პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას უნდა აუხსნას, ევროკავშირში სად და რომელ შეხვედრაზე მოისმინა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ომში არ ჩაერთო.
„სად მოისმინა, რომ საქართველოს უარი უთხრეს იმის გამო, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. სხვათა შორის, ომის დაწყებაზე ეს კომენტარი ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს. ასევე მათი სატელიტი პარტნიორების განცხადებებს საზღვარგარეთ. როგორც ჩანს ზურაბ ჯაფარიძის ეს წამოცდენა-კომენტარი არ არის იზოლირებული და მანდ უნდა გააკეთოს დამატებით კომენტარები ევროკავშირის რომელ შეხვედრაზე მოისმინა ასეთი რამ. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ უნდა, საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს, ახალი არ არის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ოცნების“ ქცევებთან დაკავშირებული კითხვების გამო, გვექნება უარი კანდიდატის სტატუსზე. ესაა კითხვები, რატომაც ვერ ვიღებთ სტატუსს, ესაა პასუხი „ომი გინდათ“ კითხვაზე. ომი კი არ გვინდა, ამ რაღაცების შესრულება გვინდა“.