ოთხშაბათი, მარტი 5, 2025

არსებული ინფორმაციით, ლილოში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

ლილოს დასახლებაში, რესტორან „კახელებთან“ მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი პირი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯეი დი ვენსი – აშშ-ს სურს უზარმაზარ ფინანსურ ინვესტიციაზე გარკვეული სარგებლის მიღება, აშშ-ის მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფაა, რომ ევროპელები უკეთეს გარიგებას იღებენ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-ს სურს უზარმაზარ ფინანსურ ინვესტიციაზე გარკვეული სარგებლის მიღება.ვენსმა აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინაში თავიანთი მხარდაჭერისთვის სარგებელს იღებენ.„ეს უბრალოდ სასაცილოა და, გულწრფელად რომ ვთქვა, შეურაცხყოფა აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომ ევროპელები უკეთეს გარიგებას იღებენ“, – განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა.კითხვაზე, განაახლებს თუ არა შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, ვენსი ამბობს, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც კიევი მოლაპარაკებებს დაიწყებს.„ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდაზეა“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თქმით, წინსვლისთვის მთავარია, რომ კიევმა პირადად მიაწოდოს მათ ინფორმაცია იმ რესურსების შესახებ, რაც მათ სჭირდებათ.„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, და სწორედ პირადი კომუნიკაციის ნაკლებობა გვაშფოთებს ყველაზე მეტად“, – დასძინა ვიცე-პრეზიდენტმა.ამასთან, ჯეი დი ვენსს ჟურნალისტმა ჰკითხა, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას, რათა ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს, რადგან, ჟურნალისტის თქმით, ჩანს, რომ უკრაინაზე დიდი ზეწოლაა, ხოლო რუსეთზე – შედარებით ნაკლები.„სინამდვილეში, არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მრავალი სანქცია. გვჯერა, რომ რუსეთი ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის ამ კონფლიქტის გამო. გვჯერა, რომ ამ კონფლიქტის დასრულება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინისა და შეერთებული შტატების ინტერესებშიც არის. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე ზეწოლის მოხდენა აუცილებელია, რათა შეწყდეს მკვლელობები, რადგან სწორედ ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკა და სწორედ ეს არის ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესებში“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ილონ მასკი სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას პასუხობს და წერს, რომ „მნიშვნელოვანია მოქმედებები და არა სიტყვები“

მნიშვნელოვანია მოქმედებები და არა სიტყვები, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ მზად არის, იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით მუდმივი მშვიდობის მისაღებად.„მნიშვნელოვანია მოქმედებები და არა სიტყვები. ვნახოთ, როგორი იქნება მოქმედებები“, – წერს მასკი სოციალურ ქსელ X-ზე.ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა. ჩვენ მზად ვართ, სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად“. 

ვოლოდიმირ ზელენსკი – მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა

მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ზელენსკი აღნიშნავს, პარასკევს თეთრ სახლში შეხვედრა ისე არ წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო და სურს, მომავალი კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს.„მინდა, გავიმეორო უკრაინის ერთგულება მშვიდობისადმი. არცერთ ჩვენგანს არ სურს გაუთავებელი ომი. უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიუახლოვდეს გრძელვადიან მშვიდობას. უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის უნდა. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა.ჩვენ მზად ვართ, სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად. პირველი ეტაპები შეიძლება გახდეს ტყვეების გათავისუფლება და ზავი ცაში – რაკეტების აკრძალვა, შორ მანძილზე მოქმედი თვითმფრინავების აკრძალვა, ბომბების აკრძალვა, რომლებიც გამიზნულია ენერგეტიკაზე, სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუყოვნებლივი ზავი ზღვაში, თუ რუსეთი იმავეს გააკეთებს. შემდეგ ჩვენ გვსურს, ძალიან სწრაფად გადავიდეთ ყველა მომდევნო ეტაპზე და ვიმუშაოთ აშშ-თან ძლიერი საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რამდენი რამეც გააკეთა ამერიკამ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დასახმარებლად. და ჩვენ გვახსოვს ის მომენტი, როდესაც ყველაფერი შეიცვალა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას „ჯაველინები“ მიაწოდა. ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის. ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, პარასკევს, თეთრ სახლში ისე არ წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. დადგა დრო, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. ჩვენ გვინდა, რომ მომავალი თანამშრომლობა და კომუნიკაცია იყოს კონსტრუქციული“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.ზელენსკის თქმით, რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ხელსაყრელ ფორმატში.„ჩვენ ვხედავთ ამ შეთანხმებას, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი უსაფრთხოებისა და იმედს უსაფრთხოების მყარი გარანტიებისკენ. მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ის ეფექტურად იმუშავებს“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლიშ, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი 15:00 საათიდან მიმდინარეობდა. თავდაპირველად მხარეებმა საქმეში მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს, შემდეგ კი დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროცესს ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელი, რომელიც წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს.მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა.

ირაკლი კობახიძე – სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რომ მიერთებოდა სანქციებს ან უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები გაეგზავნა, დღეს ქვეყანაში იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე უკრაინაშია.„რეალურად, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ რომ მაშინ მიგვეღო გადაწყვეტილება სანქციებთან მიერთების ან მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის თაობაზე, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი იქნებოდა სრულიად სხვაგვარად, ბევრად უფრო მძიმედ, ვიდრე თუნდაც უკრაინაში არსებული მდგომარეობაა. დღეს ყველაფერს ეფინება ნათელი. რაც რთული აღსაქმელი იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის 2-3 წლის წინ, დღეს ბევრად უფრო იოლი აღსაქმელია“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები