შაბათი, ივნისი 14, 2025

აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ გზა გადაკეტეს და ორი კარავი გაშალეს

მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან. გადაკეტილია გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.

თავდაპირველად დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, მათ ფილარმონიასთან საქალაქო სასამართლოდან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრება სიმბოლურია, რადგან 19 ნოემბერს მათე დევიძე ფილარმონიასთან დააკავეს. დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებსაც ერთ ლოკაციაზე, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.

დემონსტრანტებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე ორი კარავიც განათავსეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, „ძირს უსამართლო სასამართლო“.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.

შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას ოთხი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„წარმოდგენაც არ მინდა, რა გადაიტანე… მშვიდად განისვენე, ჩემო ღიმილა ბიჭო…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა.როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ხანძრის დროს ბიჭს ეძინა და გამოსვლა ვერ შეძლო.ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას, სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.„წარმოდგენაც არ მინდა, რა გადაიტანე... მშვიდად განისვენე“.„მიშო, ჩემო მეგობარო, როგორ მატკინე გული... ჯერ ხომ ძალიან ადრე იყო. როგორი მხიარული იყავი, ნუთუ ასე ცოტა დრო გქონდა... მშვიდად განისვენე, ჩემო ღიმილა ბიჭო.მაპატიე, რომ ვერ გაცილებ წუთისოფლის ბოლო გზაზე“, - წერენ სოციალურ ქსელში.

გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელიც დღევანდელი რიცხვით, 13 ივნისით თარიღდება.ნახეთ ვიდეო:

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანის რეჟიმმა არ იცის, რა დარტყმა მიადგება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა, რომ ისრაელის ბრძოლა არა ხალხის, არამედ ირანის მთავრობის წინააღმდეგაა და მოუწოდა მათ, წინ აღუდგნენ, ხმა აიმაღლონ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ.„რეჟიმმა არ იცის, რა დარტყმა მიადგება მათ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.მისი თქმით, გასულ 24 საათში, ისრაელის ძალებმა გაანადგურეს სამხედრო მეთაურები, წამყვანი ბირთვული მეცნიერები, ისლამური რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ურანის გასამდიდრებელი ობიექტები და ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილი.

სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირმა უნდა თქვას: „გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე...

ევროკავშირმა უნდა თქვას: „გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ“, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „GLOBSEC 2025“- ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“ განაცხადა.„დავეთანხმები თქვენს განმარტებას, რომ ვითარება გაჭედილია. იმ რაღაცების მიუხედავად, რასაც გარედან ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტია სულ უფრო და უფრო ძლიერდება რეპრესიების მეშვეობით - ეს აუცილებელი არ არის ასე იყოს. ერთი მხრივ ძლიერდებიან, მაგრამ მეორე მხრივ მათ ხალხი ტოვებს ან უშვებენ. გვაქვს ტრადიციული შიდა მტრობა და ნდობის ნაკლებობა მმართველ პარტიაში, რასაც ასეთი ავტორიტარული რეჟიმების ბოლო სტადიებზე ხედავთ ხოლმე. რამდენ ხანს გრძელდება ბოლო სტადია - არ ვიცი.მეორე მხარე - მოსახლეობა, რომლებიც ორ წელიწად-ნახევარია პროტესტშია და არა მხოლოდ 195 დღე, ნამდვილად დაღლილია იმის მოლოდინით თუ რა მოხდება. ასე რომ, ეს მძიმე ტვირთია ხალხისთვის, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს. მძიმე ტვირთია ოპოზიციური პარტიებისთვის, რომელთა გაერთიანებასაც ვცდილობ, როგორც ჩვეულებრივ, ვინაიდან მათ ისეთი რაღაცების მიღწევას სთხოვენ, რაც მთლად ნათელი არ არის როგორ შეუძლიათ ამის მიღწევა.ასე რომ, რამდენ ხანს, როგორ, რა თარიღში - ვფიქრობ, რომ თარიღს გარედან ველით. ორი რამის მოლოდინი შეგვიძლია ევროკავშირისგან:პირველი - აღწერონ ვითარება, თქვან, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის, ეს სახელმწიფოა, რომელიც რუსეთმა ბრძოლის გარეშე მიიტაცა და ეს არის რაც ხდება - სახელმწიფო, დემოკრატია, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან, როგორც რუსეთში. ერთი პარტია, ერთი კაცი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს. ეს უნდა ითქვას, უბრალოდ გაყალბებული არჩევნები არ არის, უბრალოდ ავტორიტარული გადახვევა არ არის დემოკრატიული გზიდან, რომელსაც საქართველო მიყვებოდა.იმის აღწერისა და თქმით შემდეგ, რაც ხდება, შემდეგი ეტაპია იმის თქმა: „გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენს მომავალზე. ჩვენ საქართველოს ან ქართველებს არ ვსჯით, არამედ მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას. გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ და ამას უნდა ელოდოთ“. მაგრამ ეს თარიღთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს შეიძლება 4 ოქტომბერი იყოს - მაშინ გქონდეთ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, ან ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი არჩევნები…„პირობითობის“ პოლიტიკა, რომლისკენაც მოვუწოდებ, რომელიც ცოტათი აშშ-ის “MEGOBARI აქტს” ჰგავს - რომელიც იქნება, ჯერ არ არსებობს - კალენდარში უნდა იყოს ჩაწერილი. არ შეიძლება უბრალოდ ღია წინადადება იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ-

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „თანამომხსენებლებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში პოლიტიკური დისიდენტების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ გამოყენებული იურიდიული მექანიზმების ბოროტად გამოყენების გამო.განცხადების თანახმად, თანამომხსენებლები მწუხარებას გამოთქვამენ სოციალურ მედიაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სავარაუდო „შეურაცხყოფის“ გამო ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების სასამართლოში გამოძახებასთან დაკავშირებით; ასევე უსაფუძვლო და არაპროპორციული იურიდიული ზომების გამო, მათ შორის ოპოზიციის წევრების დაკავებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ, გამოცხადდნენ „წინა რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებების“ შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე, „რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანია ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა“.„ეს მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამძაფრებს საქართველოში სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს არადემოკრატიული რეპრესიები ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის მქონე ხმების წინააღმდეგ და შეაჩეროს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა. ჩვენ კვლავ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას ევროპის საბჭოს მიმართ თავისი ვალდებულებების შესრულებაში“, – განაცხადეს მომხსენებლებმა.საქართველო არის ერთ-ერთი ევროპის საბჭოს წევრი ათი ქვეყნიდან, რომელიც ექვემდებარება ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურას. ეს მოიცავს მომხსენებელთა რეგულარულ ვიზიტებს, რომლებიც აწარმოებენ მუდმივ დიალოგს ხელისუფლებასთან და პერიოდულ პლენარულ დებატებს, რათა სრულად შეფასდეს სახელმწიფოს პროგრესი და პრობლემები.

ბოლო სიახლეები