ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024

ანრი ოხანაშვილმა ხაზი გაუსვა პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულ პირთა შრომას, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ ახალ პენიტენციურ კოდექსზე ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ  იურიდიულმა კომიტეტმა 2022 წელს ახალ პენიტენციურ კოდექსზე  იმუშავა, რომელიც 2023 წელს პარლამენტმა მიიღო.

„2022 წელს, როდესაც დაინიცირდა პენიტენციური კოდექსი, აქტიურად ვიმუშავეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში და პარლამენტმა ეს კოდექსი მიიღო 2023 წელს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო მხარდაჭერა და შესაბამისი  სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა მათთვის, ვინც პენიტენციურ სამსახურში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. სწორედ ამ საკანონმდებლო პაკეტით გაიზარდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, ასევე, გაიზარდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები; მსჯავრდებულებს მიეცათ ხანგრძლივი პაემნის უფლება, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში  მოთავსებულ მსჯავრდებულებს ‒ ვიდეოპაემნის უფლება. ყველა სახის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს კი ‒ უმაღლესი განათლების მიღების უფლება. ამ პაკეტით, ასევე,  გაფართოებულია სახალხო დამცველის მანდატი. ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდის ხელწერა, ჰუმანურობის პრინციპზე დაფუძნებით ადამიანის უფლებათა პატივისცემა და ეს მიდგომა სრულად შენარჩუნდება“, ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გივი მიქანაძე – არ გვიკვირს, როდესაც ქალბატონი გრეგოროვა და იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად აკეთებენ განცხადებებს, თუმცა საზოგადოებამ უკვე კარგად გაარჩია, ვინ...

არ გვიკვირს, როდესაც ქალბატონი მარგარეტა გრეგოროვა და რასა იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად აკეთებენ განცხადებებს, თუმცა საზოგადოებამ უკვე კარგად გაარჩია, ვინ რის მხარეს დგას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავს ასაღებენ საქართველოს მეგობრად, ამ დროს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დგამენ ნაბიჯებს. ამასთან, როგორც მიქანაძემ აღნიშნა, რეალურად ხედავენ იმასაც, რომ ევროპარლამენტშიც გაჩნდნენ სამართლიანობის დამცველი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა არ შეიძლება. „ვხედავთ ქვეყნის გარეთ წარმოებულ მორიგ კამპანიას. რადიკალური ფრთის ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდშიც კი სისტემატურად სტუმრობდა უცხოეთს, წინასაარჩევნო კამპანიას ეწეოდა იქ და არა მოსახლეობასთან, რადგან მათ მოსახლეობისთვის არც არაფერი ჰქონდათ სათქმელი. ახლაც გამოჩნდნენ ისეთ ოდიოზურ ფიგურებთან ერთად, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავს ასაღებენ საქართველოს მეგობრად, ამ დროს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დგამენ ნაბიჯებს, აკეთებენ ყველაფერს, რათა გაამყარონ და რაღაც ფორმით აცოცხლონ რადიკალური ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებული დღის წესრიგი. უფრო მეტიც, ისინი არიან დაინტერესებულნი, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. ისინი მხარეს წარმოადგენენ. ეს არასოდეს არც დაუმალავთ და პირდაპირ წინააღმდეგობრივ პოზიციებს აფიქსირებენ, მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. მათი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილთან არის განმსაზღვრელი იმ პოზიციონირების, რომელსაც სამწუხაროდ აგრძელებენ და აბსოლუტურად რეალობისგან და სამართლიანობისგან აცდენილი არიან. აქედან გამომდინარე ასეთი განცხადებები არანაირი სერიოზულ აღქმას ჩვენ საზოგადოებაში არ იწვევს. ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ ქვეყნის შიგნით და ეს ქვეყნის გარეთაც მილევად რეჟიმშია, ერთი და იმავე ოდიოზურ ფიგურებთან აქვთ კომუნიკაცია. რეალურად იმასაც ხედავენ, რომ ევროპარლამენტშიც გაჩნდნენ ჯანსაღი აზრის და სამართლიანობის დამცველი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე ღიად და ხმამაღლა ამბობენ, რომ არ შეიძლება, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა იმ ფორმით, რასაც ევროპარლამენტი ცდილობს წლების განმავლობაში. რაც მთავარია, მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ აბსოლუტურად მისაღებია არჩევნები, რომელიც მაღალი სტანდარტით ჩატარდა 26 ოქტომბერს,  შესაბამისად უფრო ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოსთან, ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის კუთხით. ამიტომ ჩვენ არ გვიკვირს, როდესაც ქალბატონი გრეგოროვა და ქალბატონი იუკნევიჩიენე და სხვა ოდიოზური პირები ნიკა გვარამიასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად მსგავს განცხადებებს აკეთებენ, თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად გაარჩია, ვინ რის მხარეს დგას. ამის ნათელი დადასტურება იყო ის შედეგი, რაც საზოგადოების მხარდაჭერით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. დღეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, „ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი საარჩევნო პროცესი ერთ წელიწადში“. ხოლო ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ აღნიშნა, რომ „რეზოლუციაში გაწერილია  ნაბიჯები, მაგალითად ინდივიდუალურად, მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან, ისევე, როგორც მოგზაურობის აკრძალვა ინდივიდებისთვის“.

„სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე! ნიაკოს და თათულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება…“ – ავარიის შედეგად დაშავებულ დებზე სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.  „სანამ, მანამ და მანამ სანამ, გავერკვევით ვინ მოიგო და ვინ წააგო... ერთ დადასტურებულ გამარჯვებაზე მოგიყვებით ყველას, ვისაც გვჯეროდა და არ გვჯეროდა, ვინც საკუთარ შვილებს მოაკელით თუნდაც ერთი ლარი და ვინც გულში ისე ილოცეთ, საკუთარი შვილებისთვის რომ ილოცებდით... თვე ნახევრის წინ ამ ორ მზის სხივა და ღიმილა გოგოს ავტომობილი შეეჯახა და მდგომარეობა საშინლად მძიმე იყო... ერთი ბავშვი მ. იაშვილის კლინიკაში იყო, მეორე - New Hospitals ში... სხვადასხვა სახის დაზიანებით და სხვადასხვა სახის ბრძოლით... ხოდა სახელებად რომ ვიცოდეთ რა და თუ ვინმე იცნობთ, უთხარით რომ ყველაზე ჩემპიონები არიან!   ვინც პირველები ოპერაციაზე შევიდნენ... ლევან ტარუაშვილი და ირაკლი თოიძე... რეანიმაციის უფროსები: დავით ციბაძე და მაკუნა თევზაძე... დაიწყეს, დაიწყეს და არ გაჩერდნენ! სამწუხაროდ, ყველას სახელი არ ვიცი... ექიმები, ექთნები, თანამშრომლები... მერე ჩვენც გავიგეთ ეს ამბავი და სხვის ანგარიშებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ 60 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ ერთ დღეში!!! მაგრამ ყველაზე დიდი ჩემპიონი, ჩემი ახალი მეგობარი, სოფიო ხარშილაძე მგონია, პატარების დედა... რომელმაც თქვა რომ ზუსტად ისე იქნებოდა, როგორც მას სურდა! როგორც შვილებზე შეყვარებულ დედას უნდოდა! ხოდა, სულ ორი წამით დავივიწყოთ ვინ საით მივდივართ და საით მიგვეჩქარება... ვის როგორ გვინდა და როგორ გამოგვდის... ვინ რა მოვიგეთ და ვინ რა წავაგეთ... ყველამ, სულ ყველამ გავიმარჯვეთ! სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე... სინათლემ გაიმარჯვა სიბნელეზე... სიყვარულმა სიძულვილზე და რაც მთავარია... სიცოცხლემ! სიცოცხლემ! სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე! ქრისტეს გზა როა... ღმერთის გზა როა... ჩვენში როა და ჩვენი ძალაა... აი, მაგ ძალამ გაიმარჯვა! ნიაკოს და თათულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თათუს აღარ დასჭირდა თავის შულტირება, ნიას დღეს აუწყვეს თავის ქალა. ორივე გონზეა და ემოციებს კი იხარე... ცოტა ცრემლებს ღვრიან, მაგრამ თვე ნახევარი მეც რომ მეძინოს და მწვადი არ შევჭამო, მეც ვიტირებ... ეს ხუმრობით, მაგრამ ახლა ნამდვილად გვაქვს საქმე გასაცინად... გასაღიმად... გასახარად! წინ რთული და გრძელი რეაბილიტაციის პროცესია, მაგრამ ისეთი მაგარი გოგოები არიან... ისეთი... ისეთი...დედამიწას გადადგამენ და თავის თავს კი არა, ჩვენც კი მოგვხედავენ... დედამიწის ანგელოზებო... ასეთი ხუმრობები აღარ იყოს! სამყარო უნდა გააფერადოთ!“, - წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

ენტონი ბლინკენი – აშშ აგრძელებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად დახმარების გაზრდას

