თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მშვიდობასთან ისე ახლოს არასდროს ყოფილან. ამ განცხადებით, მან უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მშვიდობასთან ისე ახლოს, როგორც ამ მომენტში ვართ. პრეზიდენტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს“ – განაცხადა ლივიტმა.
კეროლაინ ლივიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხვალ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.