აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას მოუწოდებს, მობილიზაციის შესახებ კანონს გადახედოს და ჯარში გასაწვევი ასაკი 18 წლამდე დაწიოს.
ამის შესახებ „ასოშიეითედ პრესი“ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
როგორც მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვით აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ უკრაინამ ომში გასაწვევი ასაკი 25-დან 18 წლამდე დაწიოს, რათა შეძლონ სამხედრო ასაკის მამაკაცთა ჯგუფის გაფართოება. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინას უფრო მეტი სამხედრო სჭირდება საომარი მოქმედებების ჩასატარებლად.
სააგენტო ასევე ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ ლიდერებთან შეხვედრის დროს ისმენს მათ შეშფოთებას საკითხზე, რომ უკრაინას არა იარაღის, არამედ სამხედროების არასაკმარისი რაოდენობა ჰყავს.