ხუთშაბათი, მარტი 13, 2025

ანტონიუ გუტერეში – ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ძალების გაყვანა აუცილებელია. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ლიბანში ვიზიტის დასასრულს ისაუბრა.

„ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან და ლიბანის შეიარაღებული ძალების განლაგება სამხრეთ ნაწილში შეთანხმებულ ვადებში. გარდა ამისა, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა გუტერეშმა.

ამასთან, ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე ანტონიუ გუტერეშს კითხვა დაუსვეს ღაზაში ზავის შესახებ, რაზეც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია.

„პირველი დღიდან ვითხოვდი ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, მძევლების უპირობო გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების ღია წვდომას ღაზის მოსახლეობისთვის. მტკიცედ მჯერა, რომ ხვალ დავიწყებთ ამ სამი მიზნით – აღარ იქნება ბრძოლები, ჰუმანიტარულ დახმარებას ექნება გაადვილებული წვდომა და დაიწყება მძევლების გათავისუფლება. ნათელია, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია და ეფექტური განაწილებისთვის ბევრი სირთულე რჩება“, – დასძინა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პუტინთან და სხვებთან, ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე ვართ უკრაინასთან და ვიღებთ კარგ სიგნალებს რუსეთიდან, იმედია, ისინი სწორად მოიქცევიან

სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პრეზიდენტ პუტინთან და სხვებთან. იმედია, მათ სურთ ამ კოშმარის დასრულება. ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე ვართ უკრაინასთან და ვიღებთ კარგ სიგნალებს რუსეთიდან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპმა აღნიშნული ოვალურ კაბინეტში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა.„სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პრეზიდენტ პუტინთან და სხვებთან. იმედია, მათ სურთ ამ კოშმარის დასრულება. ეს კოშმარია, საშინელებაა. მე ვიღებ სურათებს ბრძოლის ველიდან, რომლებიც ისეთი საშინელია, რომ ნახვაც კი არ მინდა. ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე შეგიძლიათ, ნახოთ და ეს უნდა შეჩერდეს. ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ჰყავთ დედები, მამები, დები, ძმები, მეგობრები და ეს უნდა შეჩერდეს. ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე ვართ უკრაინასთან და ვიღებთ კარგ სიგნალებს რუსეთიდან. იმედია, ისინი სწორად მოიქცევიან. ჩვენ გვინდა რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მიწები, რომელთა შენარჩუნება და დაკარგვა შეიძლება და საბოლოო შეთანხმების ყველა სხვა ელემენტი. აქ არის ჩართული ატომური ელექტროსადგური, ვინ მიიღებს ელექტროსადგურს და ვინ მიიღებს ამასა თუ იმას. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ უპირველესი არის ცეცხლის შეწყვეტა. ბევრი ცალკეული საკითხი განიხილეს, ჩვენ განვიხილავდით მიწებს, ვთქვით, რომ ეს არის ის, რისი მიღებაც შეგიძლიათ და ის, რასაც ვერ მიიღებთ, ისინი განიხილავენ ნატო-ს და ნატო-ში ყოფნას. ყველამ იცის, რა არის ამაზე პასუხი. ასე რომ, საბოლოო შეთანხმების ბევრი დეტალი რეალურად განიხილებოდა. ახლა ჩვენ ვნახავთ, არის თუ არა რუსეთი აქ და თუ ასე არ იქნება, ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ვლადიმერ პუტინი – ვეთანხმებით ზავის იდეას, თუმცა არის ნიუანსები, რომლებზეც მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ ამერიკელ კოლეგებთან, შესაძლოა, დავურეკოთ ტრამპს და მასთან განვიხილოთ

ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს, თუმცა გამოვდივართ იქიდან, რომ ეს შეწყვეტა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მიგვიყვანდა გრძელვადიან მშვიდობამდე და აღმოფხვრიდა ამ კრიზისის თავდაპირველ მიზეზებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკასენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„რაც შეეხება უკრაინის მზადყოფნას, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ამერიკულ-უკრაინული შეხვედრა საუდის არაბეთში შესაძლოა, გარეგნულად  გამოიყურება როგორც უკრაინული მხარის მიერ ამერიკული ზეწოლით გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სინამდვილეში, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინულ მხარეს უნდა ეთხოვა ეს ამერიკელებისთვის ყველაზე დაჟინებული გზით იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია ადგილზე. ალბათ ყველამ ნახა, რომ გუშინ ვიმყოფებოდი კურსკის ოლქში და მოვისმინე გენშტაბის უფროსის, დაჯგუფება „სევერის“ უფროსისა და მისი მოადგილის ანგარიში საზღვრისპირეთში, უპირველეს ყოვლისა კურსკის ოლქში არსებულ სიტუაციაზე. რა ხდება იქ? იქ სიტუაცია მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშ არის და დაჯგუფება, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, იმყოფება სრულ იზოლაციაში. უკრაინული ძალების მართვა ამ შემოჭრის ზონაში დაკარგულია. თუ 1-2 კვირის წინ უკრაინელი სამხედროები ცდილობდნენ იქიდან მცირე ჯგუფებით გასვლას, ახლა ეს შეუძლებელია. ისინი ცდილობენ იქიდან გასვლას ორ-სამკაციანი ჯგუფებით, რადგან ყველაფერი ჩვენი სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის. ტექნიკა მთლიანად მიტოვებულია, მისი გაყვანა შეუძლებელია. ის იქ დარჩება, ეს უკვე გარანტირებულია. უახლოეს დღეებში თუ მოხდება ფიზიკური ბლოკირება, მაშინ გასვლას უკვე საერთოდ ვეღარავინ შეძლებენ. იქნება მხოლოდ ორი გზა – ტყვედ ჩაბარება ან სიკვდილი“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, „ასეთ პირობებში უკრაინული მხარისთვის ძალიან კარგი იქნებოდა ზავის მიღწევა თუნდაც 30 დღით. პუტინის თქმით, ამას რუსეთი მხარს უჭერს, თუმცა არის ნიუანსები“„რაში მდგომარეობს ეს ნიუანსები. პირველი – რა უნდა გავაკეთოთ კურსკის ოლქში ამ შემოჭრის მონაკვეთთან დაკავშირებით? ჩვენ თუ ვწყვეტთ საბრძოლო მოქმედებებს 30 დღით, რას ნიშნავს ეს? ყველა, ვინც იქ იმყოფება, უნდა გავიდეს ბრძოლის გარეშე? ჩვენ ისინი უნდა გავუშვათ იქიდან იმის შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს მრავალი დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ? თუ უკრაინის ხელმძღვანელობა მისცემს მათ ბრძანებას, დაყარონ იარაღი და უბრალოდ ჩაბარდნენ ტყვედ? როგორ იქნება ეს? გაუგებარია. როგორ გადაწყდება სხვა საკითხები შეხების მთელი ხაზის გასწვრივ, ეს კი თითქმის ორი ათასი კილომეტრია. იქ კი, როგორც იცით, რუსეთის ჯარები შეტევას ახორციელებენ პრაქტიკულად ყველა მონაკვეთზე და იქაც იქმნება პირობები, რომ ჩვენ საკმაოდ მსხვილი დანაყოფების ბლოკირება მოვახდინოთ.ანუ, როგორ მოხდება ამ 30 დღის გამოყენება? იმისთვის, რომ უკრაინაში გაგრძელდეს იძულებითი მობილიზაცია? იმისთვის, რომ მიაწოდონ იარაღი? იმისთვის, რომ მობილიზებულმა დანაყოფებმა მომზადება გაიარონ? თუ ეს ყველაფერი არ მოხდება, მაშინ ჩნდება კითხვა – როგორ გადაწყდება კონტროლის, ვერიფიკაციის საკითხები? როგორ მივიღებთ გარანტიას, რომ მსგავსი არაფერი მოხდება? კონტროლი როგორ იქნება ორგანიზებული? ვიმედოვნებ, საღი აზრის დონეზე ყველასთვის გასაგებია, რომ ეს სერიოზული საკითხებია. ვინ გასცემს განკარგულებებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და როგორია ამ ბრძანებების ფასი? წარმოგიდგენიათ, თითქმის ორი ათასი კილომეტრია. ვინ განსაზღვრავს, ვინ და სად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო შეთანხმება? და შემდეგ, ვინ ვის გადააბრალებს ამ შეთანხმების დარღვევას? ამ საკითხებს სჭირდება ორივე მხრიდან დეტალური შესწავლა. ამიტომ, თავისთავად იდეა სწორია და ჩვენ მას უპირობოდ მხარს ვუჭერთ, თუმცა არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთანაც, პარტნიორებთან, შესაძლოა, ტრამპს დავურეკოთ და მასთან განვიხილოთ, თუმცა თავისთავად ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულების იდეა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილია“,- აღნიშნა პუტინმა.პუტინმა, ასევე, მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც, მისი თქმით, „ამდენ დროს უთმობს უკრაინაში ვითარების დარეგულირებას“.

