სამშაბათი, მარტი 4, 2025

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი – უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია, შეზღუდულია რელიგიის თავისუფლება, ეკლესიები დახურულია, არსებობს მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი

უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია, შეზღუდულია რელიგიის თავისუფლება, ეკლესიები დახურულია, შეზღუდულია ოპოზიციაც, არსებობს მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

გაბარდის თქმით, ევროპული ქვეყნები არ არიან ერთგული თავისუფლების ღირებულებების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამაზე საუბრობენ.

„პრეზიდენტი ტრამპი აცნობიერებს სამწლიანი სისხლიანი ომის დასრულების გადაუდებელ აუცილებლობას. მან დაამტკიცა, რომ ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია, ამის გაკეთება. პრეზიდენტ ზელენსკის განსხვავებული მიზნები აქვს. მან განაცხადა, რომ სურს ომის დასრულება, მაგრამ იგი მხოლოდ ისეთ დასასრულს მიიღებს, რაც უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, თუნდაც ეს მესამე მსოფლიო ომის ან ბირთვული ომის ძალიან მაღალი ფასის ხარჯზე მოხდეს“ – აღნიშნა ტულსი გაბარდმა.

ამასთან, ინტერვიუში გაბარდმა განიხილა თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი ინციდენტი და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობაში უზარმაზარი განხეთქილების მიზეზი გახდა

„ზელენსკიმ პირდაპირ გამოწვევა გაუგზავნა პრეზიდენტ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს მედიისა და ამერიკელი ხალხის წინაშე, რითაც ნათლად გამოავლინა რეალური, კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების მიმართ ინტერესის ნაკლებობა. ბევრი საუბარი მიმდინარეობდა სხვადასხვა ემისრების მეშვეობით, როგორც ზელენსკისთვის, ასევე პრეზიდენტ ტრამპისთვის, ოვალურ კაბინეტში ვიზიტამდე. პრეზიდენტ ზელენსკის მყისიერი ესკალაცია, გულწრფელად რომ ვთქვა, საკმაოდ მოულოდნელი იყო“, – აღნიშნა გაბარდმა.

შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, აუცილებელია, მხარეები დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მისი თქმით, სავარაუდოდ, არცერთი მხარე არ იქნება კმაყოფილი მიღებული შედეგით. გაბარდმა ასევე გააკრიტიკა ევროპული ქვეყნების პოლიტიკა და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურად ემხრობიან დემოკრატიულ ღირებულებებს.

„ევროპული ქვეყნები არ არიან ერთგულნი თავისუფლების ღირებულებების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამაზე საუბრობენ. ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტ ვენსის სიტყვა მიუნხენში. სხვადასხვა მაგალითებია იმისა, თუ როგორ ახორციელებენ ხშირ შემთხვევაში ეს ევროპელი პარტნიორები და ხანგრძლივი მოკავშირეები პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას. ეს აჩვენებს, რომ ისინი რეალურად არ უსმენენ ხალხის ხმას და ახორციელებენ ანტითავისუფალ პოლიტიკას. ჩვენ ვხედავთ ამას გაერთიანებულ სამეფოში. ვხედავთ ამას გერმანიაში. ვნახეთ ეს არჩევნების გაუქმებით რუმინეთში“, – განაცხადა გაბარდმა.

ამასთან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები იდევნებიან, მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი არსებობს და იზღუდება რელიგიური თავისუფლება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ამ ევროპულ ქვეყანასა და თვითონ ზელენსკიზე, რომლებიც აცხადებენ, რომ იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, როდესაც რეალურად რასაც ვუყურებთ ამ ქვეყნებში, ისევე უკრაინაში, ზუსტად საპირისპიროა. უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია. არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკრძალულია, ან კიდევ კრიმინალიზებულია, ან ციხეში არიან ჩასმული. არსებობს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, ეკლესიები დახურულია. პოლიტიკური ოპოზიცია შეზღუდულია. არსებობს მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ მთელი სია იმ საკითხებისა, რომლებიც დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების წინააღმდეგაა. ამიტომ, იბადება კითხვა, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, ისინი მართლაც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან – ეს ნათელია, მაგრამ, სინამდვილეში, რისთვის იბრძვიან ისინი? მართლა შეესაბამება თუ არა მათი ღირებულებები იმას, რაც, როგორც ისინი ამბობენ, ემთხვევა ჩვენსას? ემთხვევა თუ არა ისინი იმ პრინციპებს, რასაც მხარს უჭერენ პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი – თავისუფლების, მშვიდობისა და ჭეშმარიტი უსაფრთხოების პრინციპებს?“- აღნიშნა ტულსი გაბარდმა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან დოლიძე – უკრაინას აქვს არგუმენტები, რომ მოითხოვოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, ამის საჭიროებას კარგად ცხადყოფს რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებით

შეთავაზება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა მინერალებთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად არ გულისხმობს უსაფრთხოების გარანტიების შექმნას უკრაინისთვის, თუმცა ეს საკმაოდ საინტერესო წინადადებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„ეს, გარკვეულწილად, ახალი ელემენტის გაჩენაა ზოგადად რეგიონული ინტერესების გამოკვეთის მიმართულებით და ჯერ ნამდვილად რთულია რამე პროგნოზის გაკეთება, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამას ძალიან საინტერესო განვითარება შეიძლება მიეცეს, მათ შორის, შემაკავებელი ფაქტორის პოტენციურად არსებობის კუთხით“, – განაცხადა დოლიძემ.მისი თქმით, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს უკრაინის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნის საჭიროებას.„ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინას აქვს კონკრეტული საფუძვლები და საკმაოდ მყარი არგუმენტები იმისთვის, რომ მოითხოვოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, რომელიც გამყარებული იქნება სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტებით. ამის საჭიროებას ძალიან კარგად ცხადყოფს ისტორია; ამას ცხადყოფს რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა დოლიძემ.როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომელსაც ძალიან საინტერესო ფორმა შეიძლება მიეცეს შემაკავებელი ფაქტორის კუთხითაც სამომავლოდ.„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ უნდა მოვიაზროთ, როგორც ერთმნიშვნელოვანი ჩანაცვლება უსაფრთხოების იმ გარანტიების, რომლებსაც დღეს პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვს. მეტიც, აქვე მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ეს არის სწორედ ის ახალი ელემენტი რეგიონული ინტერესების გამოკვეთის კუთხით, რომელზეც ძალიან აქტიურად უნდა დაფიქრდეს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რეგიონის სხვა სახელმწიფოები და, პირველ რიგში, საქართველო, ვინაიდან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იკვეთება ახალი გლობალური წესრიგი და ძალიან სერიოზული საუბრები მიდის, მაგალითად, ახალ იალტასთან დაკავშირებით, რაც ხშირად ისმის, სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდანაც, ასეთი ტიპის შეთავაზებები და განცხადებები ძალიან ყურადსაღებია, ჩემი აზრით. თუმცა, ჩვენ სამწუხაროდ, არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ახლა ძალიან აქტიურად ვიყოთ ამაზე ფოკუსირებული“, – განაცხადა დოლიძემ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ევროპასა და აშშ-ის შორის უთანხმოების გამწვავება, დოლიძემ განაცხადა, რომ უთანხმოება თვალსაჩინოა.„პირველ რიგში, ვგულისხმობ უკრაინასა და აშშ-ს შორის, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ოკეანის ორივე მხარეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, როგორც ევროპული სახელმწიფოებისთვის, ასე აშშ-ისთვის, ძალიან მკაფიო და თვალსაჩინო იქნება ის საფრთხეები, რაც შეიძლება, ამ სირთულეების გაღრმავების შემთხვევაში ჩვენ მივიღოთ. ჩვენ ამ რეგიონის ნაწილი ვართ, თვალს ვადევნებთ და ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ის, რაც მოხდა უკრაინაში 2022 წელს, გარკვეულწილად, არის პირდაპირი გამოვლინება იმ სისუსტის, რაც დასავლეთმა გამოავლინა 2014 წელს, როდესაც მოხდა რუსეთის ფედერაციის პირველი შეჭრა უკრაინაში. ის, რაც მოხდა 2014 წელს, გარკვეულწილად, იყო გაგრძელება იმ პრობლემის, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დადგა 2008 წელს. მე ვფიქრობ, ევროპულ სახელმწიფოებს და აშშ-ს ეს რისკი სათანადოდ თავის დროზე უნდა შეეფასებინათ და მიეღოთ სწორი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა დოლიძემ.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ აისახება უკრაინაში სამშვიდობო პოლიტიკა და მშვიდობა საქართველოზე და რა გავლენას მოახდენს მთელი ეს პროცესი, მათ შორის, გეოპოლიტიკურ ჭრილში, ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, ამ ომის დროულად, სწორად, ეფექტიანად დასრულებაზე ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს ბედი.„ჩვენთვის უკიდურესად დამაზიანებელი იქნება, ეს ომი რომ დასრულდეს იმ პირობებით, როგორც ამის დასრულება დღეს რუსეთის ფედერაციას სურს“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.

