ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

არჩილ თალაკვაძე: ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუცია უნდა იყოს ძლიერი და მკაცრი

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ქათული ოცნების” სურვილია პარლამენტმა ერთიანი რეზოლუციის მიღება შეძლოს.

” ვენი მიზანი არის ერთიანი ძლიერი რეზოლუციის მიღებაა, სადაც მკაცრი შეფასებები მიეცემა არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიასთან დაკავშირებულ მძიმე დანაშაულებს. ასევე იქნება კონკრეტული მოთხოვნები და ქმედებები, რომელიც უნდა მოჰყვეს ამ ფაქტს. ეს არის გამოძიების ჩატარება,სართაშორისო მონიტორინგის დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და პირველ რიგში ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემა. კონსულტაციები დაწყებულია. მზად ვართ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მოვუსმინოთ და მივიღოთ შეჯერებული გადაწყვეტილბები, როდესაც საქმე ეხება ჩვენი სიცოცხლის ხელყოფას”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანაოგიური განცხადება გააკეთა პარლამენტის თავჯდომარემაც. ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის მიზანია ისაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს საერთო ხედვა დაუპირისპირონ.

“ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები და ეს კონსულტაციები გაგრძელდება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი, ჩვენი მიზანია რომ საერთო ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში. იმედი მაქვს რომ შევჯერდებით ოპოზიციასთან და იმედი მაქვს რომ შესაძლებელი გახდება ერთი კარგი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით.”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავის მხრივ “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საპარლამენტო პარტიებს შორის შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ პარლამენტი ერთობლივი რეზოლუციის შემუშავებას შეძლებენ.

“პარლამენტმა უნდა შეძლოს ერთი ძლიერი სახელმწიფოებრივი რეზილუციის მიღება ამიტომ ამ მიმათულებით ჩვენ მზად ვართ ყველა ნაბიჯის გადასადგმელად. ჩვენ გვქონდა კონსულტაციების პირველი რაუნდი უმრავლესობასთან. ვფიქრობ, რომ მათი განწყობა შესაბამისია და ვფიქრობ, რომ ერთიან დოკუმენტზე შეჯერებას შევძლებთ. არჩილ ტატუნაშვილის საკითი არ არის ერთი პარტიის საკითხი. ქართულმა სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას”-განაცხადა დავით ბაქრაძემ .

უმცირესოლის ლიდერის განცხადებით, კონსულტაციები ამ თემაზე ” ნაციონალურ მოძრაობასთანაც” გაიმართა.

დღეს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა.

ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებმა ერთ საკითხს მიძღვნილ რეზოლუციის ორი პროექტი განიხილეს.

ორივე დოკუმენტი ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას ეხება. რეზოლუციის ერთი პროექტი მმართველმა გუნდმა მოამზადა, მეორე კი ოპოზიციამ.

საპარლამენტო უმრავლესობამ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ რეზოლუცია 2 მარტს დაარეგისტრირა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პედრო სანჩესი – ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ არ დავუკრავთ ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ

ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ არ დავუკრავთ ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.სანჩესის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, განსაკუთრებით თუ მას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მოაქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმ მსხვერპლის, ნგრევისა და ქაოსის დასავიწყებლად, რაც ომმა ახლო აღმოსავლეთში გამოიწვია.„ესპანეთის მთავრობა არ დაუკრავს ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ. ახლა დიპლომატიის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის დროა“, – წერს სანჩესი.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანახმაა, ორი კვირით შეაჩეროს ირანის დაბომბვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იმ პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს.ამასთან, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს.

ჩინეთი აცხადებს, რომ მშვიდობის დამყარებაში „კონსტრუქციულ როლს“ შეასრულებს

ჩინეთი მიესალმა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა არ დაადასტურა ირანთან რაიმე პირდაპირი მოლაპარაკებები, რაც შესაძლოა, შეთანხმების მიღებას დაეხმარა.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მაო ნინი ასევე მიესალმა პაკისტანისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას და დაამატა, რომ ჩინეთმა „საკუთარი ძალისხმევა გასწია“.„ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და ცეცხლის შეწყვეტას“, – განაცხადა მაო ნინმა.​ჩინეთი და პაკისტანი რამდენიმე დღით ადრე შეთანხმდნენ ხუთპუნქტიანი წინადადების წარდგენაზე, რომელიც ერთთვიანი ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენას ისახავდა მიზნად.ხუთი პუნქტი მოიცავდა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას, არასამხედრო სამიზნეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების გარანტირებას და გაეროს წესდების დაცვას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს, ე.წ. კუკუშკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, რკინიგზას ასევე დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები.„რკინიგზას დაემატება თბილისის-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე.ასევე, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, ექვსი საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი – ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება ხუთი შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა

საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ორი მილიონიდან ხუთ მილიონამდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.„შევისყიდით ათ ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. ორი მლნ-დან ხუთ მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას

თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კობახიძის თქმით, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.„გამოქვეყნდა თებერვლის ეკონომიკური ზრდი მონაცემები და თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5% და მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლოს მონაცემებით შეადგენს 104.6 მლრდ ლარს. პირველად, ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მლრდ ლარს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებს, 28 მლრდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მლრდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით. ეს  ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მლრდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები