ოთხშაბათი, აპრილი 1, 2026

არჩილ თალაკვაძე – პრემიერისა და ჩვენი გუნდის პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანა

პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდი ახორციელებს, მიუხედავად იმ დარღვევებისა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, საქართველოს მოუტანა მშვიდობა და სტაბილურობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო დღეს რეგიონში ერთ-ერთი უსაფრთხო სახელმწიფოა, რომელსაც აქვს მზარდი ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მზარდი ტურიზმი.

„პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდი ახორციელებს, მიუხედავად იმ დარღვევებისა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, საქართველოს მოუტანა მშვიდობა და სტაბილურობა. მოუტანა ის, რომ საქართველო დღეს რეგიონში არის ერთ-ერთი უსაფრთხო სახელმწიფო, რომელსაც განუხრელად აქვს მზარდი ეკონომიკური ზრდა, მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელსაც აქვს მზარდი ტურიზმი და სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორებიც, რომელიც დაკავშირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან. პრემიერ-მინისტრის განცხადება პირდაპირ, ერთ-ერთში თანხმობაშია ამ ღირებულებით სისტემასთან და მისწარფებებთან. პრემიერ-მინისტრმა თავისი განცხადებით გამოხატა თითოეული მოქალაქის სურვილი იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში, ჰქონდეს მშვიდობიანი, პროგნოზირებადი მომავალი და საქართველო არ ჩაერთოს ისეთ პროვოკაციაში, რომელმაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას მოუტანოს დესტაბილიზაცია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოვიდა ინიციატივით, რომ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას საკითხს უკავშირდება, ჩაიწეროს დავით ბაშარულის საქმეც.

„რაც შეეხება ოთხოზორიას შემთხვევას, მე დამატებით გთავაზობთ, რომ ჩვენს რეზოლუციაში ავსახოთ დავით ბაშარულის შემთხვევაც, ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც 2014 წელს გაუჩინარდა და ითვლებოდა თვეების განმავლობაში გაუჩინარებულად. შემდეგ მისი ცხედარი იქნა აღმოჩენილი, გამოძიებას ამ მიმართულებით აქვს გარკვეული მონაცემები. ვფიქრობ უპრიანი იქნება, რომ ამ რეზოლუციაში არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სახელების გვედით იყოს მითითებული დავით ბაშარულიც. გიგა ოთხოზორიასთან მიმართებაში საქართველოს მართლმსაჯულებამ გააკეთა ყველაფერი, რათა ამ ფაქტზე გამოძიება ჩატარებულიყო. როგორც იცით მკვლელობაში ბრალდებული პირი გასამართლდა და პასუხისგებაში მიცემული. მის მიმართ მართლმსაჯულების ბოლომდე განხორციელება ვერ ხერხდება იმ მიზეზის გამო, რომ ამას ხელს უშლის რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აბაშიძე-კარასინის ფორმატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტში ამ საკითხის გათვალისწინება არ მოხდება.

„რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის ფორმატს ამაზე მინდა გითხრათ ჩემი პოზიცია. როგორც იცით განცხადებებს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ გამოეხმაურა არაერთ ჩვენი პარტნიორი, აშშ-ის ადმინისტრაცია და ელჩი, ასევე ნატო-ს გენმდივანი. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ამ განცხადებებში საქართველოს მიერ წარმოებული მოლაპარაკებები და ის ფორმატები, რომელსაც საქართველო იყენებს ამ კონფლიქტთან მიმართებაში ცალსახად შეფასებული იყო დადებითად. ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა დააფიქსირა მეორე განსხვავებული აზრი, რომ რომელიმე ფორმატი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის გასაუქმებელი. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კამათი ამ თემაზე მომავალში შეიძლება ჩვენ გვქონდეს, რადგან ერთმანეთს არ ვეთანხმებით, მაგრამ რეზოლუციაში ჩვენი პოზიციაა, რომ ვერ და არ მოხდება ამ საკითხით გათვალისწინება”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანს ფეისბუქ ანგარიში დაუბლოკეს

ირანის ელჩს ალი მოჯანს სოციალური მედია დაუბლოკეს.,,თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი საქართველოში ირანის ელჩის ფეისბუქ ანგარიშის დაბლოკვისა — ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფოტოსურათი ან პუნქტი?-ამის შესახებ ირანის ელჩი პლათფორმა X-ზე წერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ბოლო სიახლეები