აშშ აგრძელებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად დახმარების გაზრდას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინასთან ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების განლაგება, შეშფოთების საგანი იყო „დიდი შვიდეულისთვის“ და ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალს, რას აკეთებს და რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის ამის სანაცვლოდ. „აშშ აგრძელებს დახმარების გაზრდას უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსეთის ესკალაციაზე რეაგირებას, განსაკუთრებით ახლა, ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების ჩართულობის ფონზე. ნება მომეცით, ვთქვა, რომ ეს არის დიდი შეშფოთების საკითხი „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრისთვის, იმის გამო, რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის, იმის გამოც, რას ნიშნავს ეს ევროპული უსაფრთხოებისთვის, ასევე იმის გამო, რას ნიშნავს ეს ინდო-წყნარი ოკეანესთვის. რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა ორმხრივი გზაა. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე ყურადღებით ვუყურებთ, რას აკეთებს და რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის, მათ შორის პოტენციურად გაზარდოს მისი სარაკეტო და ბირთვული შესაძლებლობები“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

პაატა ბურჭულაძე: უფრო რადიკალური ზომებია საჭირო, პირველად, მარტის თვეში იყო პატარა შეტაკება „რუსულ კანონზე“, სიმღერით და დროშების ფრიალით ამათთან ვერ გავალთ ვერაფერს

ცოტა უფრო რადიკალური ზომებია საჭირო, საქართველოს ჰიმნის სიმღერა არ ჭრის. ხომ ხედავთ, ამ ადამიანებზე არაფერი არ მოქმედებს, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არ სურს ჩხუბისა და შეტაკებებისკენ მოუწოდოს საზოგადოებას, მაგრამ „გამჭვირვალობის კანონის“ პირველი ინიციირების დროს გამართულ საპროტესტო აქციებზე იყო შეტაკებები, რის გამოც ხელისუფლებამ უკან დაიხია. შესაბამისად, ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა რაიმე რადიკალური გზა უნდა შესთავაზონ ხალხს. „ამათ ბატონებო, უკან დასახევი გზა არ აქვთ, მაგრამ შემოგვხედეთ ჩვენც - ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს, უკან ვერ დავიხევთ, საქართველო არის ერთი ჩვენთვის, ჩვენი სამშობლო. ეს ხალხი, რომელიც ასიათასობით გამოდიოდა ქუჩაში, მადლობა ღმერთს, ჯერ არ წასულა საზღვარგარეთ. ისე ბევრს აქვს უკვე წასასვლელად და გასაქცევად საქმე, ესენი კიდევ აქ არიან, ამიტომაც ჩვენ უნდა შევთავაზოთ, უფრო სწორად, პოლიტიკოსებმა, რაღაც ცოტა რადიკალური. მე არ მინდა ჩხუბის და შეტაკებებისკენ მოვუწოდო, მაგრამ იყო პატარა შეტაკება პირველად შარშანწინ მარტის თვეში „რუსულ კანონზე“. მე იქ ვიდექი, ახალგაზრდები იდგნენ, ევროპული დროშით გოგონა რომ გვყავს ახლა ჩვენ. იყო დაიხია უკან , იმიტომ რომ რაღაც რეაგირება მოხდა. სიმღერა-სიმღერით სიარულით და დროშების ფრიალით ამათთან ვერ გავალთ ვერაფერს.“ - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

ნიკა გვარამია: ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით და არ ვითვლით, ასე ვთქვათ, მოკვეთილ თავებს, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მივდივართ წინ და აუცილებლად გავიმარჯვებთ

საზოგადოება დაიღალა, დაკარგა იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვის პასუხად განაცხადა. ნიკა გვარამიას ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „ჩემი შეკითხვა ეხება საპროტესტო აქციებს. რაც ვნახეთ ჩვენ გაზაფხულზე, რაც ვნახეთ დაახლოებით ერთი წლის წინ, ამას ვერ შევადარებთ იმ ყველაფერს, რაც ამჟამად ხდება თბილისში. რა არის ამის მიზეზი?“ „ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც ვართ და არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი, სპონტანური პროტესტი, რომელიც არ არის ორკესტრირებული ოპოზიციის მიერ ქვეყანაში. მეორე ფაქტორი, რა არის განსხვავება? განსხვავება არის ის, რომ საზოგადოება დაიღალა, საზოგადოებამ დაკარგა იმის იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში. სწორედ ასე მოქმედებს ქვეყანაზე რუსული ოლიგარქია, რუსული ავტორიტარიზმი. და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე სწორედ ასეთი გავლენა აქვს, ევროკავშირის წევრების ჩათვლით. შესაბამისად, ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით და ჩვენ არ ვითვლით, ასე ვთქვათ, მოკვეთილ თავებს, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მივდივართ წინ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბოლო სიახლეები