არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. პარტია „დროას“ ოფისში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ.
არსებული ინფორმაციით, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა გვარამიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გვარამია სამართალდამცველებმა დააკავეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
დღეს, რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი ორგანიზაციისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში პოლიცია შევიდა.