📽️უკეთესი იქნებოდა, რომ ოპოზიცია 60 კაცით პარლამენტში ყოფილიყო, ყველა კანონზე არგუმენტირებულად ეჩხუბა, ეკამათა და ყოველდღიურად აეწია ხალხში მუხტი – იაგო ხვიჩია

უკეთესი იქნებოდა, რომ ოპოზიცია 60 კაცით პარლამენტში ყოფილიყო, ყველა კანონზე არგუმენტირებულად ეჩხუბა, ეკამათა და ყოველდღიურად აეწია ხალხში მუხტი... - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ყოველდღიურად ხდება ახალ-ახალი კანონების პარლამენტში რეგისტრაცია და ყოველდღიურად მიღება დაჩქარებული წესით, წინააღმდეგობის გამწევი არავინ არ ჰყავს, აი იმ ოპოზიციას და ხალხს, რომელსაც არ უნდოდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შესულიყო, ხომ უკეთესი იქნებოდა, რომ ოპოზიცია 60 კაცით პარლამენტში ყოფილიყო, ყველა კანონზე არგუმენტირებულად ეჩხუბა, ეკამათა და ყოველდღიურად აეწია ხალხში მუხტი...“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული

ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება. ის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.გერმანიის საგარეო უწყების მიერ „იქსზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანია დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იცავენ თავისუფლებას.„„ქართული ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იცავენ თავისუფლებას“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება.  

📽️ზელენსკი არის ბოროტი მასხარა, რომელიც ხელისუფლებაში ზუსტად ამ მიზნით იყო მოყვანილი, როგორც თავის დროზე მასხარა სააკაშვილი – გოგა ხაინდრავა

„ზელენსკი არის ბოროტი მასხარა, რომელიც ხელისუფლებაში ზუსტად ამ მიზნით იყო მოყვანილი, როგორც თავის დროზე მასხარა სააკაშვილი, იმ დღეში ჩაეგდო ის ქვეყანა, რა დღეშიც არის დღეს უკრაინა და ზუსტად იგივე განახორციელა სააკაშვილმა 2008 წელს...“,  - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. მისი თქმით, აღარც მსოფლიო დღის წესრიგი არსებობს.„ერთი რამეა გასაგები, რომ აღარც ევროკავშირი თავისი ფორმით, აღარც ის მსოფლიო წესრიგი, რასაც ეძახდნენ აღარ არსებობს, ეს სამარცხვინო სამიტები, რომელიც 3 კვირაში 4 სამიტი ჩატარდა და ლონდონის სამარცხვინო შეხვედრა, რომელიც რისთვის იკრიბებიან აბსოლუტურად გაუგებარია, ამას პოლიტიკური ანანიზმი ჰქვია, სხვანაირად ამას ვერ შეაფასებ... აბსოლუტურ აბსურდში არის ევროპა, ეს ნათელია.  ეს დაწესებულება დამთავრდა. ევროკავშირი დამთავრდა და ეს აბსოლუტურად ნათელია“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ. 

ღამურებში ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, ღამურებში აღმოჩენილი ახალი კორონავირუსი ამჟამად საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.ფედერალური ჯანდაცვის სააგენტოს განმარტებით, ამჟამად საფუძველი არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ვირუსი საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ორგანიზაციის განცხადებით, ამ დრომდე ადამიანის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა."CDC-ისთვის ცნობილია ღამურებში ახალი კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ, მაგრამ არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის ამჟამად საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები