სანამ თავისუფლების მოედანზე შეკრება დაიწყება, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, თბილისის ქუჩებში მსვლელობას დილიდან მართავენ. ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ მოტომოყვარულები – სწორედ აქედან აიღო სტარტი ბაიკერების მსვლელობამ. “კურიერი“ მსვლელობის მონაწილეებს გაესაუბრა.
“ვართ ქართველი მოტომოყვარულები, ასე ვთქვათ, ბაიკერები შეკრებილი. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას “ქართული ოცნების“ მიმართ. მთავარი არის ქვეყანაში მშვიდობა – ამიტომაც ვართ შეკრებილი, რომ გვინდა მშვიდობა, გვინდა ერთიანად და კარგად ყოფნა. მას შემდეგ, რაც მოვივლით ამ მარშით თბილისის ქუჩებს, შემდეგ მივალთ უკვე თავისუფლების მოედანზე,“ – აცხადებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი.
“ასეთი აზრია საზოგადოებაში, რომ ბაიკერები სხვა მხარეს დგანან და არ ვდგავართ. მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – ვდგავართ ამ მხარეს და ჩვენც ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს, რომ გვინდა ევროპა. გვაქვს დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება – ამიტომ ვუჭერთ მხარს “ქართულ ოცნებას, – აცხადებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი.