ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად

საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს ძლიერ დემოკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Twitter-ში წერს.

მისი თქმით, მმართველი ძალა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს.

„საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს ძლიერ დემოკრატიას. შესაბამისად, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეს არის ის, რაც სჭირდება და რასაც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ქვეყანა“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩინეთი აცხადებს, რომ მშვიდობის დამყარებაში „კონსტრუქციულ როლს“ შეასრულებს

ჩინეთი მიესალმა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა არ დაადასტურა ირანთან რაიმე პირდაპირი მოლაპარაკებები, რაც შესაძლოა, შეთანხმების მიღებას დაეხმარა.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მაო ნინი ასევე მიესალმა პაკისტანისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას და დაამატა, რომ ჩინეთმა „საკუთარი ძალისხმევა გასწია“.„ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და ცეცხლის შეწყვეტას“, – განაცხადა მაო ნინმა.​ჩინეთი და პაკისტანი რამდენიმე დღით ადრე შეთანხმდნენ ხუთპუნქტიანი წინადადების წარდგენაზე, რომელიც ერთთვიანი ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენას ისახავდა მიზნად.ხუთი პუნქტი მოიცავდა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას, არასამხედრო სამიზნეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების გარანტირებას და გაეროს წესდების დაცვას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს, ე.წ. კუკუშკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, რკინიგზას ასევე დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები.„რკინიგზას დაემატება თბილისის-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე.ასევე, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, ექვსი საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი – ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება ხუთი შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა

საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ორი მილიონიდან ხუთ მილიონამდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.„შევისყიდით ათ ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. ორი მლნ-დან ხუთ მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას

თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კობახიძის თქმით, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.„გამოქვეყნდა თებერვლის ეკონომიკური ზრდი მონაცემები და თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5% და მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლოს მონაცემებით შეადგენს 104.6 მლრდ ლარს. პირველად, ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მლრდ ლარს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებს, 28 მლრდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მლრდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით. ეს  ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მლრდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული  საშუალება ,,მეფედრონის“ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.საბაჟო კონტროლის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილი საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, საკვები დანამატებისთვის განკუთვნილ ექვს პლასტმასის ჰერმეტულ ქილაში 6 კილოგრამამდე "მეფედრონის" მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ბოლო სიახლეები