მქონდა თავაზიანი სატელეფონო საუბარი ქალბატონ ზურაბიშვილთან. განვიხილეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, მათ შორის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
ანტონიუ კოშტა აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია.
„ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა.