ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

არ გაიარო თავდახრილმა ჩემს გამო,შვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია

ტარიელ ხარხელაურის წერილი შვილს:

 

ჩემო ბექა!

ამ წიგნის დასრულებაც მოვასწარი… ვერც ამ წიგნში ავუარე გვერდი ტკივილებს, შენდობას გთხოვთ შენც და მკითხველსაც, მაგრამ რა ვქნა, ჩემგან ნურც შენ და ნურც მკითხველი იმაზე მეტს ნუ მოითხოვთ, რამდენის ატანაც ჩემს ძალღონეს აღემატება. ჩათვალეთ, რომ თქვენს წინ დგას ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიან, რომლისთვისაც საწუთისოფლო ტკივილი უცხო არაა. მტკივა, შვილო! მტკივა უშენობა… ამას ჩემი ქვეყნის ტკივილი დაუმატე და წარმოიდგინე – შემიძლია თუ არა ცრემლის გარეშე ვისაუბრო შენზე და მამულზე.
ვიცოდი, რომ შენ ჩემზე უკეთ შეგეძლო სამშობლოს მსახურება. სწორედ შენი დაბადების შემდეგ დაიწერა „ვერკვლის ციხე“ და რომ არა შენი იმედი,- ვერ იქამს წუთისოფელი, ფეხებზე დამიკიდოსა, – სტრიქონების თქმას ვერ გავბედავდი.
არ გაიარო თავდახრილმა ჩემს გამო, შვილო,
ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია, –

ამის თქმაც შენით გულმოცემულმა გავბედე. ამის შემდეგ მინდოდა შენ გაგეგრძელებინა ეს სიტყვები, შენ ჩემზე უკეთ მოგიხდებოდა, მაგრამ ეტყობა არც მაინცდამაინც იქაურ დიდ საქართველოს ულხინს, რადგან წინა საუკუნის დასასრულს, ახალი საუკუნის დასაწყისში და ახლაც ბევრი ჯიშიანი ვაჟკაცი შეუერთდა სულეთის მხედრობას.
ქედს ვიხრი თქვენი ხსოვნის წინაშე, თუმცა არც იმაში ვარ დარწმუნებული, ხსოვნა ვის უფრო გვჭირდება;თქვენ, მარადისობის ბინადართ თუ ჩვენ, ხიზანთ წუთისოფლისას.

ნუ შეგაკრთობთ ცრემლი, რომელიც კაცის თვალებიდან იღვრება. ეს ყველა მამის ცრემლია, რომელიც არა თუ არ ჩამოუვარდება დედის ცრემლს, შეიძლება კიდევაც გადაამეტოს ტკივილთა სიმძაფრეში. ღმერთმა დამიფაროს, რომ მარტო ჩემს სატკივარს ვჭირისუფლობდე, ყველას შვილს დავტირი, ყველას ტკივილი მტკივა და თუ თქვენი გონების თვალი არ ჩათვლის საკმარისად, მე რაც შემეძლო – იმის გადმოწერა მოვახერხე და ამით ჩემი ამ წუთისოფლად ყოფნა ნაწილობრივ მაინც გავამართლე.

მზე ამოდის და მზის სხივში გეძებ,
ვინ დამარწმუნებს, რომ მზე არა ხარ,
ან ცათა ნისლი – და წევხარ მთებზე,
ან იქნებ, შვილო, მოხველ ბალახად.
იქნებ ხარ მთვარე, წუხელ რომ ვსდიე
და, რომ დამტოვა მთების აჩრდილად,
იქნება ზღვა ხარ და ბორგავ ძლიერ,
რომ თვითმკვლელობას გადამარჩინო.
ჭიუხებიდან დაიძრა ქარი,
თენებას მამცნობს ყეფა არწივთა,
მზე ამოჩნდა და ფერები მკრთალი
დაჭირხლულ შუბლზე შემომაფლითა.
ყველგან შენ გხედავ, რაც მზის ქვეშ სუნთქავს,
მგელი ყმუის, თუ გალობს ფრინველი,
შვებას შენ აძლევ სულს თავისუფალს,
ციდან ჩამოგაქვს ხმა საკვირველი.
დაშაშრულ ბაგეს მინედლებს ლოცვა,
შევცოდავ – ზოგჯერ ლოცვებიც მზარავს,
სიცოცხლე, შვილო, უხდება ცოცხალს,
რა უნდა უყოს ჩემსავით მკვდარმა.
იავდრებს, ცაზე ღრუბელი აჩნდა,
ღრუბელი მკვრივი და ტყვიისფერი,
ზურგს უკან მთელი სამყარო დამრჩა,
წინ ქაოსი და ყვითელი მტვერი.
ვდგები – წინ შემკრთალ ნაბიჯს ვაცურებ,
არ მაპატიებ შენ ამ დაცემას,
სამყარო ისეც ცრემლში დაცურავს,
რა უნდა უყოს ჩემმა ნაცრემლმა.
ვფანტავ ყველაფერს ღრუბლების ჩათვლით,
თუ რამე დამხვდა ხელისშემშლელი,
ვიცოცხლებ შენი ღიმილის ხათრით,
ვიცოცხლებ ისე როგორც შეგშვენის…
უარვყავ ჟამი ქარების ჩათვლით,
მე წუთისოფლით უკმაყოფილომ,
ვიმღერებ შენი ღიმილის ხათრით –
როგორც არ უნდა მძულდეს მსოფლიო.

ტარიელ ხარხელაური

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას

ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი წერს.როგორც კალასი წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, განაახლოს თანამშრომლობა ბირთვულ პროგრამაზე.ამასთან, კაია კალასი აღნიშნავს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად განახლებას.„ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობა უნდა განახლდეს. ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ამას. ხელშეკრულებიდან გასვლის ნებისმიერი მუქარა არ უწყობს ხელს დაძაბულობის შემცირებას“, – წერს კალასი.როგორც ცნობილია, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანმა უარი თქვა ამერიკულ მხარესთან ბირთვული პროგრამის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე.

„მეორე ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა… დედა მძიმედაა და არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს…“ – იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.დედამ მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი იცის.„გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა - მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს... ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო...“.26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში, გუშინ გარდაიცვალა.მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

„რუსთავი 2-ის“ მუსიკალური მეგა შოუს, „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი გახდა.მან მაყურებლის ხმების 57.93% მიიღო. გამარჯვებულს თბილისში ბინა და არაერთი პრიზი გადაეცა.„რუსთავი 2-ის“ მუსიკალურ პროექტს სამი ფინალისტი ჰყავდა, რომლებმაც კომპოზიტორების დაწერილი ორ-ორი სიმღერა შეასრულეს.

“ამას რაღა გააჩერებს” – მეწყერი ხარაგაულის სოფლებში

ხარაგაულის ორ სოფელში - ხემაღალსა და ღვერკში დაახლოებით ორი კვირის წინ მიწას ნაპრალები გაუჩნდა და გზები დაიბზარა.ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ ნაპრალების ზომაც და რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. ოჯახების ნაწილი გაასახლეს, დარჩენილები ამბობენ, რომ ღამით შიშით იძინებენ.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ დახეთქილი მიწა ზოგიერთ სახლთან სულ რამდენიმე მეტრშია. ზოგან მიწა ჩავარდნილია. ზოგ ადგილას ნაპრალმა ყანა შუაზე გაყო.მარადი გელაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სტიქიის გააქტიურების მიზეზი ისიც იყოს, რომ 2020-2021 წლებში, რკინიგზის მიხვეულ-მოხვეული მონაკვეთების შესამცირებლად, სოფელ ხემაღლის მთის ფერდობი ჩამოჭრეს. კლდოვანი ქანები ტრაქტორებს აზიანებდა აფეთქებაც დასჭირდათ - შეიძლება წონასწორობა ამანაც დაარღვიაო.“აფეთქების შედეგად გამოტანილი ქვა-ღორღის მასაც იქვე ახლოს ხეობაში გაშალეს. შემდგომ წლებში ეს ყველაფერი აისახა რკინიგზასთან სიახლოვეს რამდენიმე სახლზე. შემდეგ ალაგ-ალაგ ორივე სოფლის ტერიტორიაზეც გაჩნდა მცირე ზომის დაზიანებები, თუმცა აქედან საგანგაშო არცერთი არ ყოფილა.წლევანდელი დიდთოვლობის და შემდგომში გაზაფხულზე მოსული ინტენსიური წვიმების შემდეგ, პირველ ივნისს სოფლის გზაზე შევამჩნიეთ ჩავარდნილი მონაკვეთები. 7-8 ივნისს რამდენიმე სახლზე გაჩნდა ბზარები, რომლებიც მალევე გაიზარდა”, - წერს მარადი გელაშვილი.“ამ პროცესს რაღა შეაჩერებს” - წერს სოფელ ღვერკის გვერდითა სოფელში - სარგვეში მცხოვრები ქეთევან ცისკაძეც, რომელიც ზესტაფონამდე ღვერკის გზის გავლით მიდიოდა ხოლმე.“მეწყრული ზონა ჩემი სახლიდან სამ კილომეტრშია”. - გვეუბნება ის.ამ გზაზე გადაღებულ ფოტოებშიც კარგად ჩანს მიწის დაბზარული მონაკვეთები.

სულაკაურის გამომცემლობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სულაკაურის გამომცემლობა ავრცელებს.„ქართულ მთარგმნელობით სკოლას ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გამოაკლდა. სწორედ მან თარგმნა მარსელ პრუსტის საეტაპო ნაწარმოების „დაკარგული დროის ძიებაში“ _ პირველი წიგნი „სვანის მხარეს“ და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია პრუსტის პოპულარიზაციას ქართველ მკითხველში. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ სოფიოს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ბოლო სიახლეები