არჩილ თალაკვაძე მიხაელ როთს – როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა

Read Time:33 Second

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის სტატუსს ეხმიანება, სადაც როთი აღნიშნავს, რომ „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია. ყველა ეკლესია, რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას. ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემები: ჩემს შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“.

არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა. „მაიკლ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, არ იცნობ ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა. მართლმადიდებელ ეკლესიას წამება, დარბევა და კირით გათეთრებაც კი გადაუტანია – კრიტიკა რა მოსატანია?!“-წერს არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს
Next post ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მრევლი ვალდებულები არიან, გაუძლონ კრიტიკას. ზოგიერთს ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრობლემები აქვს – ჩემს შემთხვევაში ეს ქართული მართლმადიდებლობაა, ისევე როგორც ისლამი – მიხაელ როთი