გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ომის გამო, უკრაინელი ხალხი ჯოჯოხეთში ცხოვრობს.
„უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად გაუმართლებელია და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა“, – განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს.

