სამშაბათი, აპრილი 29, 2025

“აღარ მყავს ჩემი გიორგი” – ტრაგედია ცნობილი “ტიკ-ტოკერის” ოჯახში

ცნობილი “ტიკ-ტოკერის” და მსახიობის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მას ვაჟი გარდაეცვალა.  ამის შესახებ, თამუნა მდივანი თავად წერს.

“როგორ გავაგრძელო უშენოდ სიცოცხლე?!როგორ გავუძლო უშენობას?!როგორ გავუძლო შენს მონატრებას?!(აღარ მყავს ჩემი გიორგი)”,-წერს თამუნა მდივანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს

ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების არალეგიტიმურობაზე ხმამაღალი განცხადებების გარდა არაფერი მოგვისმენია მაშინ, როცა ეუთო/ოდირმა დაადასტურეს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და შედგა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირს ოპოზიციისა და გარკვეული გარე პოლიტიკური წრეების მავნე ნარატივზე უარი თავიდანვე უნდა ეთქვა, რაც ექვსი თვეა გრძელდება.„ამ მდგომარეობიდან რაც მალე გამოვლენ და რეალურ თანამშრომლობას დაიწყებენ, ეს მით უფრო კარგი იქნება ევროკავშირისთვისაც და საქართველოსთვისაც. ამიტომ, ნელ-ნელა თუ ამ მიმართულებით მოძრაობას დაიწყებენ, ამას მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.„რადიო თავისუფლებამ“ ინტერვიუ გაავრცელა გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, მარტა კოსთან. ინტერვიუში მარტა კოსმა არ გამორიცხა კონტაქტების აღდგენა „ქართულ ოცნებასთან“.

სახალხო დამცველი მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.„სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. ფონდების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო, ხოლო წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.დილიდან, რამდენიმე ფონდის დამფუძნებლების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც.

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა დაინიშნა.ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.

დიმიტრი პესკოვი – კიევს არ უპასუხია პუტინის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე

კიევს არ უპასუხია პუტინის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„პრეზიდენტმა პუტინმა კეთილი ნების ჟესტი გამოავლინა და გუშინ გამოაცხადა, რომ დროებითი ზავი იქნება გამოცხადებული. კიევის რეჟიმისგან პასუხი ჯერ არ მოგვისმენია“, – განაცხადა პესკოვმა.მისი თქმით, კიევის მხრიდან ეს მანიპულაციაზე მეტია.კრემლის პრესსპიკერმა ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებაზე 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პესკოვმა აღნიშნა, რომ ამის განხორციელება შეუძლებელია ყველა ნიუანსის გათვალისწინების გარეშე.„ასეთ გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტაზე თუ ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია ის ნიუანსები, რომლებზეც პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის გარეშე, ასეთ გრძელვადიან ზავზე წასვლა რთულია. ამაზე საუბრობდა პრეზიდენტი პუტინი. საჭიროა, ყოველთვის გავიხსენოთ ეს სიტყვები“, – განაცხადა პესკოვმა.ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ კიევისგან არც პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ არ მიუღიათ პასუხი.შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს, ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისის 00:00-მდე გაგრძელდება. ამასთან, კრემლში დაადასტურეს მზადყოფნა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გამართონ.

დონალდ ტრამპი – მედიის გამოკითხვები, ისევე როგორც თავად ეს ყალბი ახალი ამბები, ყალბია, ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ, უკეთესად, ვიდრე ოდესმე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი რეიტინგის შესახებ მედიაში გავრცელებული გამოკითხვების შედეგებს ყალბად მიიჩნევს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.„მედიის გამოკითხვები, ისევე როგორც თავად ეს ყალბი ახალი ამბები, ყალბია! ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ, უკეთესად, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ გამოკითხვაზე საუბრობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ტელეარხმა „სიენენმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ ტრამპის მხარდაჭერა მისი მეორე ვადის 100 დღის მოახლოებასთან ერთად უფრო დაბალია, ვიდრე მისი ყველა წინამორბედის ბოლო 70 წლის განმავლობაში.მანამდე გამოქვეყნდა Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ბოლო სიახლეები