ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026

არჩილ თალაკვაძე: ჯორჯ კენტის განცხადება გამგებმა კარგად უნდა გაიგოს და ოპოზიციამ მანდატები აიღოს

ყოველი დღე, როცა ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ არის წარმოდგენილი, არის დაკარგული დრო მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის, – ასე გამოხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებას.

თალაკვაძის თქმით, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ჯორჯ კენტის განცხადება გამგებმა კარგად უნდა გაიგოს.

„მსურს, ჯორჯ კენტს მადლობა გადავუხადო იმ შეფასებებისთვის, რაც სენატში განხილვაზე ჰქონდა. მან ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობიდან დღემდე, საქართველოს დასავლური კურსიდან არასოდეს გადაუხვევია, ჩვენ მტკიცე პარტნიორობა და მეგობრობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ობიექტური შეფასება, რასაც წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ საქმით და პოლიტიკური განცხადებებით აძლიერებდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი საქართველოში პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისა და კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდებს. ჯორჯ კენტის თქმით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

რაც შეეხება მის კომენტარს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეს გამგებმა კარგად უნდა გაიგოს. ხელისუფლება პარლამენტშია წარმოდგენილი, მმართველ გუნდს მოლაპარაკებების პროცესში ძალიან კონსტრუქციული პოზიციები ჰქონდა. ჩვენი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა და პრინციპული მზადყოფნა გვქონდა, კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელი მოგვეწერა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ნათელია, ვის ეხება ეს მნიშვნელოვანი განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას, მართოს ქვეყანა, სრულად აცნობიერებს“, – აღნიშნავს თალაკვაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი მანდატები უნდა აიღონ და საკანონმდებლო საქმიანობა წარმართონ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკავშირი უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას

ევროკავშირი უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ყოველდღიური მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.„პირველ რიგში, ევროკავშირი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენასა და განახლებაში. ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ და მთავრობის წარმომადგენლები უკვე ამზადებენ შესაბამის სტრატეგიას რეკონსტრუქციისა და დაცვისთვის მომავალი ზამთრისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.ამასთან, ზელენსკის თქმით, ევროკავშირის სანქციების ახალ, მე-20 პაკეტზე ისაუბრეს.„ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთზე სანქციების ზეწოლა გააგრძელებს მუშაობას და ეფექტურად იმუშავებს. მადლობა დიდ ბრიტანეთს ახალი სანქციებისთვის. ავსტრალიამაც წარმოადგინა სანქციების ახალი პაკეტი, ახალმა ზელანდიამაც, ასევე კანადამ. გარდა ამისა, არის მხარდაჭერის პაკეტი კანადიდან. ასევე არის ახალი გადაწყვეტილებები ხორვატიიდან. ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ პარტნიორები ჩვენთან არიან, უკრაინასთან. მარტში ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ დიპლომატიურ მუშაობას, ბევრი რამ უკვე დაგეგმილია. ეს დღე ჯერ არ დასრულებულა – კიდევ ბევრი მოლაპარაკებები იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ნათია თურნავა – კომერციული ბანკები ვალდებული არიან, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იმოქმედონ

მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათიამ თურნავამ დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.თურნავას თქმით, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას.„იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სალომე ზურაბიშვილი “იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე – მოსალოდნელი შედეგი იყო, თავიანთ თავში უნდა მოძებნონ კითხვები და პასუხები

რაც მოხდა, მოსალოდნელი შედეგი იყო და თავიანთ თავში უნდა მოძებნონ კითხვები და პასუხები, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას.სალომე ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული მედიები მედიაროლიდან „გასულები არიან“ და ასრულებენ „პროპაგანდისტულ ფუნქციას“.„რეალურად თავად დაიწყეს თავისუფალი მედიის დახრჩობა, ხოლო დღეს რაც ხდება არის ის შედეგი, რაც მოჰყვება ამგვარ პროპაგანდისტული მედიების ქმედებებს. ყველაფერს აქვს თავისი შედეგი და იმდენად გავიდა ეს პროპაგანდისტული მედია ჩვეულებრივი მედიაროლიდან, რომ რაც დღეს მოხდა, იყო მოსალოდნელი შედეგი და თავიანთ თავში უნდა მოძებნონ კითხვები და პასუხები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისკენ, როგორ შეიქმნას „კონსოლიდირებული ალტერნატივა“.„ყველას კარგად ესმის საზოგადოებაში და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიდანაც არის მოთხოვნა, რომ დაინახონ, რა იქნება ალტერნატივა. ყველა ხვდება, რომ ეს რეჟიმი ასე ვერ გაგრძელდება, სიცოცხლისუნარიანობას ნელ-ნელა კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში, ამიტომ რაღაც სხვა არის საჭირო, უნდა დაინახო ალტერნატივა. მე ვიცი და ჩართულიც ვარ, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისკენ, როგორ შეიქმნას კონსოლიდირებული ალტერნატივა, რომელიც რეალურად ჩვენი მომავალია და ამ ქვეყნისთვის აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში დონალდ ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო.აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას და გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.„სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებული წვლილისთვის ექვსი ადამიანი ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე პატივი მიაგო ჩარლი კირკის ხსოვნას.აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში, ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მიმართვა“,- აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