თუ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ვერ შეძლო, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება – დიმიტრი ხუნდაძე

გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 7800 აბონენტს დროებით შეუწყდება.კერძოდ, „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 13 მარტის, 22:00 საათიდან 14 მარტის დილის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება:“ბ. ხმელნიცკის II შეს. 6-ში (გაბრიელ სალოსის IV შეს. 4), ბ. ხმელნიცკის ქ. 179, ქ. 181ა (გაბრიელ სალოსის 5ჩ. 6), ბ. ხმელნიცკის ქ. 181ბ (გაბრიელ სალოსის გამზ. 181ბ), ბ. ხმელნიცკის ქ. 63-ის მიმდებარედ (გაბრიელ სალოსის III ჩიხი 9) მცხოვრებ მოსახლეობას, ბ. ხმელნიცკის ქ. 48-ში მდებარე შპს ,,კომპაქტ დეველოპმენტი”-ს, ბ. ხმელნიცკის ქ. 48-კავს-ტექნიკუმის (გაბრიელ სალოსის გამზ. 144), ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 152-ში მდებარე შპს ,,კაპიტალ დეველოპმენტი”-ს, ბ. ხმელნიცკის ქ. 44ა, 44ა-1, 44ა-2, 44ა-3, 44ა-4,ბ. ხმელნიცკის ქ. 48, 48*, 48-კავშირგ. ს/ს, ბ. ხმელნიცკის ქ. 48 (ბ. ხმელნიცკის ქ. 48-6-ის მიმდებარედ, ბ. ხმელნიცკის 8), ბ. ხმელნიცკის ქ. 48ა (გაბრიელ სალოსის გამზ. 138), ბ. ხმელნიცკის ქ. 48დ, 48-1 (გაბრიელ სალოსის გამზ. 156), ბ. ხმელნიცკის ქ. 48-2ა (გაბრიელ სალოსის VI შეს. 3), ბ. ხმელნიცკის ქ. 48-2ბ (გაბრიელ სალოსის VI შეს. 7), ხმელნიცკის ქ. 48-3ა (გაბრიელ სალოსის VI შეს. 5), ხმელნიცკის ქ. 48-3ბ (გაბრიელ სალოსის VI შეს. 13), ხმელნიცკის ქ. 48-3ვ (გაბრიელ სალოსის VI შეს. 11), ბ. ხმელნიცკის ქ. 48-3გ (გაბრიელ სალოსის VI შეს. 9), ბ. ხმელნიცკის ქ. 48-4 (გაბრიელ სალოსის VII შეს. 6), ბ. ხმელნიცკის ქ. 48-4ა (გაბრიელ სალოსის VII შეს. 8), ბ. ხმელნიცკის ქ. 48-4ბ (გაბრიელ სალოსის VII შეს. 10), ბ. ხმელნიცკის ქ. 48-5 (გაბრიელ სალოსის VII შეს. 7), ბ. ხმელნიცკის ქ. 48-6 (გაბრიელ სალოსის VII შეს. 5), ბ.ხმელნიცკის ქ. 48-7 (გაბრიელ სალოსის VII შეს. 3), ბ. ხმელნიცკის ქ. 48-8 (გაბრიელ სალოსის VII შეს. 1), ბ. ხმელნიცკის ქ. 48-9 (გაბრიელ სალოსის VII შეს. 4), ბ. ხმელნიცკის ქ. 48-10 (გაბრიელ სალოსის გამზ. 160), ბ.ხმელნიცკის ქ. 101, 103-1, 103-2, 103-3, 103-4, 147, 147ა, 149, 149ა, 151, 153ა, 155, 157ა, 161, 163, 169, 171, 173, გაბრიელ სალოსის გამზ. 120-ში – შპს “ისანი პლიუსი”-ის, გაბრიელ სალოსის გამზ. 122-ში – შპს ,,ეიმ სითი”-ს, გაბრიელ სალოსის გამზ. 140 (138ა)-ში – შპს “ისანი ბილდინგი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, სერგი წულაძის ქ. 32-ში მდებარე დევნილებით ჩასახლებული კორპუსის, ბ.ხმელნიცკის ქ. 2-ის მიმდებარედ (კორპ. 6ბ), ბოგდან ხმელნიცკის ქ. 53ა-ში (შოთა ნადირაშვილის ქ. 5ა) მდებარე შპს ,,სამიტი კონტსქშენი”-ს საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას, ხმელნიცკის IV შეს. 1-ში მდებარე შპს ,,გეობულინვესტი”-ს, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს შორის (შოთა ნადირაშვილის ქუჩა) მდებარე შპს “დირსი”-ს საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული შპს “ას ჯორჯია”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე საავიაციო დასახლების კორპ. 5, 6, 8, სამგორის ქ. 18, სამრეწველო დასახლების I, II, III ქუჩების (ბესიკ გეთიას, ჯანელიძის), ბ.ხმელნიცკის II შესახვევში კერძო სექტორის მოსახლეობას.აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ და კომუნალურ ობიექტებს, მათ შორისაა: წულაძის ქ. 22-ში – გიმნაზია ,,შავნაბადა”, ბ. ხმელნიცკის ქუჩაზე – ქ. თბილისის # 85, 97, 106 საჯარო სკოლები, # 16 და # 109 საბავშვო ბაგა-ბაღები, ისანი-სამგორის პოლიციის III განყოფილება, სპორტკომპლექსი სტადიონი ,,შევარდენი” (რაგბის კავშირი), შპს ,,ელიტა-ბურჯი”, შპს ,,ქაღალდი პლიუსი”, შპს ,,განახლება”, შპს ,,ისანი +”, შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”, წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი, შპს ,,ავერსის კლინიკა” ააიპ “ძიუდოს კლუბ ჯორჯია”, შპს “თამს”, სს ,,ლიბერთი ბანკი”, შპს ,,ფიტნესს 31″, შპს ,,ელ+”, ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს”, შპს ,,გრინვეი საქართველო” და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული არასაყოფაცხოვრებო ობიექტები.გაზის მიწოდება აღდგენა დაიწყება პარასკევს, 14 მარტის 10:00 საათიდან და დასრულდება 19:00 საათამდე.თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის.გთხოვთ ყურადღებით იყავით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მარია ზახაროვა – რუსეთმა სირიაში, ხმეიმის სამხედრო ბაზაზე ცხრა ათასამდე ადამიანი შეიფარა

რუსეთმა სირიაში, ხმეიმის სამხედრო ბაზაზე ცხრა ათასამდე ადამიანი შეიფარა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა სირიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.„ხმეიმის რუსულმა ავიაბაზამ გაუღო კარი ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც განადგურებისგან ხსნას ეძებდნენ. ისინი ხსნას ეძებდნენ და ესმოდათ, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენმა სამხედროებმა შეიფარეს რვა ათასზე მეტი სირიელი, ეს გუშინდელი დღის სტატისტიკაა, შესაძლოა, ცხრა ათასამდე სირიელი. საუბარია ძირითადად ქალებსა და ბავშვებზე. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო პასუხი კითხვაზე სირიელების ბედში ჩვენს რეალურ წვლილზე“, – თქვა ზახაროვამ.მისი თქმით, რუსეთი შოკირებულია სირიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებით.„მსხვერპლი გახდა უდანაშაულო მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობა. ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია. ის არ შეიძლება, რამით იყოს გამართლებული. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სირიაში მოვლენების განვითარებით და მტკიცედ ვგმობთ მასობრივ ანგარიშსწორებას“, – თქვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.„სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი“ ასევე იტყობინება, რომ ხმეიმიში მდებარე რუსულ ავიაბაზას ათასობით ალავიტმა შეაფარა თავი. ორგანიზაციის ცნობით, 6 მარტს სირიის ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს, რომელთა უმეტესობა ალავიტია. ალავიტების სექტა, რომელსაც სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ასადი წარმოადგენს, შიიტური ისლამის განშტოებაა და სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.„სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის“ ცნობით, ძალადობას გამოქცეულმა მოსახლეობის ნაწილმა – რუსულ ავიაბაზას, ზოგმა კი მთებს შეაფარა თავი.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა.მოსამართლე სათათბიროდ გავიდა და გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. იგი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს. მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ სტიკერი ნამდვილად გააკრა, მაგრამ ტყუილია, რაც დაკავების ოქმში წერია, რომ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.დაკავების ოქმის გაყალბებაზე საუბრობენ ადვოკატებიც. მათი განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება დასტურდება. მათი განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის.დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო, 173-ე მუხლით დააკავეს.საწინააღმდეგოს აცხადებენ მოწმე სამართალდამცველები. მათი თქმით, მზია ამაღლობელი მას შემდეგ დაკაავეს, რაც პოლიციელებს აქციის მონაწილეების დაკავებაში ხელს უშლიდა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები. დაიკითხა ადგილზე მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის „ნეტგაზეთის“ თანამშრომლები. მათი განცხადებით, ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფა არ გაუგიათ.მზია ამაღლობელი 11 იანვარს, გვიან ღამით აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, ერთი საათით დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, ხელმეორედ, უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

ბოლო სიახლეები