ომში ჩაითრიონ, რომელსაც გაურკვეველი მიზნები აქვს.„სამხედრო მოქმედებების ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ირანში ჩამოიშლება სახელმწიფო წესრიგი, ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკა. ამიტომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, მკაფიო გეგმითა და სტრატეგიით“, – აღნიშნა მერცმა.გერმანიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ვიდრე ომი გაგრძელდება, გერმანია არ მიიღებს სამხედრო გზით მონაწილეობას, მათ შორის არც ჰორმუზის სრუტეში.„ამ დრომდე არც ის ვიცით, საერთოდ როგორ შეიძლება, წარმატებით განხორციელდეს მსგავსი ოპერაცია“, – განაცხადა კანცლერმა.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც გვყოფნის

ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის, ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა ჩინეთი აშშ-სთან ერთად იმუშაოს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ისინი თავიანთი ნავთობის დაახლოებით 91 პროცენტს ჰორმუზის სრუტიდან იღებენ, იმ სრუტიდან, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვიცავდით და ყოველთვის მაწუხებდა ერთი რამ, გვყავს ქვეყნები, მაგალითად იაპონია, რომელიც თავისი ნავთობის დაახლოებით 95 პროცენტს სწორედ ამ სრუტიდან იღებს. ყოველთვის მაოცებდა, რომ ჩვენ ვიცავთ მათ, მაშინ როცა ის ჩვენთვის აუცილებლობასაც კი არ წარმოადგენს. ჩვენ ის სრუტე არც იქამდე გვჭირდებოდა. ამ სრუტეს დაახლოებით 10 პროცენტით ვიყენებდით. ახლა კი თითქმის ნულზე ვართ ჩამოსული. ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის. ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია. ნავთობის წარმოების მხრივ ჩვენ ორჯერ მეტს ვაწარმოებთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ფაქტობრივად, ორჯერ მეტს, ვიდრე ვინმე სხვა მსოფლიოში. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდით“, – თქვა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები