ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა. იგი ინფექციურ საავადმყოფოში 6 ივნისის შემდეგ მკურნალობდა. წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაცვალების უკვე მეორე ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, „პაციენტს ყირიმ-კონგოს ცხელება 6 ივნისს დაუდასტურდა და გუშინ, 10 ივნისს გარდაიცვალა. 35 წლამდე მამაკაცია, რომელიც ინფექციურ პათოლოგიის ცენტრში გადიოდა მკურნალობას“,- გვითხრეს ცენტრში.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ლაბორატორიულად დადასტურებული წელს მესამე შემთხვევაა. გასულ აპრილში სოფელ რუსთავში ყირიმ-კონგო 70 წლამდე კაცს დაუდასტურდა. იგი თავს კარგად გრძნობს. მაისში კი სოფელ რუსთავში 50 წლამდე ქალი დაავადდა, რომელიც ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.