პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა თავდასხმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი.
თავდასხმას პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.