ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

არ ვიცი რომელი ევროპელი მაღალჩინოსნის თუ დაბალჩინოსნის განცხადება გინახავთ, სადაც ისინი ემხრობიან მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებას – ლევან სანიკიძე

პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც “მოლოტოვის კოქტეილებით” თავდასხმა დაგმო, თქვა რომ მსგავსი იარაღის გამოყენება ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება.

“თუკი მოლოტოვის კოქტეილის სროლა ტერორიზმია, თუკი საქართველოში მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ენჯეო “სირცხვილია” აწარმოებს, მაშინ რა გამოდის, რა ფინანსდება ევროკავშირის ფულით”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილის პოსტს აფასებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან სანიკიძე.

“არ ვიცი რომელი ევროპელი მაღალჩინოსნის თუ დაბალჩინოსნის განცხადება გინახავთ, სადაც ისინი ემხრობიან მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებას. ევროპის მიმართ ბევრად უფრო მაღალი შთაბეჭდილება და დამოკიდებულება მაქვს. მიმაჩნია, რომ ისინი საქართველოში აფინანსებენ მონასტრების აღდგენას. ნაკლებ ყურადღებას გავამახვილებ, სახელი და გვარი უნდა თქვას და პროექტი უნდა თქვას, სადაც ასწავლიდნენ ადამიანებს მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

შალვა პაპუაშვილის პოსტს გამოეხმაურა ასევე პარტიის “გახარია საქართველოსთვი” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური.

“ნამდვილად, მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის კატეგორიულად მიუღებელი – ჩვენთვის ყოველთვის ასე იყო. იმისთვის არის სახელმწიფო სახელმწიფო, რომ თუ დანაშაულს აქვს ადგილი, დამნაშავე თავისი მაყრი მტკიცებულებებით იჯდეს ციხეში.

მოლოტოვის კოქტეილის სროლა ყოველთვის იყო, დღესაც არის და ჩვენ გუნდისთვის ყოველთვის იქნება კატეგორიულად მიუღებელი”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ, ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირი აშშ-სთვის ვაჭრობის სფეროში ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.„ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ. ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა. როგორც იცით, „ნატო-ს“ მე ვაიძულე, ასობით მილიარდი დოლარი გადაეხადა. ისინი გაცილებით უკან იყვნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გთხოვთ გაავრცელოთ-თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება მას მძიმე დაავადების დასამარცხებლად მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება

ახალგაზრდა ქალს, თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ინფორმაციას თეონა თავად ავრცელებს და მძიმე სენის დამარცხებაში ხალხის დახმარების იმედი აქვს.მას დაუდგინდა იუნგის სარკომა. უკვე ჩაიტარა ორი ოპერაცია, ასევე გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი, რამაც ამ ეტაზპე, სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელი კომბინირებული მკურნალობის კურსის გასავლელად ესაჭიროება საზღვარგარეთ გამგზავრება.თეონა მუსელიანი ახალგაზრდა მხატვარ-დიზაინერია. ასევე მოქმედი მოცეკვავე-ქორეოგრაფი. მძიმე დაავადების გამო, თეონა ყველა მის საქმიანობას იძულებით ჩამოსცილდა.დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკიGE04BG0000000594641293  მიმღები - ცირა მუსელიანითიბისი ბანკიGE47TB7413345068100038 მიმღები - თეონა მუსელიანი

დონალდ ტრამპი – შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირების შესამცირებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ჩვენ ამჟამად რუსეთის მიერ წამოყენებულ ყველა პირობას განვიხილავთ, დაახლოებით ხუთი ან ექვსი პირობაა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირების შესამცირებლად.ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია კრემლის მიერ დასახელებულ პირობებს სიღრმისეულად სწავლობს.„ჩვენ ამჟამად ყველა პირობას განვიხილავთ, არის დაახლოებით ხუთი ან ექვსი პირობა. ჩვენ ყველა მათგანს ვიკვლევთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, უკრაინასთან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან და უკრაინასთან. ეს მეტ-ნაკლებად კარგად მიმდინარეობს, თუმცა ეს ისეთი სიტუაციაა, რომლის შესახებაც არასოდეს უნდა გვეფიქრა. ეს არასოდეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ დიდ პროგრესს ვაღწევთ, ამის თქმა შემიძლია. მიმდინარეობს ძალიან დიდი და დეტალური მოლაპარაკებები ორივე ფრონტზე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.მისივე შეფასებით, მოლაპარაკებები რთული და კომპლექსურია, მაგრამ გამოთქვამს იმედს, რომ მხარეები შეძლებენ დიალოგს და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა

UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას სახელი ესპანეთის ქალაქ ტოლედოს ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა.ღონისძიება ტოლედოს ევროპის სპორტის ქალაქად აღიარების პროგრამის ფარგლებში შედგა. გადაწყვეტილება ქალაქის ხელმძღვანელებმა მერთან, კარლოს ველასკესთან შეთანხმებით მიიღეს.„ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, როცა ქალაქი ტოლედო ასე მაფასებს. აქაურობასთან ბევრი ემოცია მაკავშირებს და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ილია თოფურიამ.28 წლის მებრძოლმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ხოლო ის ოქტომბერში წარმატებით დაიცვა. მიმდინარე წლის დასაწყისში თოფურიამ განაცხადა, რომ ქვემსუბუქ დივიზიონს ტოვებს და ასპარეზობის გაგრძელება მსუბუქ დივიზიონში (70 კგ) სურს.ასევე ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ მეტსახელი შეიცვალა. ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან მას „ლეგენდა“ (La Leyenda) ერქმევა.ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. 2015 წელს პროფესიონალთა შორის მისი დებიუტი შედგა. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს, ფედერალური ბიუჯეტიდან ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურის დაფინანსება შეწყდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს, ფედერალური ბიუჯეტიდან ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურის დაფინანსება შეწყდეს.„მე მსურს ამის გაკეთება. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან უსამართლოა. ისინი ძალიან მიკერძოებულები არიან. მედიაში უკვე საკმარისი რაოდენობის ლიბერალური შინაარსია. ეს ფულის ფლანგვაა“, – განაცხადა დონალდ ტრაპმა.რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურის ხელმძღვანელების მოსმენა მოითხოვა სამთავრობო ეფექტიანობის ქვეკომიტეტის სხდომაზე. საინფორმაციო მედიის ხელმძღვანელები ჩვენებას ხვალ მისცემენ.

ბოლო სიახლეები