პარასკევი, ივნისი 27, 2025

„აფეთქება გვეგონა, ისეთი ხმა იყო…“ – სოფელ ნოსირთან მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან სამგზავრო მატარებელი ავტომობილს შეეჯახა.

„საშინელი ხმა იყო, აფეთქება გვეგონა. სავარაუდოდ, სირენების ხმა ვერ გაიგო“,- ამბობს ინფორმირებული წყარო.

ავტომობილი მარჯვენასაჭიანი იყო, სწორედ ამან გადაარჩინა ქალი. მძღოლს მცირე დაზიანებები აღენიშნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა მელია – ციხეში, სიზმარისეული მდგომარეობაა, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს – ამაზე...

რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს. ამაზე ნაკლები სცენარით, ეს ჩვენი თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.ნიკა მელიას განცხადებით, „რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს და საკუთარი „მე“ წაგვართვას".„გამარჯობა და გამარჯვება! მართალია საბჭოთა კავშირი კი შემოგვიბრუნდა აწმყოში და უნდა ჩვენი გონება სულ წარსულს ეპოტინებოდეს, თუმცა წარმოუდგენლად დიდი პატივია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც თავგადასავლიან ცხოვრებას მოითხოვს და ამაში გასაკვირი არაფერია.ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე! ამ და ასეთ ბრძოლაში პრინციპულები გაიმარჯვებენ, პრინციპულობით გავიმარჯვებთ. ასე მჯერა, ასე ვიცი, ასე მიბრძოლია და ასე ვიბრძოლებთ. მაგრად მახარებს შეუპოვრების რაოდენობა, შემგუებლებს ცვლილება არასოდეს მოუტანიათ.რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს, საკუთარი „მე“ წაგვართვას.არ გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლის ძალა, რაც ყველასთვის მოულოდნელ მომენტში გამარჯვების ენერგიად გადაიქცევა და ნაკუწებად ვაქცევთ მილიარდერის ბადეს, რომელშიც ყველანი ვართ გახლართულები, მათ შორის თვითონაც.მოკლედ, რაც არ უნდა ბედნიერების ხრონწით ხმაში ამბობდნენ, რომ თუ ჩვენს პარლამენტს არ აღიარებენ, მაშინ ყველანი ციხეში წავლენო, აი ზუსტად ასეთ დილიხორში მყოფები დაიშლებიან, როგორც ქიმიური შენაერთი სინჯარაში.საქართველო ვერ გახდება ბიძინასი და რუსების, ჩასუნთქული გვაქვს უკვე თავისუფლების ჰაერი და ძალიან ბევრს მენტალურად დატოვებული გვაქვს საბჭოთა კავშირი და ვაპირებთ მისი ყველა კარი სამუდამოდ გამოვიხუროთ!აქ კი, რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს. ამაზე ნაკლები სცენარით, ეს ჩვენი თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს.ყველას მოკითხვა, მაგრად იყავით! მოკითხვა სართულის მეზობელს - გიორგის, მოკითხვა ქვედა სართულის მეზობლებს- ნიკას, ზურას, ირაკლის, მამუკას და ბადრის. მოკითხვა გივი თარგამაძეს! მოკითხვა სხვა ციხეში მყოფ სინდისის პატიმრებს”, - ნათქვამია წერილში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ფაზისის აკადემიის წევრად აირჩიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაზისის აკადემიის 1752 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა გია კვაშილავამ ფაზისის აკადემიის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფაზისის აკადემიის XXVI სამეცნიერო სესია გაიმართა. სესიას, რომელიც გახსნა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა, ესწრებოდნენ სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრები და აკადემიის წევრები. დოქტორ გია კვაშილავას თქმით, ფაზისის აკადემიისთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ფაზისის აკადემიის წევრთა რიგებში მიღება.„თვალსაჩინო და მნიშვნელოვანია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის წვლილი მეცნიერების განვითარებაში, განსაკუთრებით კი, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში. ვფიქრობ, მისი წევრობა კიდევ უფრო გააძლიერებს ფაზისის აკადემიის ინტელექტუალურ პოტენციალს და გახდება ახალი სამეცნიერო იდეების, ახალი თანამშრომლობის სტიმული. ვულოცავთ აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაზისის აკადემიაში გაწევრიანებას და ვუსურვებ მას წარმატებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში“, - აღნიშნა გია კვაშილავამ.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტსა და აკადემიის XXVI სამეცნიერო სესიის მონაწილეებს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, გასული საუკუნის 70-იან წლებში ეროვნულად მოაზროვნე ქართველმა მამულიშვილებმა ისტორიული ფაზისის აკადემია აღადგინეს. 1974 წლის 29 ივნისს, აკადემიის აღდგენის დოკუმენტს ხელი მოაწერეს სასიქადულო ქართველმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ილია ვეკუამ, საქართველოს კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა, საქართველოს საზოგადოება „ცოდნის“ პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დამიანე გოგოხიამ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ჩიტაიამ. აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია გახლდათ აკადემიის პირველი პრეზიდენტი, ხოლო სხვადასხვა დროს, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტები იყვნენ პროფესორი ილია ტაბაღუა, აკადემიკოსი ცოტნე მირცხულავა და პროფესორი ნუგზარ ნადარაია. ფაზისის აკადემიის დამფუძნებელთა კრების წევრები იყვნენ ქართული საზოგადოების მხრიდან დიდად დაფასებული და ავტორიტეტული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები: სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ამირანაშვილი, ანდრია აფაქიძე, პავლე ინგოროყვა, ეგნატე ფიფია, თეოფანე დავითაია, შოთა ძიძიგური, კონსტანტინე ბარამიძე, ლეონიდე გორგილაძე, მიხეილ დარასელია, ზურაბ ანჩაბაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ლევან ფრუიძე. დავით გურგენიძის თქმით, დღეს ფაზისის აკადემია გვახსენებს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს, ინტელექტუალური და სულიერი მემკვიდრეობის ღრმა ფესვებს, საიდანაც თანამედროვეობის სახელოვანი მეცნიერები აგრძელებენ დიდ მეცნიერთა გაკვალულ გზას და იკვლევენ კოლხეთის ისტორიას.„ფაზისის აკადემიის როლი ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში განსაკუთრებით ფასეულია. ის არა მხოლოდ ინარჩუნებს ჩვენს კულტურულ იდენტობას, არამედ იძლევა ნიადაგს ახალი იდეებისა და ინოვაციების გასაღვივებლად. მეცნიერთა თაობები, რომლებიც ამ აკადემიიდან მოდიან, გვახსენებენ, თუ რამდენად აუცილებელია საზოგადოებაზე ორიენტირებული მოღვაწეობა. უდიდესი პატივისცემის ნიშნად, მინდა აღვნიშნო, რომ სიგელი, რომელიც აკადემიის პრეზიდენტმა გადმომცა, არ არის ჩემი პირადი მიღწევა, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის დაუღალავი შრომის შედეგი. იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენს საერთო მიზანს - განათლებული, პროგრესული და მეცნიერებაზე დაფუძნებული საქართველოს მომავლის აშენებას. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, ფაზისის აკადემიის XXVI სამეცნიერო სესიაზე სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მანქანების დეპარტამენტის პროფესორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ფაზისის აკადემიის წევრმა გელა ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება თემაზე - „მეწყერსაშიშ ზონებში ლითონის ნარანდიანი ხიმინჯების გამოყენების მეთოდები“.

 ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია-პაატა ბურჭულაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებ

ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, - ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს.პაატა ბურჭულაძის განცხადებით, რუსთაველის პრემია მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაუყადაღა, რადგან „უნდა, რომ მიითვისოს“.„ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯილდო მაქვს მიღებული, თითქმის 150-ზე მეტი. ესაა როგორც მსოფლიოს ქალაქების საპატიო მოქალაქეობა, ასევე დიდებული და უძვირფასესი ადამიანების ჯილდოები. ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, უფრო სწორად ბიძინა ივანიშვილმა დამიყადაღა რუსთაველის პრემია, რომელსაც მე უკვე 1991-1992 წლებიდან ვიღებდი და ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მე მას უნდა გადავუხადო ეს პრემია და მან უნდა მიითვისოს. ვნახოთ, მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, რუსთაველი მაინც რუსთაველია“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ირაკლი კობახიძე – შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყოფა

შემდეგი ორი წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.„რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, აქ მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და იგეგმება დამატებით 120 მლნ ლარის გამოყოფა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. ეს სერიოზული ინვესტიციაა, თუმცა გეგმის მიხედვით ამ ინვესტიციამ უნდა მოგვცეს მთლიანობაში ჯანდაცვაში 150 მლნ ლარის ეკონომია. აქტიურად წარიმართებოდა ამაზე მუშაობა და შესაბამისი პროგრამა აუცილებლად განხორციელდება და ეს დაფინანსებაც იქნება გამოყოფილი “, – განაცხადა კობახიძემ.

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში, მოახლოებულ გამოცდებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, პატრიარქი გამოცდის წინ, აბიტურიენტებს დალოცავს.„კვირას, 29 ივნისს წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაილოცებიან აბიტურიენტები. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები