ვოლოდიმირ ზელენსკის შევთავაზე, რომ დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსზე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დუდა აღნიშნავს, სჯერა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისთვის, აშშ-ის მხარდაჭერის გარდა, სხვა გზა არ არსებობს.
„გულწრფელი საუბარი შედგა ჩემსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გენერალ კიტ კელოგთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრასა და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით. მე ვუთხარი მას, რომ გვჯერა, სისხლისღვრის შეჩერებისა და უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, აშშ-ის მხარდაჭერის გარდა, სხვა გზა არ არსებობს. ამ მიზეზით ზელენსკის შევთავაზე, დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსზე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. მჯერა, კეთილი ნება და გულახდილობა აშშ-ის მოლაპარაკების სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს. ეჭვი არ მეპარება, რომ დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობით გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობისთვის“, – წერს დუდა.