პარასკევი, ივლისი 18, 2025

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მილიარდობით დოლარით შემცირდება საგარეო დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მილიარდობით დოლარით შემცირდება საგარეო დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება.

კანონპროექტი 216 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღეს. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტი ცხრა მილიარდი დოლარის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. თანხის უმეტესი ნაწილი, რომელიც მცირდება, გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დასახმარებლად, მაგალითად, დაავადებების, ომის ან ბუნებრივი კატასტროფების დროს. ასევე, მცირდება 1.1 მილიარდი დოლარის დაფინანსება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა მიეღო.

ახლა კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნა.

„წარმომადგენელთა პალატამ ცხრა მილიარდი დოლარის ხარჯების შემცირების კანონპროექტი დაამტკიცა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხარჯების, სადაც წელიწადში მილიარდობით დოლარი იხარჯებოდა. რესპუბლიკელებიამას 40 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ეს დიდი ამბავია!”- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გთხოვთ გაავრცელოთ-სამტრედიაში, 22 წლის რეზო რუხაძეს ეძებენ

სამტრედიაში 22 წლის რეზო რუხაძეს ეძებენ.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან, სოფელ იანეთიდან, გუშინ, დაახლოებით, 12 საათზე გავიდა.იგი მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 571- 222- 943, ან შეატყობინეთ პოლიციას.დაკარგული ბიჭის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი და. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:„ჩემი ძმა, რეზო რუხაძე, 22 წლის, გუშინ, დაახლოებით 12 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. არანაირი კავშირი არ გვაქვს მასთან. მისამართი, საიდანაც გავიდა: სამტრედიის რაიონი სოფელი იანეთი.აღნაგობა: საშუალო სიმაღლის შავთმიანი ბიჭი.  ეცვა შავი შარვალი, შავი ან მწვანე ზედა, ასევე აქვს სამხედრო დიდი ზომის ზურგზაგი.თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, თუ ნახეთ ან შეამჩნიეთ სადმე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დაუყოვნებლივ: 571 222 943 გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. თქვენი ერთ-ერთი გაზიარება შეიძლება გადამწყვეტი იყოს“,- წერს და.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გარდაცვლილი სტუდენტის, თორნიკე წილოსანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტის, თორნიკე წილოსანის, მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ნიჭიერი და იმედისმომცემი სტუდენტის - თორნიკე წილოსანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. უკურნებელ სენთან ბრძოლა ერთობ ხანმოკლე და ტრაგიკული აღმოჩნდა გულისხმიერებითა და სიკეთით აღსავსე ჩვენი მაგისტრანტისთვის, მისი ოჯახისა და მეგობრებისთვის, მისი მშობლიური ლანჩხუთისა და მისი ალმა-მატერისთვის.გვინდა თორნიკე წილოსანის ოჯახმა იცოდეს, რომ მათი შვილი იყო მაღალი სამეცნიერო მოტივაციის მქონე, ნიჭიერი, კეთილშობილი და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა, რომელიც გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და ადამიანური ღირებულებებით - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები 2019 წლიდან იცნობენ თორნიკეს, იმ დროიდან, როცა ის საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა და მიენიჭა პროფესიული უსაფრთხოების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ თორნიკეს მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს - ღმერთმა მისცეს მათ ძალა და „ჭირსა შიგან გამაგრება“.გამორჩეული სტუდენტის, თორნიკე წილოსანის ხსოვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დიდხანს დარჩება მოუშუშებელ იარად. მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმარში.აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უერთდებიან.

ირაკლი კობახიძე – ომის საფრთხე არსად წასულა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი...

არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს საფრთხე არსად წასულა. გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითიც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს – ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, ამ გეგმაში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც ეს ომის დაწყების მომენტში იყო.პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის.„უფრო მეტიც, შესაძლოა, ეს საკითხი ახლა კიდევ უფრო პრინციპულია გლობალური ომის პარტიისთვის. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის. უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის – ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას, რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს და გაძლიერდეს, ის პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ევროპის და, მეორე მხრივ, რუსეთის დასუსტებასთან, რა თქმა უნდა, ეს პროცესები ასეთი შედეგით დასრულდება. ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამომავლოდ შეიარაღებაზე მშპ-ის 5% დაიხარჯება, რაც ამ ქვეყნების ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. გლობალური ომის პარტიის მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევს, რაც, ერთი მხრივ, კიდევ უფრო ზრდის კონტინეტზე საომარი ესკალაციის საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ, სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ევროკავშირის ეკონომიკის მდგომარეობას და სოციალურ ფონს. ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების კანონებს ვიზალიბერალიზაციასთან არავითარი საერთო არ აქვს, მაგრამ ევრობიუროკრატია ცდილობს, საფუძველი მოუძებნოს შანტაჟს და ზეწოლას

რა საერთო შეიძლება, ჰქონდეს გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონებს ვიზალიბერალიზაციასთან? – არავითარი, მაგრამ ევრობიუროკრატია ცდილობს, საფუძველი მოუძებნოს შანტაჟს და ზეწოლას, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სახელით განცხადება გააკეთა, რომლითაც ბოლო პერიოდში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს გამოეხმაურა.კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის ბოლო წერილზე, სადაც საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“  შესახებ კანონების გაუქმებაზე. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ ორ კანონს ვიზალიბერალიზაციასთან არავითარი კავშირი აქვს.მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გააუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის მღელვარება მოჰყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება.„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპარლამენტმა მიიღო მეშვიდე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ და რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად; საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი, რომელშიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებით გვემუქრებიან; ბრიუსელში სამჯერ გაიმართა მსჯელობა საქართველოს საკითხზე, სადაც სანქციების დაწესებას და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაუქმებას განიხილავდნენ; ბოლოს კი ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი და მთავრობას უყენებს პირობებს, მათ შორის ითხოვს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება. ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: რა საერთო შეიძლება ჰქონდეს გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონებს ვიზალიბერალიზაციასთან? ცხადია, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ გლობალური ომის პარტიის მიერ კოორდინირებული ევრობიუროკრატია ცდილობს, რაიმე სახის საფუძველი მოუძებნოს თავისი ხელით წარმოებულ შანტაჟს და ზეწოლას. დღეს უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტდა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნილება, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება, ამ მიზნის მისაღწევად კი, როგორც აღვნიშნეთ, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებს და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას – საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ გლობალურმა ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოზე თავდასხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას – მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გააუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის მღელვარება მოჰყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა.„ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციების პაკეტი დაამტკიცა. ჩვენ გავაგრძელებთ ფასების გაზრდას, ამიტომ აგრესიის შეჩერება მოსკოვისთვის ერთადერთი გზა იქნება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.დიპლომატებმა „როიტერსს“ განუცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უახლესი პაკეტი „დიდი შვიდეულის“ მიერ ნედლი ნავთობის ფასს ბარელზე 60-დან 47,6 დოლარამდე შეამცირებს.

ბოლო სიახლეები