ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025

აშშ-ის სახაზინო მდივანი – აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ექვს ორგანიზაციასა და ორ ფიზიკურ პირს, რომლებსაც ირანის დრონების მწარმოებელი კომპანიისთვის კომპონენტების შეძენაში ადანაშაულებს.

„ირანის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გავრცელება, როგორც რეგიონში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებზე, ისე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, კვლავ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, აშშ-ის პერსონალს და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს“, – განაცხადა სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის „ირანის იარაღის გამავრცელებლების“ წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღადგინა თავისი „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია ირანზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ახალგაზრდა ქალს  ეძებენ

თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ქალს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მდინარეში მშვიდობის ხიდიდან გადავარდა.შემთხვევა პირველ აპრილს მოხდა.

კიტ კელოგი – უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ახლოს არიან, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა

უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ახლოს არიან, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა, – ამის შესახებ უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ ყოვლისმომცველ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. როგორც კი ამას მივაღწევთ, ომის განახლება ძალიან რთული იქნება. აი, რისი მჯერა მე“, – განაცხადა კელოგმა.კელოგის თქმით, ახლა აუცილებელია შეთანხმების პირობების ჩამოყალიბება, სადაც მკაფიოდ იქნება მითითებული უკრაინისა და რუსეთის მოთხოვნები ომის დასრულებისთვის. კელოგის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განაგრძობს კონტაქტს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.მისივე თქმით, ტრამპი შეძლებს ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევას.„ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის ზღვარზე ვართ, მაგრამ ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. ვერც ერთი მხარე ვერ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს. საჭირო იქნება რაღაც დათმობა, რომ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება“, – აღნიშნა კელოგმა.

თეთრი სახლის პრესმდივანი – „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკი ჯერ არ ტოვებს თავის თანამდებობას

ეს „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკი ჯერჯერობით არ ტოვებს თავის თანამდებობას, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი „პოლიტიკოს“ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება.„ეს „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკმა და პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ილონი დატოვებს საჯარო სამსახურს, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომელი, როდესაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში (DOGE) მისი შესანიშნავი სამუშაო დასრულდება“,- წერს ლევიტი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება.  

ზვიად ძიძიგური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე – ჩვენ რომ დაგვიძახონ, მივალთ და პოზიციას დავაფიქსირებთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ დაბარების შემთხვევაში მისი პარტია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება და პოზიციას დააფიქსირებს.ძიძიგური მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოიყენონ.„ადამიანები კატეგორიულები არიან საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით: „არ უნდა მივიდეთ“. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ შოუზე, რომელსაც ხელისუფლება დგამს, პოლიტიკური ლიდერები მივიდნენ, ამხილონ, სერიოზული არგუმენტები მიიტანონ. საგამოძიებო სხდომებს ადამიანები უყურებენ.ჩვენ რომ დაგვიძახონ, მივალთ და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. მე ვარ ასეთი პოზიციის, პარტიაში არ არის მთლად ასეთი პოზიცია. მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც გამოსაყენებელია, უნდა გამოიყენო თუ პოლიტიკოსი ხარ.მინახავს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა საბჭოთა სასამართლოში როგორ უჩიოდნენ გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციას იქ მოთავსებული არაობიექტური სტატიის გამო. მათ იცოდნენ, რომ იმ სასამართლოში არ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ტრიბუნას იყენებდნენ, რადგან პოლიტიკოსები იყვნენ. ვფიქრობ, ვინც პოლიტიკოსია ტრიბუნების გამოყენება უნდა შეეძლოს.ის ადამიანებიც დასაფასებელია, რომლებიც ძალიან რადიკალურად აფასებენ ამას.ამასთან, იმასაც ვიტყვი, რომ ამ კომისიამ დიდი საშიშროების წინაშე დააყენა არაღიარების პოლიტიკა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს – რა დეტალები ვრცელდება

თბილისში ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს.ფაქტი ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ დაპირისპირება ოთხ პირს შორის დაპირისპირება უძღოდა.

ბოლო სიახლეები