ჩვენი ერთადერთი მოტივაცია და ინტერესია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დააკვირდეს ამ არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული არჩევნები ამ არჩევნების ჩასატარებლად, მხარი დავუჭირეთ ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას პოლიტიკაში, შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი, გავხადეთ გარემო უფრო დემოკრატიული და დღესაც ხედავთ, რომ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია, ჩვენი გუნდი მომავალზეა ორიენტირებული“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება