სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

არჩილ თალაკვაძე: დღეს ატყუებენ ხალხს, რომ გაერთიანდნენ და ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობა შექმნეს, მაგრამ ეს ერთი ძალაა -„ნაციონალური მოძრაობა“დაშლილი სხვადასხვა ფერებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც კოალიციური „ჩრდილოვანი მთავრობა“ წარადგინა, რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება. ამ თემაზე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ილაპარაკა.

„დღეს რასაც ატყუებენ ხალხს და ასაღებენ, რომ გაერთიანდნენ და კოალიციური მთავრობა შექმნეს, ეს მაინც ერთი ძალაა -„ნაციონალური მოძრაობა“დაშლილი სხვადასხვა ფერებში, წარმოდგენილი სხვა და სხვა ნომრებით და ლიდერებიც კი, რომლებიც მაგიდის გარშემო იკრიბებიან, თავის დროზე მათი უმრავლესობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და წარმომადგენელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განმარტა, რომ დღეს თუ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ სხვადასხვა ნომრები და აქვთ სურვილი, სხვადასხვა იდეოლოგიით და ლიდერებით წარდგნენ საზოგადოების წინაშე, ეს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია.

„დღეს პარლამენტი რომ მრავალპარტიულია და თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში იბრძოდნენ სხვა და სხვა პარტიების კანდიდატები, ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში გაატარა ფუნდამენტური, დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ყველა წინა ხელისუფლების და პოლიტიკური თაობის გაცხადებული სურვილი იყო. მაგრამ იმასაც ვხედავდით ისინი ერთს ამბობდნენ და მეორეს აკეთებდნენ. ამახინჯებდნენ კონსტიტუციას, თავის თავზე მოირგეს საარჩევნო კოდექსი, არასოდეს არ შეცვალეს საარჩევნო სისტემა. სანაცვლოდ ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ამ რეფორმების საფუძველზე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებსაც ჰქონოდათ რეალური შანსი, რომ თავი დაეღწიათ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ჯგუფის შანტაჟისგან, თავი დაეღწიათ იმ წარმოუდგენელი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან, რასაც ისინი სხვა პარტიებზე ზეწოლისთვის იყენებდნენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს

უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„რამდენიმე სწრაფი პუნქტი – როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში ან 10 დღეში“, – განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.Axios-სი ასევე წერს, რომ ზელენსკის ამ განცხადევის მიზეზია, ტრამპის მოწოდება, რომ ომი არსებულ საბრძოლო ხაზებზე შეჩერდეს.უკრაინის ლიდერმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ნაწილობრივი ზეწოლის ფარგლებში შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სთხოვს არა მხოლოდ „ტომაჰავკების“ რაკეტებს, არამედ „მსგავს საშუალებებს”, რომლებიც არ საჭიროებენ ხანგრძლივ სწავლებას გამოყენებისთვის.

კახა კალაძე : ,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო”

,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის. ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!''-წერს კახა კალაძე.

ბოლო სიახლეები