ტატა ხვედელიანი – სანქციებს, რომლებიც წესდება დღესდღეობით, პირველ რიგში, იმსახურებს „ქართული ოცნება“

სანქციებს, რომლებიც წესდება დღესდღეობით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმსახურებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“, ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„ის ინდივიდები, რომლებიც სანქცირებული არიან დღემდე, დასანქცირდნენ იმისთვის, რომ ჩაიდინეს ძალადობრივი აქტები ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ მაგალითად, ბოლო დღეებში ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის მიმართ განხორციელებული სანქციები და აქაც, წლების განმავლობაში, ეს ორი ტელეკომპანია პროპაგანდისტულად ფაქტობრივად, ჰიბრიდულ ომში ამყოფებდა ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ხვედელიანმა.მისი თქმით, ეს ტელეკომპანიები მუდმივად ავრცელებდნენ ტყუილს, დეზინფორმაციას.„ისინი ჰიბრიდულ ომში ამყოფებდნენ ჩვენს მოსახლეობას და საზოგადოებრივი აზრის ცვლილებას უზრუნველყოფდნენ წლების განმავლობაში“, – განაცხადა ხვედელიანმა.ამასთან, ხვედელიანმა აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკური ძალა დაბლოკილია ტელეკომპანია „იმედში“.„ჩვენი პოლიტიკური ძალა, მაგალითად, დაბლოკილი არის ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ „იმედის“ მაყურებელს მივმართოთ და ვესაუბროთ მათ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია დღესდღეობით ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ხვედელიანმა.როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, ტელეკომპანიების დასანქცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საბოლოო მიზნისკენ მიმავალი და შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა საქართველოში წარმოდგენილი ელჩების ნაწილის მოწოდებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და იქნებოდა თუ არა სწორი გადაწყვეტილება რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ეს იქნება რთული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ეს მოწოდება მისთვის არ არის ვალდებულების ჭრილში განხილული, როგორც, მისივე თქმით, ეს წამყვანმა აღიქვა.„ჩვენ აღვიქვამთ, რომ არანაირი ვალდებულება არ არის ამის, არანაირი მოწოდებები ამისკენ არ არის მიმართული. შესაბამისად, აქ არის არჩევანის საშუალება, თუმცა ის, რომ დღესდღეობით რუსეთი არის აგრესორი, ის ახორციელებს ომს უკრაინაში, ეს არის ცალსახა და შესაბამისად, სანქციების გვერდის ავლა არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა ხვედელიანმა.შეკითხვაზე, რა უჩენს ეჭვს, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება, რადგან იგივე ყულევის ნავთობის ტერმინალიც ამ კონტექსტში იყო ნახსენები და დღეს პრემიერმა თქვა, რომ მათ კონკრეტული მასალები და მტკიცებულებები მიაწოდეს, თუმცა მაინც იყო წარდგენილი დასანქცირების საკანონმდებლო ინიციატივაში, ტატა ხვედელიანმა თქვა, რომ უნდა განხორციელდეს საერთაშორისო მიუკერძოებელი გამოძიება ამასთან დაკავშირებით და გაირკვეს, რა ვითარებაა.თამთა სანიკიძემ გადაცემის სტუმარს შეახსენა, რომ საქართველოში იყო ჩამოსული დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მისიები, რომლებმაც სანქციებისთვის გვერდის ავლის ფაქტები არ დაადასტურეს და რატომ რჩება მაინც მათ პარტიაში კითხვები და ეჭვები, რაზეც ხვედელიანმა უპასუხა – „რა თქმა უნდა, ჩვენ პარტიაში ძალიან ბევრი შეკითხვები დარჩება და ძალიან ბევრი ეჭვები დარჩება, ვიდრე იქნება „ოცნების“ ხელისუფლება. იმიტომ, რომ ვხედავთ, დღესდღეობით „ოცნება“ რას აკეთებს ყველა მიმართულებით“.

ბოლო სიახლეები