სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

არქიმანდრიტი ეფრემი ილია მეორეს: თქვენი პატრიარქობა არის მშვიდობისა და წონასწორობის ფაქტორი ეკლესიაში და ალბათ, ერთადერთი საჭეთმპყრობელი ბრძანდებით, რომელსაც მთელი ერი ასე პატივს სცემს

თქვენი პატრიარქობა არის მშვიდობისა და წონასწორობის ფაქტორი ეკლესიაში და ალბათ, ერთადერთი საჭეთმპყრობელი ბრძანდებით, რომელსაც მთელი ერი ასე პატივს სცემს, – ასე მიმართა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

შეხვედრის ვიდეო-კადრებს საპატრიარქოს ტელევიზია დღეს ავრცელებს.

არქიმანდრიტის თქმით, ღმერთი პატრიარქს გონების ისეთ განათლებას მიანიჭებს-ხოლმე, რომ შეიძლება ითქვას, იგი ყველა სიტუაციას ზებუნებრივი გონიერებით უმკლავდება.

„ჩვენ ძალიან გვიყვარხართ, ძალიან დიდ პატივს გცემთ. დიდი მოკრძალება გვაქვს თქვენდამი და ვმადლობთ ღმერთს, რომ აგრძელებს თქვენს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ღმერთის გარეშე არაფერი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ყოფნა საჭიროა. თქვენ სჭირდებით საქართველოს თქვენ სჭირდებით ეკლესიას. თქვენ სჭირდებით მთელ სამართლმადიდებლოს. ეკლესიის ძალაც ხომ საიდუმლოა. ეკლესიის ის წარმომადგენლები, რომლებმაც თავისი თავი გააიგივეს ეკლესიის ცხოვრებასთან, როგორც თქვენ, ისინი აფრქვევენ საიდუმლო ძალას და მათი ლოცვით ეკლესიაშიც და მღვდელმთავართა შორისაც არსებობს წონასწორობა საჭეთმპყრობელის ლოცვის ძალით. ამიტომ თქვენი პატრიარქობა არის მშვიდობისა და წონასწორობის ფაქტორი ეკლესიაში და ალბათ, ერთადერთი საჭეთმპყრობელი ბრძანდებით, რომელსაც მთელი ერი ასე პატივს სცემს და ასე იღებს.

თქვენს წმინდა პიროვნებას ეს საიდუმლო ახლავს – ის, რომ თქვენ პატივს გცემენ არა მარტო ეკლესიური და მორწმუნე ადამიანები, არამედ არაქრისტიანებიც, მუსლიმანებიც კი პატივს გცემენ. მიუხედავად იმისა, რომ სიზუსტით იცავთ ეკლესიის სწავლებას, გონების ისეთ განათლებას მოგანიჭებთ-ხოლმე ღმერთი, რომ შეიძლება ითქვას, ზებუნებრივი გონიერებით უმკლავდებით ყველა სიტუაციას. ზოგჯერ შეიძლება ამხილოთ კიდევაც ადამიანი, მაგრამ თქვენი მამხილებელი სიტყვაც ყველასთვის ხდება ნუგეში. ეს არის ის საიდუმლო, რომელიც თქვენს პიროვნებას ახასიათებს. შეიძლება ითქვას, რომ არის განსაკუთრებული საღვთო ნიჭი, რომელიც ალბათ ერთეულებს აქვთ, უფრო სწორად კი რჩეულებს. ღმერთის ნამდვილ მონებს.

ხშირად მიფიქრია, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ რომ პატრიარქი გახდით, ეკლესია ფაქტობრივად, ძლივძლივობით არსებობდა. დღეს კი ღმერთის წყალობით უამრავი წევრი ჰყავს ეკლესიას, გაიზარდა სამრევლოები, მორწმუნეები და ხალხიც ეკლესიაში რეგულარულად დადის, მაგრამ როგორც ბრძანეთ, ბევრი ლოცვაა საჭირო, რადგან ძალიან რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ათონზეც უკვე წირვა-ლოცვა აღესრულება ქართულად, რაც თქვენი დიდი ხნის ოცნება იყო. მრავალი წელი არ აღესრულებოდა წირვა-ლოცვა ქართულად ათონის მთაზე.

ქართველი ერი მრავალტანჯული ერია. ძალიან შეგვაყვარა თავი. ათონის მთაზეც ბევრმა შეიყვარა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვატოპედის მონასტერს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და მეგობრობა საქართველოსთან. ბევრი თქვენი თანამემამულე სტუმრობს ჩვენთან“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ეფრემმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარიზში, 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა.„ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული. მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს  შეუძლიათ, გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ - ერთი წლის შემდეგ, როცა პარტიამ აღიარა დაშვებული შეცდომები, მათ შორის მანდატებზე უარის თქმაც.ამის მიუხედავად, ისინი კვლავ ცდილობენ ახსნა მოუძებნონ საკუთარ განცხადებებს, რომლებიც პარლამენტის არალეგიტიმურობას ეხებოდა.პარლამენტში შესვლამდე ერთი დღით ადრე, პარტია რუსუდან თევზაძემ დატოვა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გახარიას პარტიას არ ჰქონდა საფუძველი მსგავსი ბრალდებებისთვის.როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, პარლამენტში ყოფნით, გახარიას პარტიას ახლა მაინც შეეძლება საკუთარი მხარდამჭერების ხმა რეალურად გამოხატოს და არ აჰყვნენ უცხო ქვეყნის დაკვეთას.

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ბოლო სიახლეები