ოთხშაბათი, აგვისტო 6, 2025

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, ბიზნეს ან ტურისტული ვიზების მიღების მსურველებს, შესაძლოა, 15 000 დოლარამდე საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება დაუწესდეთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოდის ინიციატივით, რომ ბიზნეს ან ტურისტული ვიზების მიღების მსურველებს 15 000 დოლარამდე საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება დაუწესდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შესაბამის შეტყობინებაში, რომელიც ფედერალურ რეესტრში 5 აგვისტოს უნდა გამოქვეყნდეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სიახლე შეეხება მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც ვიზების ვადების დარღვევის მაღალი მაჩვენებელი აქვთ ან მათი დოკუმენტების უსაფრთხოების შიდა კონტროლის სისტემა არასათანადოდ ფუნქციონირებს. ასეთ შემთხვევაში ამ ქვეყნების მოქალაქეებს ვიზის აღების განაცხადის შევსებისას საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება დაუწესდებათ, რომლის ოდენობაც 5000-დან 15000 დოლარამდე იქნება.

როგორც ამავე შეტყობინებიდან ირკვევა, ეს ვალდებულება ამოქმედდება საპილოტე (საცდელი) პროგრამის სახით და ერთი წელი გაგრძელდება.

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებისთვისაც დაწესდება საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ეს პროგრამა ამოქმედდება. ამასთან ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, ზოგიერთი პირი, შესაძლოა, საგარანტიო თანხის გადახდისგან გათავისუფლდეს.

ამასთან, ამ თანხის გადახდა არ მოუწევთ იმ სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-თან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.

ეს წინადადება სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ ფონზე წარადგინა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ვიზის მიღების მსურველთათვის მოთხოვნებს ამკაცრებს. გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ვიზების მიღების ბევრ მსურველს გასაუბრების გავლა მოუწევს, რაც მანამდე სავალდებულო არ იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ – რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

„ჰეზბოლას“ ლიდერი – ისრაელი ლიბანთან ომს თუ განაახლებს, მათი მიმართულებით რაკეტებს გავუშვებთ და მთელი უსაფრთხოება, რომელიც რვა თვის განმავლობაში ააშენეს, ერთ საათში ჩამოინგრევა

ისრაელი ლიბანთან ომს თუ განაახლებს, ისრაელისკენ რაკეტებს გავუშვებთ, – „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ქასემმა განაცხადა.როგორც ქასემმა აღნიშნა, თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ „ფართომასშტაბიან აგრესიას“ განახორციელებს, „ჰეზბოლა“, ლიბანის არმია და ლიბანელი ხალხი თავს დაიცავენ.„ეს თავდაცვა გამოიწვევს რაკეტების ისრაელის ტერიტორიისკენ გაშვებას და მთელი უსაფრთხოება, რომელიც მათ რვა თვის განმავლობაში ააშენეს, ერთ საათში ჩამოინგრევა“, – აღნიშნა ქასემმა.ამასთან, „ჰეზბოლას“ ლიდერმა დანაკარგების შესახებ ოფიციალური მონაცემები პირველად გაავრცელა. მისი თქმით, ომში დაიღუპა „ჰეზბოლას“ 5 000 მებრძოლი და დაშავდა 13 000. როგორც ნაიმ ქასემმა აღნიშნა, მიუხედავად ამისა, „ჰეზბოლა“ კარგ მდგომარეობაში რჩება და მებრძოლები მზად არიან „ყველაზე მძიმე მსხვერპლის“ გაღებისთვის, თუ ეს საჭირო გახდება.

საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელიც ეხება შტატებში მშობიარობის სურვილს.„დაუშვებელია თქვენი ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენს შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს. საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის თქვენი გამგზავრების მიზანი“ 

გთხოვთ გაავრცელეთ-თბილისში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

მეგობრები თბილისში გაუჩინარებულ ყაზახეთის მოქალაქეს ეძებენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინგიზ მუსადილოვთან დაკავშირებას 3 აგვისტოს შემდეგ ვერ ახერხებენ.„ვეძებთ მეგობარს, გთხოვთ, დაგვეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში.3 აგვისტოს, თბილისში, გაუჩინარდა ყაზახეთის მოქალაქე, ჩინგიზ მუსადილოვი.ამ დრომდე არანაირი კავშირი არ გვაქვს მასთან და არაფერი ვიცით მის ადგილსამყოფელზე. (ბოლოს, სავარაუდოდ, იყო ქიაჩელის მიმდებარედ).გარეგნული აღწერა: – სიმაღლე: დაახლოებით 170 სმ – ატარებს სათვალეს – ეცვა მუქი მწვანე ტილოს, მოკლე მკლავიანი პერანგი და მუქი ნაცრისფერი შარვალი.თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია მისი მდებარეობის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 01 85 78 ანWatsapp: +7(707)4695163“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Footmercato – ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით „ევერტონიც“ დაინტერესდა

ინგლისის პრემიერლიგის კლუბი „ევერტონი“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით დაინტერესდა – ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.„შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ევერტონმა“ „სენტ-ეტიენიდან“  ზურიკო დავითაშვილის შეიძინოს. ინგლისური კლუბის სელექციონერთა ჯგუფი მუშაობს, რათა მომავალი სეზონისთვის დევიდ მოიესმა გუნდი სასურველი მოთამაშეებით დააკომპლექტოს. „ევერტონის“ ინტერესის გამო, დავითაშვილს გუნდიდან წასვლა სურს.ცნობილი გახდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „პარიზსა“ და „კალიარისთან“ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობაზე უარი თქვა“, – ამტკიცებს Footmercato.ფრანგული გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველით „ევერტონის“ გარდა „რენი“, „სტრასბური“, „სევილია“ და მიონხენგლადბახის „ბორუსია“ ინტერესდებიან.

ბოლო სიახლეები